https://sputnik-georgia.com/20241027/euto-odiris-daskvna-arcevnebis-legitikurobas-adasturebs-papuasvili-290617329.html
ეუთო/ოდირის დასკვნა ჩატარებული არჩევნების ლეგიტიმურობას ადასტურებს - პაპუაშვილი
ეუთო/ოდირის დასკვნა ჩატარებული არჩევნების ლეგიტიმურობას ადასტურებს - პაპუაშვილი
Sputnik საქართველო
პაპუაშვილმა გამოყო დამკვირვებელთა დასკვნის ის ნაწილი, რომელიც საუბარია მშვიდ და თანასწორ წინასაარჩევნო გარემოზე. 27.10.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-10-27T19:03+0400
2024-10-27T19:03+0400
2024-10-27T19:03+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
შალვა პაპუაშვილი
საქართველო - ეუთო
ეუთო/ოდირი
ეუთო
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/05/0f/287929692_0:0:2048:1153_1920x0_80_0_0_1711fe689a6bffd29646d2a8053a0aa5.jpg
თბილისი, 27 ოქტომბერი – Sputnik. ეუთო/ოდირის მისიის პირველადი დასკვნის შემდეგ, საარჩევნო პროცესის ლეგიტიმაციასთან და 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით კითხვები აღარ ჩნდება, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ერთობლივი საერთაშორისო მისიის პრესკონფერენციის შემდეგ.ეუთო/ოდირის, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის და ევროპარლამენტის ერთობლივი მისიის დასკვნის მიხედვით, საქართველოში საპარლამენტო არჩევნების პროცედურა კარგად იყო ორგანიზებული, იყო დიდი არჩევანი ვისთვის მიეცათ ხმა და ბევრი საერთაშორისო დამკვირვებელი, მაგრამ ამასთან იყო დისბალანსი პარტიების დაფინანსებაში, ზეწოლა საჯარო მოხელეებზე და ამომრჩეველთა დაშინების მრავალი შემთხვევა.მან აღნიშნა, რომ საერთაშორისო მისიის დასკვნის მიხედვით, წინასაარჩევნო პერიოდი იყო მშვიდი და ყველას ჰქონდა შესაძლებლობა, საარჩევნო კამპანია თანაბარ პირობებში ჩაეტარებინა.„ქართულმა ოცნებამ“ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ 99,97% უბნის მონაცემების დამუშავების შედეგად ხმების 53,92% მიიღო. ამ შედეგების აღიარებაზე უარი თქვა პარლამენტში შესულმა ოთხივე ოპოზიციურმა ძალამ. გარდა ამისა, მათი მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაციები არჩევნების გაყალბების კომპლექსური სქემის შესახებ ალაპარაკდნენ.არჩევნების ბოლო შედეგები:პირველად საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა მხოლოდ პროპორციული სისტემით (პარტიული სიებით) და ფართო მასშტაბით ელექტრონული ტექნოლოგიების - გადამოწმებისა და ხმების დათვლის აპარატის გამოყენებით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/05/0f/287929692_127:0:1948:1366_1920x0_80_0_0_9dc7f4f8c6a8235b5a30274b100fbaa4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , შალვა პაპუაშვილი, საქართველო - ეუთო, ეუთო/ოდირი, ეუთო, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , შალვა პაპუაშვილი, საქართველო - ეუთო, ეუთო/ოდირი, ეუთო, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში
ეუთო/ოდირის დასკვნა ჩატარებული არჩევნების ლეგიტიმურობას ადასტურებს - პაპუაშვილი
პაპუაშვილმა გამოყო დამკვირვებელთა დასკვნის ის ნაწილი, რომელიც საუბარია მშვიდ და თანასწორ წინასაარჩევნო გარემოზე.
თბილისი, 27 ოქტომბერი – Sputnik. ეუთო/ოდირის მისიის პირველადი დასკვნის შემდეგ, საარჩევნო პროცესის ლეგიტიმაციასთან და 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით კითხვები აღარ ჩნდება, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ერთობლივი საერთაშორისო მისიის პრესკონფერენციის შემდეგ.
ეუთო/ოდირის, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის და ევროპარლამენტის ერთობლივი მისიის დასკვნის მიხედვით, საქართველოში საპარლამენტო არჩევნების პროცედურა კარგად იყო ორგანიზებული, იყო დიდი არჩევანი ვისთვის მიეცათ ხმა და ბევრი საერთაშორისო დამკვირვებელი, მაგრამ ამასთან იყო დისბალანსი პარტიების დაფინანსებაში, ზეწოლა საჯარო მოხელეებზე და ამომრჩეველთა დაშინების მრავალი შემთხვევა.
„ჩვენ მანამდე ვიხილეთ შუალედური ანგარიში, საარჩევნო დღესთან დაკავშირებით და ეუთო/ოდირის მხრიდან ვნახეთ შეფასების მთავარი დასკვნა, რომელიც შეეხება თავად არჩევნებს. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, აღარ არის კითხვის ნიშნები, რასაც ჩვენ ვხედავთ ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს არჩევნების ლეგიტიმაცია”, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მან აღნიშნა, რომ საერთაშორისო მისიის დასკვნის მიხედვით, წინასაარჩევნო პერიოდი იყო მშვიდი და ყველას ჰქონდა შესაძლებლობა, საარჩევნო კამპანია თანაბარ პირობებში ჩაეტარებინა.
„ქართულმა ოცნებამ“ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ 99,97% უბნის მონაცემების დამუშავების შედეგად ხმების 53,92% მიიღო. ამ შედეგების აღიარებაზე უარი თქვა პარლამენტში შესულმა ოთხივე ოპოზიციურმა ძალამ. გარდა ამისა, მათი მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაციები არჩევნების გაყალბების კომპლექსური სქემის შესახებ ალაპარაკდნენ.
არჩევნების ბოლო შედეგები:
„ქართული ოცნება“ („ქართული ოცნება“, „ხალხის ძალა“) - 53,92%;
„კოალიცია ცვლილებებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა“ - 11,037% (225 680 ხმა)
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ - 10,164% (209 137 ხმა);
„ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ - 8,814% (181 424 ხმა)
„გახარია საქართველოსთვის“ - 7,771% (160 354 ხმა).
პირველად საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა მხოლოდ პროპორციული სისტემით (პარტიული სიებით) და ფართო მასშტაბით ელექტრონული ტექნოლოგიების - გადამოწმებისა და ხმების დათვლის აპარატის გამოყენებით.