ვინ იმარჯვებს არჩევნებში: გამოქვეყნდა ეგზიტპოლების შედეგები
20:17 26.10.2024 (განახლებულია: 20:26 26.10.2024)
© photo: Sputnik / Stringer არჩევნები-2024
© photo: Sputnik / Stringer
გამოწერა
საარჩევნო უბნები 20:00 საათზე დაიხურა
თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. ეგზიტპოლების შედეგების მიხევით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად საკანონმდებლო ორგანოში 5-დან 7-მდე პარტია გადის, საარჩევნო რბოლის ლიდერია მმართველი ძალა „ქართული ოცნება“.
პროსამთავრობო ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით, „გორბის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების შედეგები ცნობილია.
ეგზიტპოლების თანახმად, მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“, 18:30 საათის მონაცემებით, 56,1% მიიღო. ცდომილების ზღვარი +- 2,5 პროცენტია.
„ქართული ოცნება“ - 56,1%
„კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“ - 12,6%
„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“ 11,6 %
„ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ - 7%
„გახარია საქართველოსთვის“ - 4,8%
„გირჩი“ - 3 %
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ - 2,2 %
სხვა - 2,7 %
ოპოზიციური ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით ჩატარებული Edison Research-ის ეგზიტპოლის შედეგების თანახმად, 5%-იან საარჩევნო ბარიერს 5 პოლიტიკური სუბიექტი ლახავს.პარლამენტის არჩევნებში, ხმები ასე გადანაწილდა:
„ქართული ოცნება“ - 40,9 %
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ – 16, 7 %
„კოალიცია ცვლილებისთვის“ - გვარამია, მელია, გირჩი, დროა - 16, 7 %
„ძლიერი საქართველო“ - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“ - 10, 3 %
„გახარია საქართველოსთვის“ - 8,2 %
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ - 2%;
„საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ - 2%;
„გირჩი“ -2,3%;
სხვა პარტიები - 0,9%.
ოპოზიციური „მთავარი არხის" დაკვეთით, Harrys X -ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების შედეგების თანახმად, საპარლამენტო უმრავლესობას პროდასავლური ოპოზიცია ჩამოაყალიბებს. შედეგები ასე გამოიყურება:
„ქართული ოცნება" - 42%
„კოალიცია ცვლილებისთვის" - 18%
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" - 13%
„ძლიერი საქართველო" - 9%
„გახარია საქართველოსთვის" - 8%
დანარჩენი პროცენტული მაჩვენებლები სხვა პარტიებზე ნაწილდება, რომლებიც ბარიერს ვერ ლახავენ.
დღეს ამომრჩევლები საქართველოს პარლამენტის 150 წევრს პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე ირჩევდნენ (საპარლამენტო უმრავლესობის მოსაპოვებლად პარტიას პარლამენტში სულ მცირე 113 დეპუტატის გაყვანა სჭირდება). კენჭისყრა ელექტრონული ტექნოლოგიების - ვერიფიკაციის და ხმების დათვლის აპარატების გამოყენებით გაიმართა. მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 5%-ს მიიღებენ. პარლამენტის არჩევნებში 18 პოლიტიკური პარტია მონაწილეობდა.
წლევანდელ საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემის უფლება სულ 3.508.294 ამომრჩეველს ჰქონდა, აქედან 95.910 უცხოეთში - საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები 42 ქვეყნის 53 ქალაქში 67 საარჩევნო უბანზე აძლევდნენ ხმას.
საქართველოს პარლამენტის არჩევნებთან ერთად ერთად, რომელზეც დამოკიდებულია თუ ვინ მართავს ქვეყანას მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, დღეს ასევე ტარდებოდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს და სამტრედიისა და ჩოხატაურის საკრებულოს შუალედური არჩევნები.
ხმის მიცემის პროცესს მონიტორინგს 1700-ზე მეტი საერთაშორისო და 111 ადგილობრივი ორგანიზაციის 23 ათასზე მეტი წარმომადგენელი უწევს. პროცესს აშუქებს 199 მედიასაშუალების 2800-ზე მეტი წარმომადგენელი.