ექსპერტი: „ქართულმა ოცნებამ" დამაჯერებლად გაიმარჯვა

© photo: Sputnik / Stringerმაია ნიკოლეიშვილი
მაია ნიკოლეიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 27.10.2024
გამოწერა
პარლამენტში შესული ოთხი ოპოზიციური სუბიექტიდან სამმა უარი განაცხადა კენჭისყრის შედეგების აღიარებაზე
თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“, როგორც მოსალოდნელი იყო, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები მოიგო, ოპოზიციას კი, რომელმაც წინასაარჩევნო კამპანია ქვეყნის ნაცვლად, საზღვარგარეთ აწარმოა, მხოლოდ ქუჩაში „ორთქლის გამოშვება" დარჩა, განაცხადა ექსპერტმა მაია ნიკოლეიშვილმა „Sputnik-საქართველოსთან ინტერვიუში.
ცესკოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული 3 100 (99.646%) საარჩევნო უბნის შედეგების თანახმად, მმართველმა პარტიამ პარტია ამომრჩეველთა ხმების 54,086% მიიღო. ჯერ კიდევ ღამით, როცა საარჩევნო უბნების მხოლოდ 2/3-ის მონაცემები იყო გამოქვეყნებული, პარლამენტში შესული ოთხი ოპოზიციური სუბიექტიდან სამმა უარი განაცხადა კენჭისყრის შედეგების აღიარებაზე. მათი მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაციებმა არჩევნების გაყალბების კომპლექსურ სქემაზე განაცხადეს.
„ვფიქრობდი, რომ „ქართული ოცნება“ სადღაც 55-56%-ს მიიღებდა. ცესკოს მონაცემები ამასთან ახლოსაა, თუმცა, მეგონა, რომ უფრო მეტს მიიღებდნენ... ბოლო პერიოდში ბიძინა ივანიშვილი რომ არ გააქტიურებულიყო, ასეთ ციფრებს ვერ მიიღებდნენ", - განაცხადა ნიკოლეიშვილმა.
მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ" აქედან დასკვნა უნდა გამოიტანოს.
„მნიშვნელოვანი იყო მისი ბოლო ინტერვიუ. მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ის დადიოდა ამომრჩეველთან შეხვედრებზე და სიტყვით გამოდიოდა. მიუხედავად საფრთხისა, მან მოიარა თითქმის მთელი საქართველო, მოქალაქეებს ესაუბრა და მისცა ისეთი დაპირებები, რომლისაც ხალხს სჯერა“, - განაცხადა ნიკოლეიშვილმა.
წინასაარჩევნო შეხვედრებზე ივანიშვილი ამომრჩეველს მიმართავდა ტრიბუნიდან ბრონირებული მინით. გარდა ამისა, როგორც ადრე პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ივანიშვილი, რომელსაც პარტიაში საქართველოში მშვიდობის მთავარ გარანტს უწოდებენ, არ სწყალობს ვერტმფრენებს.
ივანიშვილის უსაფრთხოებისთვის გაძლიერებული ზომების მიღებასთან ერთად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ივანიშვილის მკვლელობის მომზადების საქმეს იძიებს.
ნიკოლეიშვილმა დადებითად შეაფასა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც ახლა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეა. მისი თქმით, ღარიბაშვილმა ბევრი რამ გააკეთა პარტიისთვის.
რაც შეეხება თავად პარტიას, ნიკოლეიშვილმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნება" დისტანცირდა ხალხისგან და ამომრჩევლისგან. პარტია დიდ ყურადღებას აქცევს ოპონენტებს.
„მაგრამ აქ საუბარი არ არის იმაზე, რომ „ქართული ოცნება" უნდა გაიზარდოს და ფეხზე დადგეს ივანიშვილის გარეშე. მთავარია ის, რომ ივანიშვილმა პირობა დადო, რომ საქართველოში დაიწყება რეალური პოლიტიკა“, - განაცხადა ნიკოლეიშვილმა.
ექსპერტის თქმით, ამ დრომდე ამომრჩეველს არჩევანი არ ჰქონდა - მათ არჩევანი უნდა გაეკეთებინათ „ქართულ ოცნებასა“ და ქვეყნის მტრებს შორის.
„თუ გამოჩნდებიან ახალი, კონსტრუქციული პარტიები, რომლებიც ახლებურად შექმნიან და გააკეთებენ პოლიტიკას, ეს ძალიან კარგი იქნება. არ არის აუცილებელი, რომ „ქართული ოცნება“ იყოს ყოველთვის პირველი. უბრალოდ სხვა არჩევანი არ გვქონდა და ეს ბოლო რამდენიმე წელია ჩვენ არჩევანს ვაკეთებდით ქვეყნის მტრებსა და „ქართულ ოცნებას“ შორის. ეს მდგომარეობა უნდა შეიცვალოს", - განაცხადა ნიკოლეიშვილმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ივანიშვილის ავტორიტეტი უნდა შენარჩუნდეს და წინა ფლანგზე იყოს.
„და თუ ივანიშვილი უბრალოდ რომელიმე პარტიასთან კი არა, ქვეყანასთან იქნება, რა თქმა უნდა, ეს უკეთესი იქნება“, - განაცხადა ნიკოლეიშვილმა.
რაც შეეხება ოპოზიციას, ექსპერტმა განაცხადა, რომ ყველაზე მეტად გაკვირვებული დარჩა ყოფილი პრემიერ-მინისტ გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ მიღებული მაღალი პროცენტული მაჩვენებლით. ცესკოს წინასწარი მონაცემებით, გახარიას პარტიამ არჩევნებზე ხმების პარტია 7,76% მიიღო.
ნიკოლეიშვილმა მაღალი შეფასება მისცა არჩევნების თანამედროვე ტექნოლოგიების - ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატების გამოყენებას. ახალი ტექნოლოგიები გამოყენებული იყო საარჩევნო უბნების დაახლოებით 90%-ში, გარდა მაღალმთიანი უბნებისა და საზღვარგარეთ არსებული საარჩევნო უბნებისა.
მიუხედავად იმისა, რომ არჩევნები ადრინდელზე უფრო მაღალ დონეზე და მშვიდად ჩატარდა, ხალხში დაძაბულობა მაინც შენარჩუნებულია - ოპოზიციისგან არის რაღაც ბინძური ხრიკის მოლოდინი, მიიჩნევს ექსპერტი.
მისი თქმით, პროდასავლური ოპოზიციური პარტიები საარჩევნო კამპანიას არა საქართველოში, არამედ დასავლეთში აწარმოებდნენ. თავის მხრივ, დასავლეთი წინასაარჩევნო პერიოდში მკვეთრად აკრიტიკებდა საქართველოს ხელისუფლებას.
„არჩევნების წინ ჩვენ ვნახეთ ქართველი ხალხის „ცივი ომი“ კოლექტიური დასავლეთის წინააღმდეგ. კოლექტიური, ნეოლიბერალური დასავლეთი მონაწილეობდა ყველაფერში ქართველი ხალხის, „ქართული ოცნების" წინააღმდეგ, რადგანაც მმართველი პარტია წარმოადგენდა ქართველი ხალხის უმრავლესობას და ეს დაამტკიცა არჩევნებმა“, - განაცხადა ნიკოლეიშვილმა.
ოპოზიცია, მისი თქმით, ვირტუალურ სამყაროში იმყოფება.
„მათ საკუთარი თავი ვირტუალურ სამყაროში ამყოფეს, სადაც სასურველი რეალობად აღიქმება. მათ საკუთარი და ამომრჩევლის ტვინი გამორეცხეს, ტყუილში ცხოვრობდნენ. თუმცა, არ გათვალეს, რომ დანარჩენი საქართველო ამ ტყუილს არ წამოეგო“, - განაცხადა ნიკოლეიშვილმა.
რაც შეეხება მოვლენების შემდგომ განვითარებას, ექსპერტის აზრით, უჩვეულო არაფერი უნდა იყოს მოსალოდნელი.
„ოპოზიცია ვერაფერს გრანდიოზულს ვერ მოიფიქრებს. ისინი მხოლოდ ბინძურ ხრიკებს მიმართავენ, მაგრამ ახალს ვერაფერს მოიგონებენ - ქუჩებში ირბენენ და პარლამენტთან იყვირებენ", - განაცხადა ნიკოლეიშვილმა.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ გარედან მკვეთრი მოქმედებები არ იქნება.
არჩევნების შედეგად პარლამენტში ხუთი პოლიტიკური ძალა შედის - „ქართული ოცნება“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“, „ძლიერი საქართველო“ და „საქართველოსთვის“.
ყველა ახალი ამბავი
0