https://sputnik-georgia.com/20241028/blinkeni-saertashoriso-damkvirveblebs-archevnebi-ar-ugiarebiat-tavisupal-da-samartlianad-290627423.html
ბლინკენი: საერთაშორისო დამკვირვებლებს არ უღიარებიათ არჩევნები თავისუფალ და სამართლიანად
ბლინკენი: საერთაშორისო დამკვირვებლებს არ უღიარებიათ არჩევნები თავისუფალ და სამართლიანად
Sputnik საქართველო
ბლინკენის თქმით, საქართველოში მძლავრი დემოკრატია 2004 წლიდან იყო და არის ქვეყნის სიძლიერის წყარო და არჩევნებზე აქტივობა კიდევ ერთხელ ადასტურებს ქართველი ხალხის... 28.10.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-10-28T13:00+0400
2024-10-28T13:00+0400
2024-10-28T13:00+0400
საქართველო
აშშ
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
ქართული ოცნება
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/07/265024684_0:0:3061:1722_1920x0_80_0_0_0ce7c24e563e9db55d63e377d6bf0649.jpg
თბილისი, 28 ოქტომბერი— Sputnik. საერთაშორისო დამკვირვებლებს არ გამოუცხადებიათ საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგები თავისუფალ და სამართლიანად, ხოლო გამოვლენილმა დარღვევებმა შეარყია საერთაშორისო საზოგადოების ნდობა სამართლიანი შედეგის შესაძლებლობის მიმართ, ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებაში, რომელსაც ამერიკის საელჩო ავრცელებს.ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ 99,97% უბნის მონაცემების დამუშავების შედეგად მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 53,93% მიიღო. კენჭისყრის შედეგების აღიარებაზე უარი განაცხადა პარლამენტში შესულმა ოთხივე ოპოზიციურმა ძალამ. მათმა მხარდამჭერმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა არჩევნების გაყალბების კომპლექსურ სქემაზე განაცხადეს.როგორც ბლინკენმა აღნიშნა, საქართველოში მძლავრი დემოკრატია 2004 წლიდან იყო და არის ქვეყნის სიძლიერის წყარო და არჩევნებზე აქტივობა კიდევ ერთხელ ადასტურებს ქართველი ხალხის ერთგულებას დემოკრატიისადმი.თუმცა, 2024 წელს საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლებმა აღნიშნეს, რომ წინასაარჩევნო გარემო ხასიათდებოდა მმართველი პარტიის მიერ ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებით, ხმების მოსყიდვითა და ამომრჩევლის დაშინებით, რამაც „ხელი შეუშალა თანასწორი პირობების შექმნას და შეარყია საზოგადოებისა და საერთაშორისო საზოგადოების ნდობა სამართლიანი შედეგის შესაძლებლობის მიმართ".აშშ შემდგომი ნაბიჯებისთვის ასევე მოუწოდებს საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს, დაიცვან კანონის უზენაესობა, გააუქმონ კანონმდებლობა, რომელიც ძირს უთხრის ძირითად თავისუფლებებს და ერთობლივად იმუშაონ საარჩევნო პროცესის ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად.„საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიზნები, რომელიც ქვეყნის კონსტიტუციაში არის ასახული, მოითხოვს, რომ ხელისუფლებამ პატივი სცეს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების უფლებებს და საქართველოს ყველა მოქალაქის ძირითად თავისუფლებებს“, - ნათქვამია განცხადებაში.მანამდე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადეს, რომ ეუთო/ოდირის დასკვნამ დაადასტურა არჩევნების ლეგიტიმურობა.ეუთო-ოდირის, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის და ევროპარლამენტის ერთობლივი მისიის დასკვნის თანახმად, საქართველოში საპარლამენტო არჩევნების პროცედურა კარგად იყო ორგანიზებული, იყო დიდი არჩევანი ვისთვის მიეცათ ხმა და ბევრი საერთაშორისო დამკვირვებელი, მაგრამ ამასთან იყო დისბალანსი პარტიების დაფინანსებაში, ზეწოლა საჯარო მოხელეებზე და ამომრჩეველთა დაშინების მრავალი შემთხვევა.არჩევნების ბოლო შედეგები:„ქართული ოცნება“ („ქართული ოცნება“, „ხალხის ძალა“) - 53,93%„კოალიცია ცვლილებებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა“ - 11,035%„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ - 10,167%„ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ - 8,814%„გახარია საქართველოსთვის“ - 7,768%ცესკოს წინასწარო მონაცემების მიხედით, პარლამენტში შესულმა ოთხივე ოპოზიციურმა პარტიამ საკანონმდებლო ორგანოში მუშაობას ბოიკოტი გამოუცხადა. კენჭისყრის შედეგები არცერთმა მათგანმა („კოალიცია ცვლილებისთვის", „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა", „ძლიერი საქართველო" და „საქართველოსთვის") არ აღიარა. ოპოზიცია დარწმუნებულია „ქართული ოცნების“ მხრიდან არჩევნების ფართომასშტაბიან გაყალბებაში.პირველად საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა მხოლოდ პროპორციული სისტემით (პარტიული სიებით) და ფართო მასშტაბით ელექტრონული ტექნოლოგიების - გადამოწმებისა და ხმების დათვლის აპარატის გამოყენებით.
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/07/265024684_137:0:2866:2047_1920x0_80_0_0_3cb1ef6fabc121a12505f6c6b3d19f04.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, აშშ , პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ქართული ოცნება , საპარლამენტო არჩევნები საქართველოში
საქართველო, აშშ , პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ქართული ოცნება , საპარლამენტო არჩევნები საქართველოში
ბლინკენი: საერთაშორისო დამკვირვებლებს არ უღიარებიათ არჩევნები თავისუფალ და სამართლიანად
ბლინკენის თქმით, საქართველოში მძლავრი დემოკრატია 2004 წლიდან იყო და არის ქვეყნის სიძლიერის წყარო და არჩევნებზე აქტივობა კიდევ ერთხელ ადასტურებს ქართველი ხალხის ერთგულებას დემოკრატიისადმი.
თბილისი, 28 ოქტომბერი— Sputnik. საერთაშორისო დამკვირვებლებს არ გამოუცხადებიათ საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგები თავისუფალ და სამართლიანად, ხოლო გამოვლენილმა დარღვევებმა შეარყია საერთაშორისო საზოგადოების ნდობა სამართლიანი შედეგის შესაძლებლობის მიმართ, ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებაში, რომელსაც ამერიკის საელჩო ავრცელებს.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ 99,97% უბნის მონაცემების დამუშავების შედეგად მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 53,93% მიიღო. კენჭისყრის შედეგების აღიარებაზე უარი განაცხადა პარლამენტში შესულმა ოთხივე ოპოზიციურმა ძალამ. მათმა მხარდამჭერმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა არჩევნების გაყალბების კომპლექსურ სქემაზე განაცხადეს.
„მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლები თანხმდებიან, რომ არჩევნების დღე ზოგადად კარგად იყო ადმინისტრირებული, ჩვენ აღვნიშნავთ ცნობებს დარღვევებისა და ცალკეული ძალადობის შესახებ. საერთაშორისო დამკვირვებლებს არ გამოუცხადებიათ არჩევნების შედეგები თავისუფალ და სამართლიანად", - ნათქვამია განცხადებაში.
როგორც ბლინკენმა აღნიშნა, საქართველოში მძლავრი დემოკრატია 2004 წლიდან იყო და არის ქვეყნის სიძლიერის წყარო და არჩევნებზე აქტივობა კიდევ ერთხელ ადასტურებს ქართველი ხალხის ერთგულებას დემოკრატიისადმი.
თუმცა, 2024 წელს საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლებმა აღნიშნეს, რომ წინასაარჩევნო გარემო ხასიათდებოდა მმართველი პარტიის მიერ ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებით, ხმების მოსყიდვითა და ამომრჩევლის დაშინებით, რამაც „ხელი შეუშალა თანასწორი პირობების შექმნას და შეარყია საზოგადოებისა და საერთაშორისო საზოგადოების ნდობა სამართლიანი შედეგის შესაძლებლობის მიმართ".
„ჩვენ ვგმობთ საერთაშორისო ნორმების ყველა დარღვევას და ვუერთდებით საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების მოწოდებას, ჩატარდეს არჩევნებთან დაკავშირებული ყველა საარჩევნო დარღვევის სრულყოფილი გამოძიება“, - აღნიშნულია ბლინკენის განცხადებაში.
აშშ შემდგომი ნაბიჯებისთვის ასევე მოუწოდებს საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს, დაიცვან კანონის უზენაესობა, გააუქმონ კანონმდებლობა, რომელიც ძირს უთხრის ძირითად თავისუფლებებს და ერთობლივად იმუშაონ საარჩევნო პროცესის ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად.
„საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიზნები, რომელიც ქვეყნის კონსტიტუციაში არის ასახული, მოითხოვს, რომ ხელისუფლებამ პატივი სცეს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების უფლებებს და საქართველოს ყველა მოქალაქის ძირითად თავისუფლებებს“, - ნათქვამია განცხადებაში.
მანამდე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადეს, რომ ეუთო/ოდირის დასკვნამ დაადასტურა არჩევნების ლეგიტიმურობა.
ეუთო-ოდირის, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის და ევროპარლამენტის ერთობლივი მისიის დასკვნის თანახმად, საქართველოში საპარლამენტო არჩევნების პროცედურა კარგად იყო ორგანიზებული, იყო დიდი არჩევანი ვისთვის მიეცათ ხმა და ბევრი საერთაშორისო დამკვირვებელი, მაგრამ ამასთან იყო დისბალანსი პარტიების დაფინანსებაში, ზეწოლა საჯარო მოხელეებზე და ამომრჩეველთა დაშინების მრავალი შემთხვევა.
არჩევნების ბოლო შედეგები:
„ქართული ოცნება“ („ქართული ოცნება“, „ხალხის ძალა“) - 53,93%
„კოალიცია ცვლილებებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა“ - 11,035%
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ - 10,167%
„ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ - 8,814%
„გახარია საქართველოსთვის“ - 7,768%
ცესკოს წინასწარო მონაცემების მიხედით, პარლამენტში შესულმა ოთხივე ოპოზიციურმა პარტიამ საკანონმდებლო ორგანოში მუშაობას ბოიკოტი გამოუცხადა. კენჭისყრის შედეგები არცერთმა მათგანმა („კოალიცია ცვლილებისთვის", „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა", „ძლიერი საქართველო" და „საქართველოსთვის") არ აღიარა. ოპოზიცია დარწმუნებულია „ქართული ოცნების“ მხრიდან არჩევნების ფართომასშტაბიან გაყალბებაში.
პირველად საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა მხოლოდ პროპორციული სისტემით (პარტიული სიებით) და ფართო მასშტაბით ელექტრონული ტექნოლოგიების - გადამოწმებისა და ხმების დათვლის აპარატის გამოყენებით.