https://sputnik-georgia.com/20241026/zurabishvilma-archevnebze-xma-misca-290549493.html
ზურაბიშვილი: მე ხმა მივეცი ახალ საქართველოს
ზურაბიშვილი: მე ხმა მივეცი ახალ საქართველოს
Sputnik საქართველო
საქართველოში დღეს საპარლამენტო არჩევნები იმართება. საქართველოს ისტორიაში პირველად ქვეყნის მოქალაქეები პარლამენტის 150 დეპუტატს მხოლოდ პროპორციული სისტემით... 26.10.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-10-26T09:06+0400
2024-10-26T09:06+0400
2024-10-26T10:04+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში
საქართველოს პრეზიდენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/10/267540057_0:67:1280:787_1920x0_80_0_0_4ff1e3779da3a6484bc10587318fcdb2.jpg
თბილისი, 26 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საპარლამენტო არჩევნებზე საკუთარი არჩევანი დააფიქსირა და აღნიშნა, რომ ხმა ახალ საქართველოს მისცა.სალომე ზურაბიშვილმა საკუთარი არჩევანი კოტე აფხაზის ქუჩაზე 67-ე საჯარო სკოლის შენობაში განთავსებული საარჩევნო უბანზე დააფიქსირა.დღეს ამომრჩევლები საქართველოს პარლამენტის 150 წევრს პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე აირჩევენ. კენჭისყრა ელექტრონული ტექნოლოგიების - ვერიფიკაციის და ხმების დათვლის აპარატების გამოყენებით იმართება. მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 5%-ს მიიღებენ. პარლამენტის არჩევნებში 18 პოლიტიკური პარტია მონაწილეობს.არჩევნები ჩაითვლება შემდგარად ნებისმიერი აქტივობის შემთხვევაში.წლევანდელ საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემას სულ 3.508.294 ამომრჩეველი შეძლებს, აქედან 95.910 უცხოეთში - საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები 42 ქვეყნის 53 ქალაქში 67 საარჩევნო უბანზე მისცემენ ხმას.საქართველოს პარლამენტის არჩევნებთან ერთად ერთად, რომელზეც დამოკიდებულია თუ ვინ მართავს ქვეყანას მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, დღეს ასევე ტარდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს და სამტრედიისა და ჩოხატაურის საკრებულოს შუალედური არჩევნები.ხმის მიცემის პროცესს მონიტორინგს 1700-ზე მეტი საერთაშორისო და 111 ადგილობრივი ორგანიზაციის 23 ათასზე მეტი წარმომადგენელი უწევს. პროცესს აშუქებს 199 მედიასაშუალების 2800-ზე მეტი წარმომადგენელი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/10/267540057_71:0:1210:854_1920x0_80_0_0_d84c077c9261cb145316e341cd9c0f58.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, საქართველოს პრეზიდენტი
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, საქართველოს პრეზიდენტი
ზურაბიშვილი: მე ხმა მივეცი ახალ საქართველოს
09:06 26.10.2024 (განახლებულია: 10:04 26.10.2024) საქართველოში დღეს საპარლამენტო არჩევნები იმართება. საქართველოს ისტორიაში პირველად ქვეყნის მოქალაქეები პარლამენტის 150 დეპუტატს მხოლოდ პროპორციული სისტემით აირჩევენ.
თბილისი, 26 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საპარლამენტო არჩევნებზე საკუთარი არჩევანი დააფიქსირა და აღნიშნა, რომ ხმა ახალ საქართველოს მისცა.
„ამჯერად მე ხმა მივეცი ახალ საქართველოს, იმ საქართველოს, რომლის გულისთვისაც ამ ქვეყანაში 22 წლის წინ ჩამოვედი, რომელზეც ჩემი წინაპრები ლოცულობდნენ. მე მივეცი ხმა იმ საქართველოს, რომელზეც, დარწმუნებული ვარ, ლოცულობს მთელი საქართველო. საღამოს ჩვენ ვიქნებით ყველანი გამარჯვებულები. დამარცხებული არავინ იქნება, იმიტომ, რომ გაიმარჯვებს საქართველო!“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
სალომე ზურაბიშვილმა საკუთარი არჩევანი კოტე აფხაზის ქუჩაზე 67-ე საჯარო სკოლის შენობაში განთავსებული საარჩევნო უბანზე დააფიქსირა.
დღეს ამომრჩევლები საქართველოს პარლამენტის 150 წევრს პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე აირჩევენ. კენჭისყრა ელექტრონული ტექნოლოგიების - ვერიფიკაციის და ხმების დათვლის აპარატების გამოყენებით იმართება. მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 5%-ს მიიღებენ. პარლამენტის არჩევნებში 18 პოლიტიკური პარტია მონაწილეობს.
არჩევნები ჩაითვლება შემდგარად ნებისმიერი აქტივობის შემთხვევაში.
წლევანდელ საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემას სულ 3.508.294 ამომრჩეველი შეძლებს, აქედან 95.910 უცხოეთში - საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები 42 ქვეყნის 53 ქალაქში 67 საარჩევნო უბანზე მისცემენ ხმას.
საქართველოს პარლამენტის არჩევნებთან ერთად ერთად, რომელზეც დამოკიდებულია თუ ვინ მართავს ქვეყანას მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, დღეს ასევე ტარდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს და სამტრედიისა და ჩოხატაურის საკრებულოს შუალედური არჩევნები.
ხმის მიცემის პროცესს მონიტორინგს 1700-ზე მეტი საერთაშორისო და 111 ადგილობრივი ორგანიზაციის 23 ათასზე მეტი წარმომადგენელი უწევს. პროცესს აშუქებს 199 მედიასაშუალების 2800-ზე მეტი წარმომადგენელი.