ახალი ბინების ფასები თბილისში იზრდება - ახალი სტატისტიკა

© photo: Sputnik / Stringerმშენებარე კორპუსი
მშენებარე კორპუსი - Sputnik საქართველო, 1920, 28.10.2024
გამოწერა
2024 წლის მესამე კვარტალში ერთი კვადრატული მეტრი ე.წ. შავი კარკასის საშუალო ფასი ახლად აშენებულ კორპუსებში 3.156 ლარს შეადგენდა.
თბილისი, 28 ოქტომბერი – Sputnik. თბილისში ახალ საცხოვრებელ ბინებზე ფასების წლიური ინდექსი 2024 წლის მესამე კვარტალში 0,9%-ით შემცირდა, ამასთან მიმდინარე წლის მეორე კვარტალთან შედარებით ფასები 8%-ით გაიზარდა, იუწყება სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი".
საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე ფასების ინდექსი ფასების დინამიკას ასახავს და მოიცავს ახლად აშენებულ და მშენებარე უძრავ ქონებას თბილისში.
2020 წლის საშუალო წლიურ მაჩვენებელთან შედარებით, თბილისში ახალ საცხოვრებელ ბინებზე ფასების წლიური ინდექსი მესამე კვარტალში 46,7%-ით გაიზარდა.
„საქსტატის" მონაცემებით, ახალაშენებული ბინების ფასები მიმდინარე წლის მესამე კვარტალში მეორე კვარტალთან შედარებით 1,1%-ით შემცირდა, ხოლო 2023 წლის მესამე კვარტალთან შედარებით 7,5%-ით გაიზარდა.
ბინების ფასები ახალაშენებულ კორპუსებში

რაიონი

კვადრატული მეტრის საშუალო ღირებულება, ლარი

მთაწმინდა

5 717

ვაკე

5 202

საბურთალო

4 007

ჩუღურეთი

3 903

კრწანისი

3 676

დიდუბე

3 651

ნაძალადევი

3 612

გლდანი

3 394

ისანი

3 388

სამგორი

3 232

თბილისში ახალაშენებულ კერძო სახლებზე ფასები 2024 წლის მესამე კვარტალში მეორე კვარტალთან შედარებით, 0,2%-ით შემცირდა, ხოლო 2023 წლის მესამე კვარტალთან შედარებით კი 9,7%-ით გაიზარდა.
ბინების ფასები ახალაშენებულ კორპუსებში

რაიონი

კვადრატული მეტრის საშუალო ღირებულება, ლარი

მთაწმინდა

4 517

დიდუბე

3 642

ვაკე

3 593

საბურთალო

3 138

კრწანისი

2 790

ჩუღურეთი

2 725

ისანი

2 717

სამგორი

2 547

ნაძალადევი

2 441

გლდანი

2 418

„საქსტატის" კვლევის თანახმად, 2024 წლის მესამე კვარტალში ერთი კვადრატული მეტრის საშუალო ფასმა ახლად აშენებულ კორპუსებში შეადგინა: ე.წ. შავი კარკასი – 3.156 ლარი, თეთრი კარკასი – 3.410 ლარი, მწვანე კარკასი – 3.906 ლარი.
2023 წლის მესამე კვარტალში ფასები ასეთი იყო: ე.წ. შავი კარკასი – 2.809 ლარი, თეთრი კარკასი – 3.159 ლარი, მწვანე კარკასი – 3.548 ლარი.
ფასების ინდექსი მაკროეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობის მნიშვნელოვანი ინდიკატორია და მას უმეტესად საქართველოს ეროვნული ბანკი და კერძო დეველოპერები იყენებენ. ის, ერთი მხრივ, ემსახურება უძრავი ქონების განვითარებისა და ბაზრის რისკების შეფასებას, ხოლო მეორე მხრივ – უძრავი ქონების ბაზარსა და ფინანსურ სტაბილურობასთან კავშირების დადგენასა და შეფასებას.
ყველა ახალი ამბავი
0