https://sputnik-georgia.com/20241026/qudze-kaci-premierma-amomrcevlebs-aqtiurobisken-mouwoda-290590918.html
ქუდზე კაცი: პრემიერმა ამომრჩევლებს აქტიურობისკენ მოუწოდა
ქუდზე კაცი: პრემიერმა ამომრჩევლებს აქტიურობისკენ მოუწოდა
Sputnik საქართველო
საკონსტიტუციო უმრავლესობას მინიმუმ 113 დეპუტატი სჭირდება, პარლამენტში კი სულ 150 დეპუტატია. 26.10.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-10-26T18:50+0400
2024-10-26T18:50+0400
2024-10-26T18:50+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ირაკლი კობახიძე
ქართული ოცნება
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0a/1a/290550377_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_b0df15e082769284db26443eacc5f7b9.jpg
თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ სურს მოიპოვოს საპარლამენტო არჩევნებზე საკონსტიტუციო უმრავლესობა, რაც ამ ეტაპზე ჯერჯერობით გარანტირებული არ არის, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.საქართველოში საპარლამენტო არჩევნებში 18 საარჩევნო სუბიექტი მონაწილეობს. არჩევნები პირველად ტარდება მხოლოდ პროპორციული სისტემით (პარტიული სიებით) და ელექტრონული ტექნოლოგიების - ვერიფიკაციის და ხმების დათვლის აპარატების გამოყენებით. საქართველოს მასშტაბით 17:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 50,6% შეადგინა.პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობას აქტიურობისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.მისივე თქმით, ეს არის გადამწყვეტი არჩევნები. სასწორის ერთ მხარეს ქვეყნის ბნელი წარსული და მეორე მხარეს ქვეყნის ნათელი, ევროპული მომავალი დგას, აქედან გამომდინარე, პასუხისმგებლობაც არის ძალიან დიდი.საკონსტიტუციო უმრავლესობას მინიმუმ 113 დეპუტატი სჭირდება, პარლამენტში კი სულ 150 დეპუტატია.მმართველ პარტიაში „რადიკალურ ოპოზიციად" და „კოლექტიურ ნაცმოძრაობად" მოიხსენიებენ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, „სტრატეგია აღმაშენებელს“, „ლელოს საქართველოსთვის“, „გირჩი - მეტი თავისუფლებას“, „ახალს“, „დროას“, ევროპულ საქართველოს“, „ფედერალისტებს“, „ლელოს“, „რესპუბლიკურ პარტიას“ და სხვებს.დღეს ამომრჩევლები საქართველოს პარლამენტის 150 წევრს პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე აირჩევენ. კენჭისყრა ელექტრონული ტექნოლოგიების - ვერიფიკაციის და ხმების დათვლის აპარატების გამოყენებით იმართება. მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 5%-ს მიიღებენ. პარლამენტის არჩევნებში 18 პოლიტიკური პარტია მონაწილეობს.წლევანდელ საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემას სულ 3.508.294 ამომრჩეველი შეძლებს, აქედან 95.910 უცხოეთში - საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები 42 ქვეყნის 53 ქალაქში 67 საარჩევნო უბანზე მისცემენ ხმას.საქართველოს პარლამენტის არჩევნებთან ერთად ერთად, რომელზეც დამოკიდებულია თუ ვინ მართავს ქვეყანას მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, დღეს ასევე ტარდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს და სამტრედიისა და ჩოხატაურის საკრებულოს შუალედური არჩევნები.ხმის მიცემის პროცესს მონიტორინგს 1700-ზე მეტი საერთაშორისო და 111 ადგილობრივი ორგანიზაციის 23 ათასზე მეტი წარმომადგენელი უწევს. პროცესს აშუქებს 199 მედიასაშუალების 2800-ზე მეტი წარმომადგენელი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0a/1a/290550377_0:0:1138:853_1920x0_80_0_0_b2cbd2a7a57e505f55479371452898ef.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე, ქართული ოცნება , საპარლამენტო არჩევნები საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე, ქართული ოცნება , საპარლამენტო არჩევნები საქართველოში
ქუდზე კაცი: პრემიერმა ამომრჩევლებს აქტიურობისკენ მოუწოდა
საკონსტიტუციო უმრავლესობას მინიმუმ 113 დეპუტატი სჭირდება, პარლამენტში კი სულ 150 დეპუტატია.
თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ სურს მოიპოვოს საპარლამენტო არჩევნებზე საკონსტიტუციო უმრავლესობა, რაც ამ ეტაპზე ჯერჯერობით გარანტირებული არ არის, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნებში 18 საარჩევნო სუბიექტი მონაწილეობს. არჩევნები პირველად ტარდება მხოლოდ პროპორციული სისტემით (პარტიული სიებით) და ელექტრონული ტექნოლოგიების - ვერიფიკაციის და ხმების დათვლის აპარატების გამოყენებით. საქართველოს მასშტაბით 17:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 50,6% შეადგინა.
„ჩვენ უკვე გვაქვს გარანტირებული, დიდი უპირატესობით დამაჯერებელი გამარჯვება, ამას მოწმობს ის მონაცემები, რომლებიც არის წარმოდგენილი, თუმცა ჩვენ გვაქვს უფრო მაღალი ამბიცია“, - განაცხადა კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობას აქტიურობისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.
მისივე თქმით, ეს არის გადამწყვეტი არჩევნები. სასწორის ერთ მხარეს ქვეყნის ბნელი წარსული და მეორე მხარეს ქვეყნის ნათელი, ევროპული მომავალი დგას, აქედან გამომდინარე, პასუხისმგებლობაც არის ძალიან დიდი.
„ჩვენ გვინდა მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა, რაც ამ ეტაპზე ჯერ-ჯერობით არ არის გარანტირებული. ჯერ კიდევ არის დარჩენილი 2 საათი, მოსასვლელია ალბათ 200 ათასზე მეტი ამომრჩეველი, შესაბამისად, არის საჭირო თითოეული ამომრჩევლის მობილიზება, ქუდზე კაცი იმისათვის, რომ ჩვენ არა მხოლოდ დამაჯერებელი გამარჯვება მოვიპოვოთ ამ არჩევნებში, არა მხოლოდ დიდი უპირატესობით მოვიგოთ და მოვიპოვოთ მყარი უმრავლესობა საქართველოს პარლამენტში, არამედ ასევე მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა, რაც არის ჩვენი პოლიტიკური ამოცანა“, - აღნიშნა პრემიერმა.
საკონსტიტუციო უმრავლესობას მინიმუმ 113 დეპუტატი სჭირდება, პარლამენტში კი სულ 150 დეპუტატია.
მმართველ პარტიაში „რადიკალურ ოპოზიციად" და „კოლექტიურ ნაცმოძრაობად" მოიხსენიებენ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, „სტრატეგია აღმაშენებელს“, „ლელოს საქართველოსთვის“, „გირჩი - მეტი თავისუფლებას“, „ახალს“, „დროას“, ევროპულ საქართველოს“, „ფედერალისტებს“, „ლელოს“, „რესპუბლიკურ პარტიას“ და სხვებს.
დღეს ამომრჩევლები საქართველოს პარლამენტის 150 წევრს პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე აირჩევენ. კენჭისყრა ელექტრონული ტექნოლოგიების - ვერიფიკაციის და ხმების დათვლის აპარატების გამოყენებით იმართება. მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 5%-ს მიიღებენ. პარლამენტის არჩევნებში 18 პოლიტიკური პარტია მონაწილეობს.
წლევანდელ საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემას სულ 3.508.294 ამომრჩეველი შეძლებს, აქედან 95.910 უცხოეთში - საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები 42 ქვეყნის 53 ქალაქში 67 საარჩევნო უბანზე მისცემენ ხმას.
საქართველოს პარლამენტის არჩევნებთან ერთად ერთად, რომელზეც დამოკიდებულია თუ ვინ მართავს ქვეყანას მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, დღეს ასევე ტარდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს და სამტრედიისა და ჩოხატაურის საკრებულოს შუალედური არჩევნები.
ხმის მიცემის პროცესს მონიტორინგს 1700-ზე მეტი საერთაშორისო და 111 ადგილობრივი ორგანიზაციის 23 ათასზე მეტი წარმომადგენელი უწევს. პროცესს აშუქებს 199 მედიასაშუალების 2800-ზე მეტი წარმომადგენელი.