https://sputnik-georgia.com/20241026/tushetshi-gadasatani-yuti-ver-miaqvt-290565089.html
უამინდობის გამო თუშეთში ვერტმფრენით გადასატანი ყუთი ჯერჯერობით ვერ მიაქვთ
უამინდობის გამო თუშეთში ვერტმფრენით გადასატანი ყუთი ჯერჯერობით ვერ მიაქვთ
Sputnik საქართველო
საქართველოს ისტორიაში პირველად ქვეყნის მოქალაქეები პარლამენტის 150 დეპუტატს მხოლოდ პროპორციული სისტემით აირჩევენ. 26.10.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-10-26T12:53+0400
2024-10-26T12:53+0400
2024-10-26T13:15+0400
საქართველო
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში
პოლიტიკა საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24646/79/246467974_3:0:1199:673_1920x0_80_0_0_4f09002bd6e19bf9ff4634c9ea7f6442.jpg
თბილისი, 26 ოქტომბერი - Sputnik. თუშეთში მყოფმა მოქალაქეებმა, შესაძლოა, საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემა ვერ შეძლონ, რადგანაც უამინდობის გამო ვერტმფრენით გადასატანი ყუთი ვერ მიაქვთ, იუწყება ქართული მედიაახმეტის N18 საოლქო კომისიის თავმჯდომარე მინდია იუკურიძის განცხადებით, თუ ვერტმფრენით გადასატანი ყუთი ვერ ჩაიტანეს, თუშეთში მუდმივად მცხოვრები 5 ადამიანი და სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად მყოფი მესაზღვრები ხმის მიცემას ვერ შეძლებენ.ამ დროისთვის დაკეტილია თუშეთის მიმართულებით მიმავალი სამანქანე გზაც.რაც შეეხება ახმეტის მუნიციპალიტეტს, საოლქო კომისიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე არცერთი დარღვევა და საჩივარი არ დაფიქსირებულა, მოქალაქეთა აქტივობა კი საშუალოა.დღეს ამომრჩევლები საქართველოს პარლამენტის 150 წევრს პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე აირჩევენ. კენჭისყრა ელექტრონული ტექნოლოგიების - ვერიფიკაციის და ხმების დათვლის აპარატების გამოყენებით იმართება. მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 5%-ს მიიღებენ. პარლამენტის არჩევნებში 18 პოლიტიკური პარტია მონაწილეობს.წლევანდელ საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემას სულ 3.508.294 ამომრჩეველი შეძლებს, აქედან 95.910 უცხოეთში - საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები 42 ქვეყნის 53 ქალაქში 67 საარჩევნო უბანზე მისცემენ ხმას.საქართველოს პარლამენტის არჩევნებთან ერთად ერთად, რომელზეც დამოკიდებულია თუ ვინ მართავს ქვეყანას მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, დღეს ასევე ტარდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს და სამტრედიისა და ჩოხატაურის საკრებულოს შუალედური არჩევნები.ხმის მიცემის პროცესს მონიტორინგს 1700-ზე მეტი საერთაშორისო და 111 ადგილობრივი ორგანიზაციის 23 ათასზე მეტი წარმომადგენელი უწევს. პროცესს აშუქებს 199 მედიასაშუალების 2800-ზე მეტი წარმომადგენელი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24646/79/246467974_152:0:1049:673_1920x0_80_0_0_2419cefd3c16865597646786ab85ef56.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, პოლიტიკა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, პოლიტიკა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
უამინდობის გამო თუშეთში ვერტმფრენით გადასატანი ყუთი ჯერჯერობით ვერ მიაქვთ
12:53 26.10.2024 (განახლებულია: 13:15 26.10.2024) საქართველოს ისტორიაში პირველად ქვეყნის მოქალაქეები პარლამენტის 150 დეპუტატს მხოლოდ პროპორციული სისტემით აირჩევენ.
თბილისი, 26 ოქტომბერი - Sputnik. თუშეთში მყოფმა მოქალაქეებმა, შესაძლოა, საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემა ვერ შეძლონ, რადგანაც უამინდობის გამო ვერტმფრენით გადასატანი ყუთი ვერ მიაქვთ, იუწყება ქართული მედია
ახმეტის N18 საოლქო კომისიის თავმჯდომარე მინდია იუკურიძის განცხადებით, თუ ვერტმფრენით გადასატანი ყუთი ვერ ჩაიტანეს, თუშეთში მუდმივად მცხოვრები 5 ადამიანი და სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად მყოფი მესაზღვრები ხმის მიცემას ვერ შეძლებენ.
ამ დროისთვის დაკეტილია თუშეთის მიმართულებით მიმავალი სამანქანე გზაც.
რაც შეეხება ახმეტის მუნიციპალიტეტს, საოლქო კომისიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე არცერთი დარღვევა და საჩივარი არ დაფიქსირებულა, მოქალაქეთა აქტივობა კი საშუალოა.
დღეს ამომრჩევლები საქართველოს პარლამენტის 150 წევრს პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე აირჩევენ. კენჭისყრა ელექტრონული ტექნოლოგიების - ვერიფიკაციის და ხმების დათვლის აპარატების გამოყენებით იმართება. მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 5%-ს მიიღებენ. პარლამენტის არჩევნებში 18 პოლიტიკური პარტია მონაწილეობს.
წლევანდელ საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემას სულ 3.508.294 ამომრჩეველი შეძლებს, აქედან 95.910 უცხოეთში - საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები 42 ქვეყნის 53 ქალაქში 67 საარჩევნო უბანზე მისცემენ ხმას.
საქართველოს პარლამენტის არჩევნებთან ერთად ერთად, რომელზეც დამოკიდებულია თუ ვინ მართავს ქვეყანას მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, დღეს ასევე ტარდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს და სამტრედიისა და ჩოხატაურის საკრებულოს შუალედური არჩევნები.
ხმის მიცემის პროცესს მონიტორინგს 1700-ზე მეტი საერთაშორისო და 111 ადგილობრივი ორგანიზაციის 23 ათასზე მეტი წარმომადგენელი უწევს. პროცესს აშუქებს 199 მედიასაშუალების 2800-ზე მეტი წარმომადგენელი.