უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა „ქართულ ოცნებას“ გამარჯვება მიულოცა

© photo: Sputnik / Stringer / გადასვლა მედიაბანკშივიქტორ ორბანი
ვიქტორ ორბანი  - Sputnik საქართველო, 1920, 26.10.2024
გამოწერა
დღეს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. ეგზიტპოლების მიხედვით არჩევნებში `ქართული ოცნება” ლიდერობს.
თბილისი, 26 ოქტომბერი – Sputnik. უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა „ქართულ ოცნებას“ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი”.
დღეს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა, რომლებიც განსაზღვრავს, თუ ვინ მართავს ქვეყანას შემდეგი 4 წლის განმავლობაში.
ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით, „გორბის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების შედეგებით მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“, 18:30 საათის მონაცემებით 56,1 % მიიღო. ცდომილების ზღვარი +- 2.5 პროცენტია.
„ვულოცავ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს და პარტია „ქართული ოცნებას“ დღეს საპარლამენტო არჩევნებში მტკიცე გამარჯვებას. საქართველოს ხალხმა იცის რა არის მათი ქვეყნისთვის უკეთესი და მათი ხმა დღეს გაჟღერდა“, - დაწერა ორბანმა სოციალურ ქსელში.
მმართველი პარტია გამარჯვებას უკვე ზეიმობს.
საქართველოში 26 ოქტომბერს პირველად ჩატარდა არჩევნები პროპორციული სისტემით (პარტიული სიებით) და ელექტრონული ტექნოლოგიების - ვერიფიკაციის და ხმების დათვლის აპარატების გამოყენებით.
არჩევნებში მონაწილეობდა სულ 18 პარტია, აქედან ხუთმა თავის პარტიულ სიებში კოალიციის პარტნიორთა პარტიული სიები შეიყვანეს.
ამომრჩევლები საქართველოს პარლამენტის 150 წევრს პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე ირჩევდნენ (საპარლამენტო უმრავლესობის მოსაპოვებლად პარტიას პარლამენტში სულ მცირე 113 დეპუტატის გაყვანა სჭირდება). მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 5%-ს მიიღებენ.
წლევანდელ საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემის უფლება სულ 3.508.294 ამომრჩეველს ჰქონდა, აქედან 95.910 უცხოეთში - საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები 42 ქვეყნის 53 ქალაქში 67 საარჩევნო უბანზე აძლევდნენ ხმას.
საქართველოს პარლამენტის არჩევნებთან ერთად ერთად, რომელზეც დამოკიდებულია თუ ვინ მართავს ქვეყანას მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, დღეს ასევე ტარდებოდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს და სამტრედიისა და ჩოხატაურის საკრებულოს შუალედური არჩევნები.
ხმის მიცემის პროცესს მონიტორინგს 1700-ზე მეტი საერთაშორისო და 111 ადგილობრივი ორგანიზაციის 23 ათასზე მეტი წარმომადგენელი უწევს. პროცესს აშუქებს 199 მედიასაშუალების 2800-ზე მეტი წარმომადგენელი.
ყველა ახალი ამბავი
0