„ქართული ოცნება“ საზღვარგარეთ ოპოზიციასთან დამარცხდა - მმართველი პარტია მესამე ადგილზეა

© photo: Sputnik / Stringerარჩევნები
არჩევნები - Sputnik საქართველო, 1920, 27.10.2024
გამოწერა
ცესკომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საზღვარგარეთის 42 ქვეყნის 53 ქალაქში 67 საარჩევნო უბანი გახსნა.
თბილისი, 27ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს საპარლამენტო არჩევნებისთვის საზღვარგარეთ 58 უბნის შედეგების მიხედვით მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება- დემოკრატიულმა საქართველომ“ 15% ანუ 3.776 ხმა მიიღო.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საზღვარგარეთის 42 ქვეყნის 53 ქალაქში 67 საარჩევნო უბანი გახსნა.
ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ამომრჩეველთა ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა:
„კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა“ - 31,92% (8036ხმა)
„ერთიანობა - ნაციონალურმა მოძრაობა“ - 19,843% (4995 ხმა)
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ - 16,93% (3457 ხმა)
„ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ - 14,667% (3692 ხმა)
„გახარია საქართველოსთვის“ - 8,716% (2194 ხმა)
მმართველი პარტია „ქართული ოცნება" საარჩევნო უბნების 99,5%-ის მონაცემების დათვლის წინასწარი შედეგებით საპარლამენტო უმრავლესობას მოიპოვებს. ცესკოს მონაცემების თანახმად, 3.018 უბნის შედეგების დათვლის შედეგად, „ქართულ ოცნებას" ხმა 1.117,480-მა ამომრჩეველმა მისცა ანუ არჩევნებში მონაწილეთა 54,086%-მა.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები პირველად ჩატარდა მხოლოდ პროპორციული სისტემით (პარტიული სიებით) და ელექტრონული ტექნოლოგიების - ვერიფიკაციისა და ხმის დამთვლელი აპარატების გამოყენებით.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული პარლამენტის არჩევნების შედეგების აღიარებაზე უარი განაცხადეს ოპოზიციურმა კოალიციამ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის" და კოალიცია „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“.
ყველა ახალი ამბავი
0