https://sputnik-georgia.com/20241027/tu-prezidentis-parlamentis-sesias-ar-moiwvevs-290608809.html
რა მოხდება თუ პრეზიდენტი პარლამენტის სესიას არ მოიწვევს? პრემიერის განმარტება
რა მოხდება თუ პრეზიდენტი პარლამენტის სესიას არ მოიწვევს? პრემიერის განმარტება
Sputnik საქართველო
როგორც კობახიძემ აღნიშნა, საკანონმდებლო ორგანოს პირველი სხდომის გამართვას უზრუნველყოფს პარლამენტის თავმჯდომარე და ბიურო. 27.10.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-10-27T13:51+0400
2024-10-27T13:51+0400
2024-10-27T13:51+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პარლამენტი
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
საქართველოს პრეზიდენტი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/06/1b/288657784_0:100:1921:1180_1920x0_80_0_0_07b8dc35055f4268cad1ebaadf5ea108.jpg
თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, პარლამენტის პირველი სხდომა არჩევნების შედეგების შეჯამებიდან 10 დღის ვადაში უნდა გაიმართოს, თუმცა თუ პრეზიდენტი სესიას არ მოიწვევს, პარლამენტი აღნიშნული ვადის ბოლოს მაინც შეიკრიბება, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიფინგზე.ცესკოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული 3 100 (99.646%) საარჩევნო უბნის შედეგების თანახმად, მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას" ხმა 1.117,480-მა ამომრჩეველმა მისცა ანუ არჩევნებში მონაწილეთა 54,086%-მა. რაც შეეხება ოთხ ოპოზიციურ გაერთიანებას, მათ ჯამში ხმების 37,58% მიიღეს.მისი თქმით, პრეზიდენტს შეუძლია კიდევ ერთხელ უხეშად დაარღვიოს კონსტიტუცია, თუმცა ვერ დაბლოკავს პარლამენტის პირველ სხდომას.როგორც კობახიძემ აღნიშნა, საკანონმდებლო ორგანოს პირველი სხდომის გამართვას უზრუნველყოფს პარლამენტის თავმჯდომარე და ბიურო.საქართველოში საპარლამენტო არჩევნები პირველად ჩატარდა მხოლოდ პროპორციული სისტემით (პარტიული სიებით) და ელექტრონული ტექნოლოგიების - ვერიფიკაციისა და ხმის დამთვლელი აპარატების გამოყენებით.სამმა ოპოზიციურმა გაერთიანებამ, რომლებმაც არჩევნებზე ამომრჩეველთა ხმების 5%-ზე მეტი მიიღეს, განაცხადეს, რომ არ ცნობენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოცხადებულ კენჭისყრის შედეგებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/06/1b/288657784_107:0:1812:1279_1920x0_80_0_0_8f7ff85f318310b0d654541510f511cd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტი, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველოს პრეზიდენტი, ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტი, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველოს პრეზიდენტი, ახალი ამბები
რა მოხდება თუ პრეზიდენტი პარლამენტის სესიას არ მოიწვევს? პრემიერის განმარტება
როგორც კობახიძემ აღნიშნა, საკანონმდებლო ორგანოს პირველი სხდომის გამართვას უზრუნველყოფს პარლამენტის თავმჯდომარე და ბიურო.
თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, პარლამენტის პირველი სხდომა არჩევნების შედეგების შეჯამებიდან 10 დღის ვადაში უნდა გაიმართოს, თუმცა თუ პრეზიდენტი სესიას არ მოიწვევს, პარლამენტი აღნიშნული ვადის ბოლოს მაინც შეიკრიბება, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიფინგზე.
ცესკოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული 3 100 (99.646%) საარჩევნო უბნის შედეგების თანახმად, მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას" ხმა 1.117,480-მა ამომრჩეველმა მისცა ანუ არჩევნებში მონაწილეთა 54,086%-მა. რაც შეეხება ოთხ ოპოზიციურ გაერთიანებას, მათ ჯამში ხმების 37,58% მიიღეს.
„სამართლებრივად 10-დღიანი ვადაა განსაზღვრული პირველი სხდომის გამართვისთვის. მე-10 დღეს პარლამენტი თავისით შეიკრიბება და გაიმართება სხდომა. აქ არავითარი საბოტაჟის რესურსი არ აქვს პრეზიდენტს, საქართველოს კონსტიტუცია უხეში ფორმით რომც დაარღვიოს", - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, პრეზიდენტს შეუძლია კიდევ ერთხელ უხეშად დაარღვიოს კონსტიტუცია, თუმცა ვერ დაბლოკავს პარლამენტის პირველ სხდომას.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, საკანონმდებლო ორგანოს პირველი სხდომის გამართვას უზრუნველყოფს პარლამენტის თავმჯდომარე და ბიურო.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები პირველად ჩატარდა მხოლოდ პროპორციული სისტემით (პარტიული სიებით) და ელექტრონული ტექნოლოგიების - ვერიფიკაციისა და ხმის დამთვლელი აპარატების გამოყენებით.
სამმა ოპოზიციურმა გაერთიანებამ, რომლებმაც არჩევნებზე ამომრჩეველთა ხმების 5%-ზე მეტი მიიღეს, განაცხადეს, რომ არ ცნობენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოცხადებულ კენჭისყრის შედეგებს.