https://sputnik-georgia.com/20241026/rogor-sheicvala-pasebi-samrewvelo-produqciaze-290560235.html
როგორ შეიცვალა ფასები სამრეწველო პროდუქციაზე – ახალი სტატისტიკა
როგორ შეიცვალა ფასები სამრეწველო პროდუქციაზე – ახალი სტატისტიკა
Sputnik საქართველო
2024 წლის ასექტემბერში 2024 წლის აგვისტოსთან შედარებით, სამრეწველო პროდუქციაზე ფასები 0,6%-ით გაიზარდა 26.10.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-10-26T13:49+0400
2024-10-26T13:49+0400
2024-10-26T13:49+0400
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
საქსტატი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/10/279617857_0:64:2048:1216_1920x0_80_0_0_6e718d296408acf83940694712e912fc.jpg
თბილისი, 26 ოქტომბერი – Sputnik. სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 2024 წლის სექტემბერში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 8,8%-ით გაიზარდა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.ინდექსის ფორმირებაზე ძირითადად გავლენა იქონია ფასების ზრდამ გადამამუშავებელ მრეწველობაში – 8,1%-ით, მათ შორის ფასები სურსათზე გაიზარდა – 10,7%–ით, ხოლო სამთო-მომპოვებელ მრეწველობაში ფასები გაიზარდა 23,3%-ით.2024 წლის სექტემბერში აგვისტოსთან შედარებით, ფასები სამრეწველო პროდუქციაზე 0,6%-ით გაიზარდა.ადგილობრივი წარმოებაფასები შიდა ბაზრისთვის გათვლილ საქართველოში წარმოებულ პროდუქციაზე სექტემბერში, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 4,5%-ით გაიზარდა.ყველაზე მეტად ფასები გაიზარდა სამთო-მომპოვებელ მრეწველობაში – 8,2%-ით, გადამამუშავებელ მრეწველობაში კი ფასები გაიზარდა 3,2%-ით.ექსპორტი და იმპორტიექსპორტზე გატანილი სამრეწველო პროდუქციის ფასების ინდექსი სექტემბერში, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 14,8%-ით გაიზარდა.სამთო-მომპოვებელი მრეწველობის პროდუქციაზე ფასები 28,2%-ით გაიზარდა. გადამამუშავებელი მრეწველობის ექსპორტირებულ პროდუქციაზე ფასები გაიზარდა 13,8%-ით, მათ შორის სასურსათო პროდუქციაზე - 39,2%-ით.საქართველოში იმპორტირებულ სამრეწველო პროდუქციაზე ფასები საანგარიშო პერიოდში 1,3%-ით შემცირდა. ამასთან გადამამუშავებელი მრეწველობის იმპორტირებული პროდუქცია 2,7%-ით გაძვირდა.სამომხმარებლო ფასებიწლიური ინფლაციის დონემ 2024 წლის სექტემბერში 0,6% შეადგინა (მიზნობრივი მაჩვენებელია 3%). 2024 წლის სექტემბერში აგვისტოსთან შედარებით ინფლაციის დონემ 0,3% შეადგინა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/10/279617857_227:0:2048:1366_1920x0_80_0_0_ac964ce55536e5d9298d3d52a17bd723.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საქსტატი, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საქსტატი, ახალი ამბები
როგორ შეიცვალა ფასები სამრეწველო პროდუქციაზე – ახალი სტატისტიკა
2024 წლის ასექტემბერში 2024 წლის აგვისტოსთან შედარებით, სამრეწველო პროდუქციაზე ფასები 0,6%-ით გაიზარდა
თბილისი, 26 ოქტომბერი – Sputnik. სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 2024 წლის სექტემბერში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 8,8%-ით გაიზარდა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.
ინდექსის ფორმირებაზე ძირითადად გავლენა იქონია ფასების ზრდამ გადამამუშავებელ მრეწველობაში – 8,1%-ით, მათ შორის ფასები სურსათზე გაიზარდა – 10,7%–ით, ხოლო სამთო-მომპოვებელ მრეწველობაში ფასები გაიზარდა 23,3%-ით.
2024 წლის სექტემბერში აგვისტოსთან შედარებით, ფასები სამრეწველო პროდუქციაზე 0,6%-ით გაიზარდა.
ფასები შიდა ბაზრისთვის გათვლილ საქართველოში წარმოებულ პროდუქციაზე სექტემბერში, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 4,5%-ით გაიზარდა.
ყველაზე მეტად ფასები გაიზარდა სამთო-მომპოვებელ მრეწველობაში – 8,2%-ით, გადამამუშავებელ მრეწველობაში კი ფასები გაიზარდა 3,2%-ით.
ექსპორტზე გატანილი სამრეწველო პროდუქციის ფასების ინდექსი სექტემბერში, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 14,8%-ით გაიზარდა.
სამთო-მომპოვებელი მრეწველობის პროდუქციაზე ფასები 28,2%-ით გაიზარდა. გადამამუშავებელი მრეწველობის ექსპორტირებულ პროდუქციაზე ფასები გაიზარდა 13,8%-ით, მათ შორის სასურსათო პროდუქციაზე - 39,2%-ით.
საქართველოში იმპორტირებულ სამრეწველო პროდუქციაზე ფასები საანგარიშო პერიოდში 1,3%-ით შემცირდა. ამასთან გადამამუშავებელი მრეწველობის იმპორტირებული პროდუქცია 2,7%-ით გაძვირდა.
წლიური ინფლაციის დონემ 2024 წლის სექტემბერში 0,6% შეადგინა (მიზნობრივი მაჩვენებელია 3%). 2024 წლის სექტემბერში აგვისტოსთან შედარებით ინფლაციის დონემ 0,3% შეადგინა.