https://sputnik-georgia.com/20241027/koalicia-cvlilebebistvis-mandatebze-uars-acxadebs-290616713.html
„კოალიცია ცვლილებებისთვის“ მანდატებზე უარს აცხადებს
„კოალიცია ცვლილებებისთვის“ მანდატებზე უარს აცხადებს
Sputnik საქართველო
აღსანიშნავია, რომ ოპოზიციურ სპექტრში „კოალიციამ ცვლილებებისთვის“ ყველაზე მეტი ხმის მოპოვება შეძლო. 27.10.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-10-27T18:47+0400
2024-10-27T18:47+0400
2024-10-27T18:47+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში
ქართული ოპოზიცია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/07/09/288934301_0:189:2048:1342_1920x0_80_0_0_06bb55f7e20465c5c2637c68126f2e0e.jpg
თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. ოპოზიციური გაერთიანება „კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა“ საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობს. შესაბამისი განცხადება კოალიციის პირველმა ნომერმა ნანა მალაშხიამ ბრიფინგზე განაცხადა.ცესკოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული 3.110 (99,968%) საარჩევნო უბნის შედეგების თანახმად, მმართველმა პარტიამ ამომრჩეველთა ხმების 53,92% მიიღო. ჯერ კიდევ ღამით, როცა საარჩევნო უბნების მხოლოდ 2/3-ის მონაცემები იყო გამოქვეყნებული, პარლამენტში შესული ოთხი ოპოზიციური სუბიექტიდან სამმა, მათ შორის „კოალიციამ ცვლილებებისთვის“, უარი განაცხადა კენჭისყრის შედეგების აღიარებაზე. მათი მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაციები არჩევნების გაყალბების კომპლექსურ სქემაზე ალაპარაკდნენ.მალაშხიას თქმით, არჩევნები არის გაყალბებული, შესაბამისად, შედეგები არალეგიტიმურია.აღსანიშნავია, რომ ოპოზიციურ სპექტრში „კოალიციამ ცვლილებებისთვის“ ყველაზე მეტი ხმის მოპოვება შეძლო.არჩევნების შედეგების თანახმად, პარლამენტში მოხვდა ხუთი პოლიტიკური ძალა - „ქართული ოცნება“, „კოალიცია ცვლილებებისთვის“, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „ძლიერი საქართველო“ და გახარიას პარტია „საქართველოსთვის“.რაც შეეხება ოპოზიციური პარტიების მიერ მიღებულ ხმებს, ჯამში მათ ამომრჩეველთა ხმების 37,58% მიიღეს, კერძოდ:
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/07/09/288934301_21:0:2003:1486_1920x0_80_0_0_398817b3414361cb89ea332e3faddf13.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, ქართული ოპოზიცია
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, ქართული ოპოზიცია
„კოალიცია ცვლილებებისთვის“ მანდატებზე უარს აცხადებს
აღსანიშნავია, რომ ოპოზიციურ სპექტრში „კოალიციამ ცვლილებებისთვის“ ყველაზე მეტი ხმის მოპოვება შეძლო.
თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. ოპოზიციური გაერთიანება „კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა“ საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობს. შესაბამისი განცხადება კოალიციის პირველმა ნომერმა ნანა მალაშხიამ ბრიფინგზე განაცხადა.
ცესკოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული 3.110 (99,968%) საარჩევნო უბნის შედეგების თანახმად, მმართველმა პარტიამ ამომრჩეველთა ხმების 53,92% მიიღო. ჯერ კიდევ ღამით, როცა საარჩევნო უბნების მხოლოდ 2/3-ის მონაცემები იყო გამოქვეყნებული, პარლამენტში შესული ოთხი ოპოზიციური სუბიექტიდან სამმა, მათ შორის „კოალიციამ ცვლილებებისთვის“, უარი განაცხადა კენჭისყრის შედეგების აღიარებაზე. მათი მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაციები არჩევნების გაყალბების კომპლექსურ სქემაზე ალაპარაკდნენ.
მალაშხიას თქმით, არჩევნები არის გაყალბებული, შესაბამისად, შედეგები არალეგიტიმურია.
„ჩვენ საკუთარ მანდატებზე ვამბობთ უარს“, - აღნიშნა მალაშხიამ განცხადებაში, რომელიც მან „კოალიცია ცვლილებისთვის“ პირველი ოცეულის სახელით გააკეთა.
აღსანიშნავია, რომ ოპოზიციურ სპექტრში „კოალიციამ ცვლილებებისთვის“ ყველაზე მეტი ხმის მოპოვება შეძლო.
არჩევნების შედეგების თანახმად, პარლამენტში მოხვდა ხუთი პოლიტიკური ძალა - „ქართული ოცნება“, „კოალიცია ცვლილებებისთვის“, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „ძლიერი საქართველო“ და გახარიას პარტია „საქართველოსთვის“.
რაც შეეხება ოპოზიციური პარტიების მიერ მიღებულ ხმებს, ჯამში მათ ამომრჩეველთა ხმების 37,58% მიიღეს, კერძოდ:
„კოალიცია ცვლილებებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა“ - 11,037% (225 680 ხმა)
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ - 10,164% (209 137 ხმა);
„ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ - 8,814% (181 424 ხმა)
„გახარია საქართველოსთვის“ - 7,771% (160 354 ხმა).