https://sputnik-georgia.com/20241026/premieri-opozicia-marcxis-shemdeg-quchashi-gamova-290567430.html
პრემიერი: არჩევნებში დამარცხების შემდეგ ოპოზიცია კვლავ ქუჩაში გამოვა
პრემიერი: არჩევნებში დამარცხების შემდეგ ოპოზიცია კვლავ ქუჩაში გამოვა
Sputnik საქართველო
პარლამენტის არჩევნებში 18 პოლიტიკური პარტია მონაწილეობს. 26.10.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-10-26T15:15+0400
2024-10-26T15:15+0400
2024-10-26T15:15+0400
საქართველო
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში
პოლიტიკა საქართველოში
ქართული ოპოზიცია
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0a/1a/290550377_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_b0df15e082769284db26443eacc5f7b9.jpg
თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ ოპოზიცია შეეცდება ეჭვქვეშ დააყენოს კენჭისყრის შედეგების ლეგიტიმურობა, რათა პროტესტის ტალღა გამოიწვიოს, მაგრამ ოპოზიციამ მთელი რესურსი ამ გაზაფხულზე საპროტესტო აქციების დროს ამოწურა, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე. საქართველოში საპარლამენტო არჩევნებში 18 საარჩევნო სუბიექტი მონაწილეობს. არჩევნები პირველად ტარდება მხოლოდ პროპორციული სისტემით (პარტიული სიებით) და ელექტრონული ტექნოლოგიების - ვერიფიკაციის და ხმების დათვლის აპარატების გამოყენებით.მისი თქმით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების წინააღმდეგ საპროტესტო აქციების დროს ოპოზიციამ თავისი რესურსი ამოწურა. აღნიშნული კანონის წინააღმდეგ ოპოზიციასთან და უცხოეთის მიერ დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, გამოვიდა მთელი დასავლეთი. სკანდალური კანონის მიღების შემდეგ საქართველოს დასავლეთთან ურთიერთობა გაუარესდა.„მარტში, აპრილში, მაისში მათ ამოწურეს ყველა ის რესურსი, რაც შეიძლება ქუჩასთან იყოს დაკავშირებული... მას არ აქვს ქუჩის რესურსი ერთი მარტივი მიზეზის გამო: არჩევნების და ქუჩაში მოსაგებად საჭიროა იგივე რესურსი - ხალხის მხარდაჭერა“, - განაცხადა კობახიძემ. პრემიერის თქმით, „რადიკალური ოპოზიცია“ 20:00 საათზე საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ საკუთარი დამარცხების გაპროტესტებას შეეცდება.მმართველ პარტიაში „რადიკალურ ოპოზიციად" და „კოლექტიურ ნაცმოძრაობად" მოიხსენიებენ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, „სტრატეგია აღმაშენებელს“, „ლელოს საქართველოსთვის“, „გირჩი - მეტი თავისუფლებას“, „ახალს“, „დროას“, ევროპულ საქართველოს“, „ფედერალისტებს“, „ლელოს“, „რესპუბლიკურ პარტიას“ და სხვებს.დღეს ამომრჩევლები საქართველოს პარლამენტის 150 წევრს პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე აირჩევენ. კენჭისყრა ელექტრონული ტექნოლოგიების - ვერიფიკაციის და ხმების დათვლის აპარატების გამოყენებით იმართება. მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 5%-ს მიიღებენ. პარლამენტის არჩევნებში 18 პოლიტიკური პარტია მონაწილეობს.წლევანდელ საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემას სულ 3.508.294 ამომრჩეველი შეძლებს, აქედან 95.910 უცხოეთში - საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები 42 ქვეყნის 53 ქალაქში 67 საარჩევნო უბანზე მისცემენ ხმას.საქართველოს პარლამენტის არჩევნებთან ერთად ერთად, რომელზეც დამოკიდებულია თუ ვინ მართავს ქვეყანას მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, დღეს ასევე ტარდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს და სამტრედიისა და ჩოხატაურის საკრებულოს შუალედური არჩევნები.ხმის მიცემის პროცესს მონიტორინგს 1700-ზე მეტი საერთაშორისო და 111 ადგილობრივი ორგანიზაციის 23 ათასზე მეტი წარმომადგენელი უწევს. პროცესს აშუქებს 199 მედიასაშუალების 2800-ზე მეტი წარმომადგენელი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0a/1a/290550377_0:0:1138:853_1920x0_80_0_0_b2cbd2a7a57e505f55479371452898ef.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოპოზიცია, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ახალი ამბები
საქართველო, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოპოზიცია, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ახალი ამბები
პრემიერი: არჩევნებში დამარცხების შემდეგ ოპოზიცია კვლავ ქუჩაში გამოვა
პარლამენტის არჩევნებში 18 პოლიტიკური პარტია მონაწილეობს.
თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ ოპოზიცია შეეცდება ეჭვქვეშ დააყენოს კენჭისყრის შედეგების ლეგიტიმურობა, რათა პროტესტის ტალღა გამოიწვიოს, მაგრამ ოპოზიციამ მთელი რესურსი ამ გაზაფხულზე საპროტესტო აქციების დროს ამოწურა, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნებში 18 საარჩევნო სუბიექტი მონაწილეობს. არჩევნები პირველად ტარდება მხოლოდ პროპორციული სისტემით (პარტიული სიებით) და ელექტრონული ტექნოლოგიების - ვერიფიკაციის და ხმების დათვლის აპარატების გამოყენებით.
„ოპოზიციის დამარცხების შემდეგ, რა თქმა უნდა, ჩვენ ველოდებით დაახლოებით იგივე სცენარს, რაც განვითარდა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. ისინი შეეცდებიან ეჭვქვეშ დააყენონ არჩევნების ლეგიტიმაცია, თუმცა მათი რესურსი სრულად ამოწურულია“, - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების წინააღმდეგ საპროტესტო აქციების დროს ოპოზიციამ თავისი რესურსი ამოწურა. აღნიშნული კანონის წინააღმდეგ ოპოზიციასთან და უცხოეთის მიერ დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, გამოვიდა მთელი დასავლეთი. სკანდალური კანონის მიღების შემდეგ საქართველოს დასავლეთთან ურთიერთობა გაუარესდა.
„მარტში, აპრილში, მაისში მათ ამოწურეს ყველა ის რესურსი, რაც შეიძლება ქუჩასთან იყოს დაკავშირებული... მას არ აქვს ქუჩის რესურსი ერთი მარტივი მიზეზის გამო: არჩევნების და ქუჩაში მოსაგებად საჭიროა იგივე რესურსი - ხალხის მხარდაჭერა“, - განაცხადა კობახიძემ.
პრემიერის თქმით, „რადიკალური ოპოზიცია“ 20:00 საათზე საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ საკუთარი დამარცხების გაპროტესტებას შეეცდება.
მმართველ პარტიაში „რადიკალურ ოპოზიციად" და „კოლექტიურ ნაცმოძრაობად" მოიხსენიებენ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, „სტრატეგია აღმაშენებელს“, „ლელოს საქართველოსთვის“, „გირჩი - მეტი თავისუფლებას“, „ახალს“, „დროას“, ევროპულ საქართველოს“, „ფედერალისტებს“, „ლელოს“, „რესპუბლიკურ პარტიას“ და სხვებს.
დღეს ამომრჩევლები საქართველოს პარლამენტის 150 წევრს პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე აირჩევენ. კენჭისყრა ელექტრონული ტექნოლოგიების - ვერიფიკაციის და ხმების დათვლის აპარატების გამოყენებით იმართება. მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 5%-ს მიიღებენ. პარლამენტის არჩევნებში 18 პოლიტიკური პარტია მონაწილეობს.
წლევანდელ საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემას სულ 3.508.294 ამომრჩეველი შეძლებს, აქედან 95.910 უცხოეთში - საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები 42 ქვეყნის 53 ქალაქში 67 საარჩევნო უბანზე მისცემენ ხმას.
საქართველოს პარლამენტის არჩევნებთან ერთად ერთად, რომელზეც დამოკიდებულია თუ ვინ მართავს ქვეყანას მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, დღეს ასევე ტარდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს და სამტრედიისა და ჩოხატაურის საკრებულოს შუალედური არჩევნები.
ხმის მიცემის პროცესს მონიტორინგს 1700-ზე მეტი საერთაშორისო და 111 ადგილობრივი ორგანიზაციის 23 ათასზე მეტი წარმომადგენელი უწევს. პროცესს აშუქებს 199 მედიასაშუალების 2800-ზე მეტი წარმომადგენელი.