მეუფე შიო: არჩევნები ეკლესიისა და ქრისტიანული ფასეულობების შენარჩუნების გარანტი იქნება

© Stringerმეუფე შიო
მეუფე შიო - Sputnik საქართველო, 1920, 26.10.2024
გამოწერა
მსოფლიოს მომავალ წყობაში ღირსეული ადგილის დასამკვიდრებლად ქრისტიანული ღირებულებები აუცილებელია.
თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ იმედი გამოთქვა, რომ საპარლამენტო არჩევნები საქართველოში ეკლესიისა და ქრისტიანული ფასეულობების შენარჩუნების გარანტი გახდება.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნებში 18 საარჩევნო სუბიექტი მონაწილეობს. არჩევნები პირველად ტარდება მხოლოდ პროპორციული სისტემით (პარტიული სიებით) და ელექტრონული ტექნოლოგიების - ვერიფიკაციის და ხმების დათვლის აპარატების გამოყენებით.
„ჩვენ ვხედავთ, დღეს მოვლენები ისე ვითარდება, ერმა ღირსეული ადგილი რომ დაიმკვიდროს მსოფლიოს მომავალ წყობაში, აუცილებელია მთავარი ღირებულებების გადარჩენა და შენარჩუნება. ეს არის ჩვენი ქრისტიანული ღირებულებები და ეკლესია. მაქვს იმედი, დღევანდელი დღე, არჩევნები იქნება საწინდარი და დიდი გადადგმული ნაბიჯი ამ მიზნისკენ“, – აღნიშნა მეუფე შიომ.
მისი თქმით, მსოფლიოს მომავალ წყობაში ღირსეული ადგილის დასამკვიდრებლად ქრისტიანული ღირებულებები აუცილებელია.
დღეს ამომრჩევლები საქართველოს პარლამენტის 150 წევრს პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე აირჩევენ. კენჭისყრა ელექტრონული ტექნოლოგიების - ვერიფიკაციის და ხმების დათვლის აპარატების გამოყენებით იმართება. მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 5%-ს მიიღებენ. პარლამენტის არჩევნებში 18 პოლიტიკური პარტია მონაწილეობს.
წლევანდელ საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემას სულ 3.508.294 ამომრჩეველი შეძლებს, აქედან 95.910 უცხოეთში - საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები 42 ქვეყნის 53 ქალაქში 67 საარჩევნო უბანზე მისცემენ ხმას.
საქართველოს პარლამენტის არჩევნებთან ერთად ერთად, რომელზეც დამოკიდებულია თუ ვინ მართავს ქვეყანას მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, დღეს ასევე ტარდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს და სამტრედიისა და ჩოხატაურის საკრებულოს შუალედური არჩევნები.
ხმის მიცემის პროცესს მონიტორინგს 1700-ზე მეტი საერთაშორისო და 111 ადგილობრივი ორგანიზაციის 23 ათასზე მეტი წარმომადგენელი უწევს. პროცესს აშუქებს 199 მედიასაშუალების 2800-ზე მეტი წარმომადგენელი
ყველა ახალი ამბავი
0