https://sputnik-georgia.com/20241026/kalandarisvili-arcevnebi-sedga-290602059.html
ცესკოს თავმჯდომარემ არჩევნები შემდგარად გამოაცხადა
ცესკოს თავმჯდომარემ არჩევნები შემდგარად გამოაცხადა
Sputnik საქართველო
თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. საარჩევნო ელექტრონული აპარატების ასეთი ფართო მასშტაბით გამოყენება საქართველოში დღეს პირველად მოხდა და თამამად შეიძლება ითქვას... 26.10.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-10-26T23:21+0400
2024-10-26T23:21+0400
2024-10-26T23:21+0400
ახალი ამბები
საქართველო
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში
ცესკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/10/287353272_0:0:1921:1080_1920x0_80_0_0_c6b44cd4d0e39ec5985c10bab1f66398.jpg
თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. საარჩევნო ელექტრონული აპარატების ასეთი ფართო მასშტაბით გამოყენება საქართველოში დღეს პირველად მოხდა და თამამად შეიძლება ითქვას, რომ არჩევნები შედგა, განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა საარჩევნო დღის შეჯამებისას.საქართველოში 26 ოქტომბერს პირველად ჩატარდა არჩევნები ელექტრონული ტექნოლოგიების - ვერიფიკაციის და ხმების დათვლის აპარატების გამოყენებით.როგორც კალანდარიშვილმა აღნიშნა, არჩევნებმა მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩაიარა.ამომრჩევლები საქართველოს პარლამენტის 150 წევრს პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე ირჩევდნენ (საპარლამენტო უმრავლესობის მოსაპოვებლად პარტიას პარლამენტში სულ მცირე 113 დეპუტატის გაყვანა სჭირდება). მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 5%-ს მიიღებენ.წლევანდელ საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემის უფლება სულ 3.508.294 ამომრჩეველს ჰქონდა, აქედან 95.910 უცხოეთში - საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები 42 ქვეყნის 53 ქალაქში 67 საარჩევნო უბანზე აძლევდნენ ხმას.საქართველოს პარლამენტის არჩევნებთან ერთად ერთად, რომელზეც დამოკიდებულია თუ ვინ მართავს ქვეყანას მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, დღეს ასევე ტარდებოდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს და სამტრედიისა და ჩოხატაურის საკრებულოს შუალედური არჩევნები.ხმის მიცემის პროცესს მონიტორინგს 1700-ზე მეტი საერთაშორისო და 111 ადგილობრივი ორგანიზაციის 23 ათასზე მეტი წარმომადგენელი უწევს. პროცესს აშუქებს 199 მედიასაშუალების 2800-ზე მეტი წარმომადგენელი.პირველადი შედეგების მიხედვით, რომლებიც ცესკოს საიტზე გამოქვეყნდა, პარლამენტში ხუთი საარჩევნო სუბიექტი ხვდება:
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/10/287353272_0:0:1843:1382_1920x0_80_0_0_03998863337a129dfe38e9769606ee10.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, ცესკო
ახალი ამბები, საქართველო, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, ცესკო
თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. საარჩევნო ელექტრონული აპარატების ასეთი ფართო მასშტაბით გამოყენება საქართველოში დღეს პირველად მოხდა და თამამად შეიძლება ითქვას, რომ არჩევნები შედგა, განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა საარჩევნო დღის შეჯამებისას.
საქართველოში 26 ოქტომბერს პირველად ჩატარდა არჩევნები ელექტრონული ტექნოლოგიების - ვერიფიკაციის და ხმების დათვლის აპარატების გამოყენებით.
„დღეს პირველად გამოვიყენეთ ასეთი ფართო მასშტაბით საარჩევნო ელექტრონული აპარატები და დღის ბოლოს უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ არჩევნები შედგა. არჩევნების მოდერნიზების ეს ეტაპი წარმატებით განხორციელდა“, - განაცხადა კალანდარიშვილმა.
როგორც კალანდარიშვილმა აღნიშნა, არჩევნებმა მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩაიარა.
„ამომრჩეველთა აქტივობა და ის ფაქტი, რომ პროცესი წარიმართა ფაქტობრივად ხარვეზების გარეშე, ადასტურებს, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად გაუწია ორგანიზება არჩევნებს”, - განაცხა და კალანდარიშვილმა.
ამომრჩევლები საქართველოს პარლამენტის 150 წევრს პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე ირჩევდნენ (საპარლამენტო უმრავლესობის მოსაპოვებლად პარტიას პარლამენტში სულ მცირე 113 დეპუტატის გაყვანა სჭირდება). მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 5%-ს მიიღებენ.
წლევანდელ საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემის უფლება სულ 3.508.294 ამომრჩეველს ჰქონდა, აქედან 95.910 უცხოეთში - საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები 42 ქვეყნის 53 ქალაქში 67 საარჩევნო უბანზე აძლევდნენ ხმას.
საქართველოს პარლამენტის არჩევნებთან ერთად ერთად, რომელზეც დამოკიდებულია თუ ვინ მართავს ქვეყანას მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, დღეს ასევე ტარდებოდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს და სამტრედიისა და ჩოხატაურის საკრებულოს შუალედური არჩევნები.
ხმის მიცემის პროცესს მონიტორინგს 1700-ზე მეტი საერთაშორისო და 111 ადგილობრივი ორგანიზაციის 23 ათასზე მეტი წარმომადგენელი უწევს. პროცესს აშუქებს 199 მედიასაშუალების 2800-ზე მეტი წარმომადგენელი.
პირველადი შედეგების მიხედვით, რომლებიც ცესკოს საიტზე გამოქვეყნდა, პარლამენტში ხუთი საარჩევნო სუბიექტი ხვდება:
„ქართული ოცნება“ - 53,03% „კოალიცია ცვლილებებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა“ - 11,185% „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ - 9,852% „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ - 9,011% „გახარია საქართველოსთვის“ - 8,224%.