https://sputnik-georgia.com/20241027/isfed--------290617578.html
ISFED: არჩევნების დღეს დაფიქსირებულმა დარღვევებმა შედეგებზე გავლენა მოახდინა
ISFED: არჩევნების დღეს დაფიქსირებულმა დარღვევებმა შედეგებზე გავლენა მოახდინა
Sputnik საქართველო
არჩევნების დღე და წინასაარჩევნო პერიოდი ერთობლივად უნდა იყოს შეფასებული არჩევნების საბოლოო შეფასებისთვის, ნათქვამია დასკვნაში 27.10.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-10-27T20:06+0400
2024-10-27T20:06+0400
2024-10-27T20:06+0400
ახალი ამბები
საქართველო
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში
საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0a/1a/290573970_0:67:1280:787_1920x0_80_0_0_282613c652d5b9152d96bf8373af26da.jpg
თბილისი, 27 ოქტომბერი – Sputnik. როგორც არჩევნების დღეს, ასევე წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილმა დარღვევებმა გავლენა მოახდინა საქართველოში კენჭისყრის პროცესსა და შედეგებზე, განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) თავმჯდომარემ ნინო დოლიძემ ბრიფინგზე.ცესკოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული 3.110 (99,968%) საარჩევნო უბნის შედეგების თანახმად, მმართველმა პარტიამ ამომრჩეველთა ხმების 53,92% მიიღო. ჯერ კიდევ ღამით, როცა საარჩევნო უბნების მხოლოდ 2/3-ის მონაცემები იყო გამოქვეყნებული, პარლამენტში შესული ოთხი ოპოზიციური სუბიექტიდან სამმა, მათ შორის „კოალიციამ ცვლილებებისთვის“, უარი განაცხადა კენჭისყრის შედეგების აღიარებაზე. მათი მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაციები არჩევნების გაყალბების კომპლექსურ სქემაზე ალაპარაკდნენ.მისი თქმით, არჩევნების დღე და წინასაარჩევნო პერიოდი ერთობლივად უნდა იყოს შეფასებული არჩევნების საბოლოო შეფასებისთვის.„სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლებმა, საბოლოოდ, 200-ზე მეტი საჩივარი შეიტანეს. აქედან, 100-ზე მეტი არის საუბნო საარჩევნო კომისიებში, ხოლო 97 -საოლქო საარჩევნო კომისიაში. 70-ამდე შენიშვნა დაფიქსირდა ჩანაწერთა წიგნში. ასევე, 1 საჩივარი შეტანილია ცესკო-ში.დოლიძემ დაფიქსირებული დარღვევებიდან რამდენიმე ჩამოთვალა:ISFED-თან დაკავშირებული სკანდალი2020 წლის დეკემბერში ISFED სკანდალში გაეხვა. ის ცესკოს პარალელურად ითვლიდა ხმებს 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებზე, რა დროსაც სპეციალურ კომპიუტერულ პროგრამებს იყენებდა.2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ხმების დათვლის შემდეგ ცესკომ განაცხადა, რომ პროპორციულ არჩევნებში მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 48,22% მიიღო (პარტიული სიების მიხედვით), ხოლო ISFED-ის მონაცემებით – 45,8%. ოპოზიციამ მაშინვე განაცხადა, რომ ციფრების შეუსაბამობა არჩევნების შედეგების გაყალბებაზე მიუთითებს.როგორც გაირკვა, „სამართლიანმა არჩევნებმა“ დაუშვა შეცდომა, მაგრამ ეს მხოლოდ ხუთი კვირის შემდეგ აღიარა. არასამთავრობო ორგანიზაციის პარალელური დათვლის ახალი, განახლებული მონაცემები თითქმის მთლიანად დაემთხვა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის შედეგებს.მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ საგამოძიებო ორგანოები უნდა დაინტერესდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების ქმედებებით. მან პარალელური ხმების დათვლის მცდარი შედეგების გამოქვეყნებას თაღლითობა და რევოლუციური სცენარის ნაწილი უწოდა, რომელსაც ოპოზიცია ამზადებდა.მმართველმა პარტიამ ასევე განაცხადა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციამ პრემიერის და მთავრობის გადადგომის მოთხოვნის შემდეგ ნეიტრალიტეტი დაკარგა.იმავდროულად, აშშ-ის იმდროინდელმა ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა განაცხადა, რომ აშშ-ს სრული ნდობა აქვს ISFED-ის მიმართ და არასამთავრობო ორგანიზაციას უწოდა „არჩევნების მონიტორინგის უაღრესად პატივსაცემი და გამოცდილი ორგანიზაცია“.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0a/1a/290573970_71:0:1210:854_1920x0_80_0_0_44a704754dd493554153f520cfc980d1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები
ახალი ამბები, საქართველო, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები
ISFED: არჩევნების დღეს დაფიქსირებულმა დარღვევებმა შედეგებზე გავლენა მოახდინა
არჩევნების დღე და წინასაარჩევნო პერიოდი ერთობლივად უნდა იყოს შეფასებული არჩევნების საბოლოო შეფასებისთვის, ნათქვამია დასკვნაში
თბილისი, 27 ოქტომბერი – Sputnik. როგორც არჩევნების დღეს, ასევე წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილმა დარღვევებმა გავლენა მოახდინა საქართველოში კენჭისყრის პროცესსა და შედეგებზე, განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) თავმჯდომარემ ნინო დოლიძემ ბრიფინგზე.
ცესკოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული 3.110 (99,968%) საარჩევნო უბნის შედეგების თანახმად, მმართველმა პარტიამ ამომრჩეველთა ხმების 53,92% მიიღო. ჯერ კიდევ ღამით, როცა საარჩევნო უბნების მხოლოდ 2/3-ის მონაცემები იყო გამოქვეყნებული, პარლამენტში შესული ოთხი ოპოზიციური სუბიექტიდან სამმა, მათ შორის „კოალიციამ ცვლილებებისთვის“, უარი განაცხადა კენჭისყრის შედეგების აღიარებაზე. მათი მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაციები არჩევნების გაყალბების კომპლექსურ სქემაზე ალაპარაკდნენ.
„წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილმა დარღვევებმა, კერძოდ, ამომრჩევლებზე ზეწოლამ, დაშინებამ, პირადობის დამადასტურებელი მოწმობების ჩამორთმევამ, პერსონალური მონაცემების შეგროვებამ და ამომრჩევლის მოსყიდვამ მნიშვნელოვნად დააზიანა არჩევნების მიმართ ნდობა... ჩვენი შეფასებით, ამ დარღვევების ერთობლიობას შესაძლოა არჩევნების შედეგებზე არსებითი გავლენა მოეხდინა“, - განაცხადა დოლიძემ.
მისი თქმით, არჩევნების დღე და წინასაარჩევნო პერიოდი ერთობლივად უნდა იყოს შეფასებული არჩევნების საბოლოო შეფასებისთვის.
„სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლებმა, საბოლოოდ, 200-ზე მეტი საჩივარი შეიტანეს. აქედან, 100-ზე მეტი არის საუბნო საარჩევნო კომისიებში, ხოლო 97 -საოლქო საარჩევნო კომისიაში. 70-ამდე შენიშვნა დაფიქსირდა ჩანაწერთა წიგნში. ასევე, 1 საჩივარი შეტანილია ცესკო-ში.
დოლიძემ დაფიქსირებული დარღვევებიდან რამდენიმე ჩამოთვალა:
საარჩევნო უბნების 9% არ იცავდა ამომრჩეველთა ხმის მიცემის ფარულობას.
საარჩევნო უბნების 9%-ზე გამოვლინდა მარკირების პროცედურასთან დაკავშირებული პრობლემები.
კენჭისყრის დღეს იყო დამკვირვებლის უფლების შეზღუდვის, ასევე მათი დაშინების, სიტყვიერი და ფიზიკური ძალადობის და საარჩევნო უბნიდან გაძევების შემთხვევებიც, რამდენიმე საარჩევნო უბანში დაფიქსირდა საარჩევნო ყუთში ბიულეტენების მასობრივი ჩაყრისა და მრავალჯერადი ხმის მიცემის ფაქტები.
უბნების 13%-ის გარე პერიმეტრზე დაფიქსირდა ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის ფაქტები.
ISFED-თან დაკავშირებული სკანდალი
2020 წლის დეკემბერში ISFED სკანდალში გაეხვა. ის ცესკოს პარალელურად ითვლიდა ხმებს 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებზე, რა დროსაც სპეციალურ კომპიუტერულ პროგრამებს იყენებდა.
2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ხმების დათვლის შემდეგ ცესკომ განაცხადა, რომ პროპორციულ არჩევნებში მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 48,22% მიიღო (პარტიული სიების მიხედვით), ხოლო ISFED-ის მონაცემებით – 45,8%. ოპოზიციამ მაშინვე განაცხადა, რომ ციფრების შეუსაბამობა არჩევნების შედეგების გაყალბებაზე მიუთითებს.
როგორც გაირკვა, „სამართლიანმა არჩევნებმა“ დაუშვა შეცდომა, მაგრამ ეს მხოლოდ ხუთი კვირის შემდეგ აღიარა. არასამთავრობო ორგანიზაციის პარალელური დათვლის ახალი, განახლებული მონაცემები თითქმის მთლიანად დაემთხვა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის შედეგებს.
მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ საგამოძიებო ორგანოები უნდა დაინტერესდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების ქმედებებით. მან პარალელური ხმების დათვლის მცდარი შედეგების გამოქვეყნებას თაღლითობა და რევოლუციური სცენარის ნაწილი უწოდა, რომელსაც ოპოზიცია ამზადებდა.
მმართველმა პარტიამ ასევე განაცხადა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციამ პრემიერის და მთავრობის გადადგომის მოთხოვნის შემდეგ ნეიტრალიტეტი დაკარგა.
იმავდროულად, აშშ-ის იმდროინდელმა ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა განაცხადა, რომ აშშ-ს სრული ნდობა აქვს ISFED-ის მიმართ და არასამთავრობო ორგანიზაციას უწოდა „არჩევნების მონიტორინგის უაღრესად პატივსაცემი და გამოცდილი ორგანიზაცია“.