არჩევნები 2024: ყველაზე აქტიური რეგიონები დასახელდა

© photo: Sputnik / Stringerარჩევნები
არჩევნები - Sputnik საქართველო, 1920, 26.10.2024
გამოწერა
საქართველოს დედაქალაქში ყველაზე მაღალი აქტივობა მთაწმინდის, ვაკისა და საბურთალოს რაიონებში დაფიქსირდა.
თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. საპარლამენტო არჩევნებზე ყველაზე მაღალი აქტივობა რაჭა-ლეჩხუმში, თბილისში, კახეთსა და მცხეთა-მთიანეთში დაფიქსირდა, სადაც 10:00 საათისთვის ამომრჩეველთა 10%-ზე მეტმა მისცა ხმა, ნათქვამია ცესკოს მასალებში.
საქართველოს მასშტაბით 10:00 საათისთვის არჩევნებში მონაწილეობა, ჯამში, ამომრჩეველთა 9,27%-მა მიიღო. ყველაზე მაღალი აქტივობა რაჭა-ლეჩხუმში ფიქსირდება – 12,09 %, ყველაზე დაბალი კი გურიაში – 7,65%.
საქართველოს დედაქალაქში ყველაზე მაღალი აქტივობა მთაწმინდის, ვაკისა და საბურთალოს რაიონებში დაფიქსირდა. თბილისისა და რეგიონების მიხედვით პროცენტული განაწილება შემდეგია:
სამეგრელო-ზემო სვანეთი - 8,23% (27 641)
აჭარა - 7,81% (24 761)
თბილისი - 10,7% (110 340)
კახეთი - 10,05 (29 620)
მცხეთა-მთიანეთი - 10.42 (9 256)
ქვემო ქართლი - 8,47 (33 947)
შიდა ქართლი - 9,66 (22 764)
სამცხე-ჯავახეთი - 8,75 (12 570)
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 12,09 (3 519)
იმერეთი - 8,12 (41 903)
გურია - 7,65 (7 876).
ამასთან, ცესკოს მონაცემებით, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 10:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 10,66%-ს შეადგენდა, 2016 წელს – 8,34%-ს, 2020 წელს კი – 8,33%-ს.
დღეს ამომრჩევლები საქართველოს პარლამენტის 150 წევრს პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე აირჩევენ. კენჭისყრა ელექტრონული ტექნოლოგიების - ვერიფიკაციის და ხმების დათვლის აპარატების გამოყენებით იმართება. მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 5%-ს მიიღებენ. პარლამენტის არჩევნებში 18 პოლიტიკური პარტია მონაწილეობს.
წლევანდელ საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემას სულ 3.508.294 ამომრჩეველი შეძლებს, აქედან 95.910 უცხოეთში - საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები 42 ქვეყნის 53 ქალაქში 67 საარჩევნო უბანზე მისცემენ ხმას.
საქართველოს პარლამენტის არჩევნებთან ერთად ერთად, რომელზეც დამოკიდებულია თუ ვინ მართავს ქვეყანას მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, დღეს ასევე ტარდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს და სამტრედიისა და ჩოხატაურის საკრებულოს შუალედური არჩევნები.
ხმის მიცემის პროცესს მონიტორინგს 1700-ზე მეტი საერთაშორისო და 111 ადგილობრივი ორგანიზაციის 23 ათასზე მეტი წარმომადგენელი უწევს. პროცესს აშუქებს 199 მედიასაშუალების 2800-ზე მეტი წარმომადგენელი.
ყველა ახალი ამბავი
0