https://sputnik-georgia.com/20241026/rogor-seafasa-saqartvelos-prezidentma-egzitpolebis-sedegebi-290600794.html
როგორ შეაფასა ეგზიტპოლის შედეგები საქართველოს პრეზიდენტმა
როგორ შეაფასა ეგზიტპოლის შედეგები საქართველოს პრეზიდენტმა
Sputnik საქართველო
დღეს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა, რომლის შედეგებზე დამოკიდებულია ვინ მართავს ქვეყანას შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში. 26.10.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-10-26T22:08+0400
2024-10-26T22:08+0400
2024-10-26T22:08+0400
ახალი ამბები
საქართველო
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0a/1a/290562015_0:0:1600:901_1920x0_80_0_0_f4574e3a725d259e87ac88cc5a0e1ac5.jpg
თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. არჩევნების გაყალბების მცდელობის მიუხედავად, ევროპული საქართველო 52%-ით იმარჯვებს, დაწერა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში.დღეს საქართველო პარლამენტს ირჩევს. ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით ჩატარებული „გორბის“ ეგზიტპოლების მონაცემებით, (18:00 საათის მდგომარეობით) პარტიული რეიტინგები საპარლამენტო არჩევნებში ასე გადანაწილდა: „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ – 56,1%, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ – 11,6%, „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ – 7%, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია, მელია, გირჩი, დროა“ – 12,6%, „გახარია საქართველოსთვის“ – 4,8 %.ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ეგზიტპოლის მიხედვით კი , „ქართულ ოცნებას“ 42% აქვს; კოალიცია ცვლილებისთვის 18%; „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“ – 13%; „ძლიერი საქართველო“ – 9%; „გახარია – საქართველოსთვის“ 8%.ცესკოს პირველადი მონაცემებით, მმართველი პარტია თითქმის 53%-ით იმარჯვებს.მმართველ პარტიაში დიდი ხანია აცხადებენ, რომ ზურაბიშვილი, რომელიც პრეზიდენტი „ქართული ოცნების“ მხარდაჭერით გახდა, რადიკალურ ოპოზიციას შეუერთდა. ამასთან, როგორც მმართველი ძალა აცხადებს, ოპოზიციას 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შანსი არ აქვს.შაბათს ამომრჩეველმა საქართველოს პარლამენტის 150 წევრი აირჩია. მანდატები გადანაწილდება პარტიებზე, რომლებიც მიიღებენ ფაქტობრივი ხმების მინიმუმ 5%-ს.გარდა საპარლამენტო არჩევნებისა, რომელიც განსაზღვრავს, ვინ მართავს საქართველოს მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, ჩატარდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები და სამტრედიისა და ჩოხატაურის რაიონის საკრებულოს შუალედური არჩევნები.არჩევნების პროცესს საერთაშორისო ორგანიზაციის 1700-ზე მეტი წარმომადგენელი აკვირდებოდა, ხოლო 111 ადგილობრივი ორგანიზაციის 23 ათასზე მეტი დამკვირვებელი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0a/1a/290562015_135:0:1600:1099_1920x0_80_0_0_c275c539cf61e708fc9088e4a9001d31.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი
ახალი ამბები, საქართველო, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი
როგორ შეაფასა ეგზიტპოლის შედეგები საქართველოს პრეზიდენტმა
დღეს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა, რომლის შედეგებზე დამოკიდებულია ვინ მართავს ქვეყანას შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში.
თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. არჩევნების გაყალბების მცდელობის მიუხედავად, ევროპული საქართველო 52%-ით იმარჯვებს, დაწერა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში.
დღეს საქართველო პარლამენტს ირჩევს. ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით ჩატარებული „გორბის“ ეგზიტპოლების მონაცემებით, (18:00 საათის მდგომარეობით) პარტიული რეიტინგები საპარლამენტო არჩევნებში ასე გადანაწილდა: „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ – 56,1%, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ – 11,6%, „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ – 7%, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია, მელია, გირჩი, დროა“ – 12,6%, „გახარია საქართველოსთვის“ – 4,8 %.
ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ეგზიტპოლის მიხედვით კი , „ქართულ ოცნებას“ 42% აქვს; კოალიცია ცვლილებისთვის 18%; „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“ – 13%; „ძლიერი საქართველო“ – 9%; „გახარია – საქართველოსთვის“ 8%.
„ევროპული საქართველო 52%-ით იმარჯვებს, არჩევნების გაყალბების მცდელობის მიუხედავად და დიასპორის ხმების გარეშე“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.
ცესკოს პირველადი მონაცემებით, მმართველი პარტია თითქმის 53%-ით იმარჯვებს.
"ქართული ოცნება" - 52,94%
"კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა" - 11,9%
"ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა" - 9,79%
"ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის" - 9,05%
"გახარია საქართველოსთვის" - 8,26%
მმართველ პარტიაში დიდი ხანია აცხადებენ, რომ ზურაბიშვილი, რომელიც პრეზიდენტი „ქართული ოცნების“ მხარდაჭერით გახდა, რადიკალურ ოპოზიციას შეუერთდა. ამასთან, როგორც მმართველი ძალა აცხადებს, ოპოზიციას 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შანსი არ აქვს.
შაბათს ამომრჩეველმა საქართველოს პარლამენტის 150 წევრი აირჩია. მანდატები გადანაწილდება პარტიებზე, რომლებიც მიიღებენ ფაქტობრივი ხმების მინიმუმ 5%-ს.
გარდა საპარლამენტო არჩევნებისა, რომელიც განსაზღვრავს, ვინ მართავს საქართველოს მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, ჩატარდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები და სამტრედიისა და ჩოხატაურის რაიონის საკრებულოს შუალედური არჩევნები.
არჩევნების პროცესს საერთაშორისო ორგანიზაციის 1700-ზე მეტი წარმომადგენელი აკვირდებოდა, ხოლო 111 ადგილობრივი ორგანიზაციის 23 ათასზე მეტი დამკვირვებელი.