https://sputnik-georgia.com/20241027/premieri-qartvelma-xalxma-ertaderti-swori-archevani-gaaketa-290607252.html
პრემიერი: ქართველმა ხალხმა ერთადერთი, უალტერნატივო არჩევანი გააკეთა
პრემიერი: ქართველმა ხალხმა ერთადერთი, უალტერნატივო არჩევანი გააკეთა
Sputnik საქართველო
კობახიძის თქმით, მმართველმა პარტიამ ამომრჩეველთა 1,12 მლნ ხმა მიიღო, რაც 2012 წლის შემდეგ რეკორდული მაჩვენებელია. 27.10.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-10-27T13:00+0400
2024-10-27T13:00+0400
2024-10-27T13:00+0400
საქართველო
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/08/0c/289412374_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_f2b0586a81d1859bd48c01e54461248a.jpg
თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. ქართველმა ხალხმა გააკეთა ერთადერთი, უალტერნატივო არჩევანი, მან აირჩია მშვიდობა, ქვეყნის განვითარება და ნათელი ევროპული მომავალი, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კვირას გამართულ ბრიფინგზე.ცესკოს ცებგვერდზე გამოქვეყნებული 3 100 (99.646%) საარჩევნო უბნის შედეგების თანახმად, მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას" ხმა 1.117,480-მა ამომრჩეველმა მისცა ანუ არჩევნებში მონაწილეთა 54,086%-მა. რაც შეეხება ოთხ ოპოზიციურ გაერთიანებას, მათ ჯამში ხმების 37,58% მიიღეს.მისი თქმით, მმართველმა პარტიამ ამომრჩეველთა 1,12 მლნ ხმა მიიღო, რაც 2012 წლის შემდეგ რეკორდული მაჩვენებელია.„ჩვენ საზოგადოებას ვეუბნებოდით, რომ ეს იყო რეფერენდუმის ტოლფასი არჩევნები და თავისი მნიშვნელობით 2012 წლის არჩევნების ტოლფასი. ეს გზავნილი ზუსტად მივიდა ამომრჩევლამდე და ამას უკავშირდება საპარლამენტო არჩევნებზე უპრეცედენტო აქტივობა. გამარჯვება არის ძალიან შთამბეჭდავი“, – განაცხადა კობახიძემ.პრემიერის თქმით, ოპოზიციამ ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან შეკრებაც კი ვერ გაბედა, რაც „ქართული ოცნების“ დამაჯერებელ გამარჯვებაზე მიუთითებს.როგორც კობახიძემ აღნიშნა, პარლამენტი ჩვეულ რეჟიმში დაიწყებს მუშაობას.„როგორც ყოველთვის, პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართება, პარლამენტი დაიწყებს მუშაობას, მთავრობა დამტკიცდება და პროცესები ჩვენი ქვეყნისთვის ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება “, - განაცხადა კობახიძემ.საქართველოში საპარლამენტო არჩევნები პირველად ჩატარდა მხოლოდ პროპორციული სისტემით (პარტიული სიებით) და ელექტრონული ტექნოლოგიების - ვერიფიკაციისა და ხმის დამთვლელი აპარატების გამოყენებით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/08/0c/289412374_112:0:1889:1333_1920x0_80_0_0_15313e1c6177f95e5beb3d3717538333.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ახალი ამბები
საქართველო, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ახალი ამბები
პრემიერი: ქართველმა ხალხმა ერთადერთი, უალტერნატივო არჩევანი გააკეთა
კობახიძის თქმით, მმართველმა პარტიამ ამომრჩეველთა 1,12 მლნ ხმა მიიღო, რაც 2012 წლის შემდეგ რეკორდული მაჩვენებელია.
თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. ქართველმა ხალხმა გააკეთა ერთადერთი, უალტერნატივო არჩევანი, მან აირჩია მშვიდობა, ქვეყნის განვითარება და ნათელი ევროპული მომავალი, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კვირას გამართულ ბრიფინგზე.
ცესკოს ცებგვერდზე გამოქვეყნებული 3 100 (99.646%) საარჩევნო უბნის შედეგების თანახმად, მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას" ხმა 1.117,480-მა ამომრჩეველმა მისცა ანუ არჩევნებში მონაწილეთა 54,086%-მა. რაც შეეხება ოთხ ოპოზიციურ გაერთიანებას, მათ ჯამში ხმების 37,58% მიიღეს.
„მოგეხსენებათ, არჩევნები არის განსაკუთრებული მნიშვნელობის მომენტი ნებისმიერი ქვეყნის ცხოვრებაში და ამ ყველაზე მნიშვნელოვან წუთებშიც ქართველი ხალხი დადგა ჩვენ გვერდით და გააკეთა ერთადერთი, უალტერნატივო არჩევანი. მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ ადამიანს, რომელიც იყო ჩართული ჩვენს საარჩევნო კამპანიაში", - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, მმართველმა პარტიამ ამომრჩეველთა 1,12 მლნ ხმა მიიღო, რაც 2012 წლის შემდეგ რეკორდული მაჩვენებელია.
„ჩვენ საზოგადოებას ვეუბნებოდით, რომ ეს იყო რეფერენდუმის ტოლფასი არჩევნები და თავისი მნიშვნელობით 2012 წლის არჩევნების ტოლფასი. ეს გზავნილი ზუსტად მივიდა ამომრჩევლამდე და ამას უკავშირდება საპარლამენტო არჩევნებზე უპრეცედენტო აქტივობა. გამარჯვება არის ძალიან შთამბეჭდავი“, – განაცხადა კობახიძემ.
პრემიერის თქმით, ოპოზიციამ ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან შეკრებაც კი ვერ გაბედა, რაც „ქართული ოცნების“ დამაჯერებელ გამარჯვებაზე მიუთითებს.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, პარლამენტი ჩვეულ რეჟიმში დაიწყებს მუშაობას.
„როგორც ყოველთვის, პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართება, პარლამენტი დაიწყებს მუშაობას, მთავრობა დამტკიცდება და პროცესები ჩვენი ქვეყნისთვის ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება “, - განაცხადა კობახიძემ.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები პირველად ჩატარდა მხოლოდ პროპორციული სისტემით (პარტიული სიებით) და ელექტრონული ტექნოლოგიების - ვერიფიკაციისა და ხმის დამთვლელი აპარატების გამოყენებით.