საარჩევნო უბნების 97% დათვლილია: ლიდერობს „ქართული ოცნება“

© photo: Sputnik / Stringerარჩევნები
არჩევნები - Sputnik საქართველო, 1920, 27.10.2024
გამოწერა
ოპოზიციურ პარტიებს ჯამში მხარი დაუჭირა ამომრჩეველთა 37,33%-მა
თბილისი, 27ოქტომბერი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება" საარჩევნო უბნების 97%-ის მონაცემების დათვლის შედეგებით საპარლამენტო უმრავლესობას მოიპოვებს.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები პირველად ჩატარდა მხოლოდ პროპორციული სისტემით (პარტიული სიებით) და ელექტრონული ტექნოლოგიების - ვერიფიკაციისა და ხმის დამთვლელი აპარატების გამოყენებით.
ცესკოს მონაცემების თანახმად, 3.018 უბნის შედეგების დათვლის შედეგად, „ქართულ ოცნებას" ხმა 1.087.801-მა ამომრჩეველმა მისცა ანუ არჩევნებში მონაწილეთა 54,24%-მა.
ოპოზიციურ პარტიებს ჯამში მხარი დაუჭირა ამომრჩეველთა 37,33%-მა, კერძოდ:
კოალიცია ცვლილებებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა“ - 10,81%
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ - 10,07%
„ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ - 8,72%
„გახარია საქართველოსთვის“ - 7,73%
საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობამ, წინასწარი მონაცემებით, 58,94% შეადგინა.
ოპოზიციურმა კოალიციამ „ერთიანობა - ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“ უარი განაცხადეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული პარლამენტის არჩევნების შედეგების აღიარებაზე.
მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ოპოზიცია რეალურად არ აწარმოებს საარჩევნო კამპანიას, არამედ ემზადება კენჭისყრის მეორე დღისთვის, ანუ გეგმავს უნდობლობა გამოუცხადოს არჩევნების შედეგებს და მიმართოს ქუჩის საპროტესტო აქციებს
ამასთან, „ქართულმა ოცნებამ“ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ოპოზიციამ მთელი თავისი საპროტესტო რესურსი ამოწურა გაზაფხულზე, როცა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების წინააღმდეგ აქციები გამართა.
ყველა ახალი ამბავი
0