https://sputnik-georgia.com/20241027/gaxariam-qartul-ocnebas-xmebi-waartva-mdinaraze-290602768.html
გახარიამ “ქართულ ოცნებას” ხმები წაართვა - მდინარაძე
გახარიამ “ქართულ ოცნებას” ხმები წაართვა - მდინარაძე
Sputnik საქართველო
“ქართული ოცნების” ყოფილი პრემიერ-მინისტრის პარტიამ არჩევნებზე ამომრჩეველთა ხმების 8 პროცენტზე მეტის მოპოვება შეძლო. 27.10.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-10-27T00:29+0400
2024-10-27T00:29+0400
2024-10-27T00:29+0400
ახალი ამბები
საქართველო
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/16/282570073_0:178:2048:1331_1920x0_80_0_0_8fa878313fab52382c5832b6d5ce7f22.jpg
თბილისი, 26 ოქტომბერი – Sputnik. მმართველი პარტია “ქართული ოცნება” 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ხმების უმეტესობით ლიდერობს, მაგრამ პარტიის აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე ცოტა მეტ შედეგს ელოდა, ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა, სადაც ხმების 53 % მმართველმა პარტიამ მიიღო. ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ”ქართული ოცნების ” გარდა მე-11 მოწვევის პარლამენტში ასევე იქნებიან ოპოზიციური პარტიები. „კოალიცია ცვლილებებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა“ – 11,176%, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ – 9,847%,„ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ – 8,998% და “ქართული ოცნების ” ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას პარტია, რომელმაც ამომრჩევლების ხმების 8,222%-ის მოპოვება შეძლო.მდინარაძის თქმით, როგორც ჩანს, „აგენტურულმა“ პარტიებმა და მათმა პატრონებმა ეს კარგად გათვალეს.„თუ გახარიას პარტია მოახერხებდა პარაზიტობას “ქართული ოცნების” ხმებზე, მაშინ 100-მანდატიანი უპირატესობის შანსი ქრებოდა, სამწუხაროდ, ეს მოახერხეს, მაგრამ საბედნიეროდ საქართველოს ვერ მართავენ აგენტურული პარტიები და “ქართულმა ოცნებამ” და ქართველმა ხალხმა გაიმარჯვა”, - განაცხადა მდინარაძემ.ამ დროისთვის ხმები დათვლილია 72,356% უბანზე. პირველადი შედეგების მიხედვით, რომლებიც ცესკოს საიტზე გამოქვეყნდა, პარლამენტში ხუთი საარჩევნო სუბიექტი ხვდება:ამომრჩევლები საქართველოს პარლამენტის 150 წევრს პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე ირჩევდნენ (საპარლამენტო უმრავლესობის მოსაპოვებლად პარტიას პარლამენტში სულ მცირე 113 დეპუტატის გაყვანა სჭირდება). მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 5%-ს მიიღებენ.წლევანდელ საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემის უფლება სულ 3.508.294 ამომრჩეველს ჰქონდა, აქედან 95.910 უცხოეთში - საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები 42 ქვეყნის 53 ქალაქში 67 საარჩევნო უბანზე აძლევდნენ ხმას.საქართველოს პარლამენტის არჩევნებთან ერთად ერთად, რომელზეც დამოკიდებულია თუ ვინ მართავს ქვეყანას მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, დღეს ასევე ტარდებოდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს და სამტრედიისა და ჩოხატაურის საკრებულოს შუალედური არჩევნები.ხმის მიცემის პროცესს მონიტორინგს 1700-ზე მეტი საერთაშორისო და 111 ადგილობრივი ორგანიზაციის 23 ათასზე მეტი წარმომადგენელი უწევს. პროცესს აშუქებს 199 მედიასაშუალების 2800-ზე მეტი წარმომადგენელი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/16/282570073_0:148:1623:1365_1920x0_80_0_0_9b187f529ad1a914be4c664d9553f43b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში
გახარიამ “ქართულ ოცნებას” ხმები წაართვა - მდინარაძე
“ქართული ოცნების” ყოფილი პრემიერ-მინისტრის პარტიამ არჩევნებზე ამომრჩეველთა ხმების 8 პროცენტზე მეტის მოპოვება შეძლო.
თბილისი, 26 ოქტომბერი – Sputnik. მმართველი პარტია “ქართული ოცნება” 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ხმების უმეტესობით ლიდერობს, მაგრამ პარტიის აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე ცოტა მეტ შედეგს ელოდა, ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.
26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა, სადაც ხმების 53 % მმართველმა პარტიამ მიიღო. ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ”ქართული ოცნების ” გარდა მე-11 მოწვევის პარლამენტში ასევე იქნებიან ოპოზიციური პარტიები. „კოალიცია ცვლილებებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა“ – 11,176%, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ – 9,847%,„ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ – 8,998% და “ქართული ოცნების ” ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას პარტია, რომელმაც ამომრჩევლების ხმების 8,222%-ის მოპოვება შეძლო.
“ეგზიტპოლის შედეგებშიც კი არ ჩანდა იმიტომ, რომ ვიღაცებს რცხვენოდათ “ქართული ოცნების” ხმების პარაზიტის გამხელა, რომ მას უჭერდნენ მხარს. შეიძლება მონაცემები ოდნავ შეიცვალოს. დასანანია, რადგან მე პირადად მოლოდინი მქონდა, რომ 100 მანდატი გვექნებოდა. ის 8% გადაუნაწილებელი რომ ყოფილიყო, ჩვენ თავისუფლად ვახერხებდით ამას”, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მდინარაძის თქმით, როგორც ჩანს, „აგენტურულმა“ პარტიებმა და მათმა პატრონებმა ეს კარგად გათვალეს.
„თუ გახარიას პარტია მოახერხებდა პარაზიტობას “ქართული ოცნების” ხმებზე, მაშინ 100-მანდატიანი უპირატესობის შანსი ქრებოდა, სამწუხაროდ, ეს მოახერხეს, მაგრამ საბედნიეროდ საქართველოს ვერ მართავენ აგენტურული პარტიები და “ქართულმა ოცნებამ” და ქართველმა ხალხმა გაიმარჯვა”, - განაცხადა მდინარაძემ.
ამ დროისთვის ხმები დათვლილია 72,356% უბანზე. პირველადი შედეგების მიხედვით, რომლებიც ცესკოს საიტზე გამოქვეყნდა, პარლამენტში ხუთი საარჩევნო სუბიექტი ხვდება:
„ქართული ოცნება“ - 53,064% „კოალიცია ცვლილებებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა“ - 11,176% „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ - 9,847% „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ - 8,998% „გახარია საქართველოსთვის“ - 8,222%. ამომრჩევლები საქართველოს პარლამენტის 150 წევრს პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე ირჩევდნენ (საპარლამენტო უმრავლესობის მოსაპოვებლად პარტიას პარლამენტში სულ მცირე 113 დეპუტატის გაყვანა სჭირდება). მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 5%-ს მიიღებენ.
წლევანდელ საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემის უფლება სულ 3.508.294 ამომრჩეველს ჰქონდა, აქედან 95.910 უცხოეთში - საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები 42 ქვეყნის 53 ქალაქში 67 საარჩევნო უბანზე აძლევდნენ ხმას.
საქართველოს პარლამენტის არჩევნებთან ერთად ერთად, რომელზეც დამოკიდებულია თუ ვინ მართავს ქვეყანას მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, დღეს ასევე ტარდებოდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს და სამტრედიისა და ჩოხატაურის საკრებულოს შუალედური არჩევნები.
ხმის მიცემის პროცესს მონიტორინგს 1700-ზე მეტი საერთაშორისო და 111 ადგილობრივი ორგანიზაციის 23 ათასზე მეტი წარმომადგენელი უწევს. პროცესს აშუქებს 199 მედიასაშუალების 2800-ზე მეტი წარმომადგენელი.