საქართველოს პრეზიდენტი არჩევნების შედეგებს არ აღიარებს

© photo: Sputnik / Stringerსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 27.10.2024
გამოწერა
პრეზიდენტმა ორშაბათს საღამოს შვიდ საათზე რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია დააანონსა.
თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს.
მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ 99,97% უბნის მონაცემების დამუშავების შედეგად ხმების 53,92% მიიღო. ამ შედეგების აღიარებაზე უარი თქვა პარლამენტში შესულმა ოთხივე ოპოზიციურმა ძალამ. გარდა ამისა, მათი მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაციები არჩევნების გაყალბების კომპლექსური სქემის შესახებ ალაპარაკდნენ.
დღეს დილიდან პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ოპოზიციის ლიდერები სალომე ზურაბიშვილთან კონსულტაციებს მართავდნენ.
„ეს იყო ტოტალური გაყალბება, ტოტალური წართმევა თქვენი ხმების... გამოყენება ყევლა იმ ხერხების, რაც გვინახავს სხვადასხვა ქვეყნებში, რაც შეიძლება გამოიყენო, რომ გააყალბო არჩევნები. ასეთი რამ ჯერ არ ყოფილა... წაგვართვეს არჩევნების უფლება“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
გარდა ამისა, პრეზიდენტმა ორშაბათს საღამოს შვიდ საათზე რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია დააანონსა.
„ჩვენ ერთად უნდა დავდგეთ და გამოვაცხადოთ, რომ არ ვაღიარებთ ამ არჩევნებს... ჩვენ დავდგებით ერთად. ისინი ჩემთან ერთად და მე მათთან ერთად. ყველას მინდა მოგიწვიოთ ხვალ, საღამოს 7 საათზე რუსთაველზე იმისთვის, რომ ჩვენ ერთად ვთქვათ, გამოვუცხადოთ მსოფლიოს, რომ ჩვენ არ ვაღიარებთ ამ არჩევნებს, ვიცავთ კონსტიტუციურ უფლებას", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
დღეს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების (ეუთო/ოდირის, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის და ევროპარლამენტის) ხელმძღვანელებმა ერთობლივი მისიის დასკვნა გაავრცელეს, რომლის თანახმად საქართველოში საპარლამენტო არჩევნების პროცედურა კარგად იყო ორგანიზებული, იყო დიდი არჩევანი ვისთვის მიეცათ ხმა და ბევრი საერთაშორისო დამკვირვებელი, მაგრამ ამასთან იყო დისბალანსი პარტიების დაფინანსებაში, ზეწოლა საჯარო მოხელეებზე და ამომრჩეველთა დაშინების მრავალი შემთხვევა.
მმართველ პარტიაში დიდი ხანია აცხადებენ, რომ ზურაბიშვილი, რომელიც პრეზიდენტი „ქართული ოცნების“ მხარდაჭერით გახდა, რადიკალურ ოპოზიციას შეუერთდა.
„ქართულმა ოცნებამ“ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ 99,97% უბნის მონაცემების დამუშავების შედეგად ხმების 53,92% მიიღო. ამ შედეგების აღიარებაზე უარი თქვა პარლამენტში შესულმა ოთხივე ოპოზიციურმა ძალამ. გარდა ამისა, მათი მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაციები არჩევნების გაყალბების კომპლექსური სქემის შესახებ ალაპარაკდნენ.
არჩევნების ბოლო შედეგები:
„ქართული ოცნება“ („ქართული ოცნება“, „ხალხის ძალა“) - 53,92%;
„კოალიცია ცვლილებებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა“ - 11,037% (225 680 ხმა)
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ - 10,164% (209 137 ხმა);
„ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ - 8,814% (181 424 ხმა)
„გახარია საქართველოსთვის“ - 7,771% (160 354 ხმა).
პირველად საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა მხოლოდ პროპორციული სისტემით (პარტიული სიებით) და ფართო მასშტაბით ელექტრონული ტექნოლოგიების - გადამოწმებისა და ხმების დათვლის აპარატის გამოყენებით.
ყველა ახალი ამბავი
0