https://sputnik-georgia.com/20241026/damkvirveblebma-dargvevebis-taobaze-gancxadeba-gaaketes-290566136.html
საპარლამენტო არჩევნები 2024: დამკვირვებლებმა პირველი დარღვევები დააფიქსირეს
საპარლამენტო არჩევნები 2024: დამკვირვებლებმა პირველი დარღვევები დააფიქსირეს
Sputnik საქართველო
საქართველოში საპარლამენტო არჩევნებში 18 საარჩევნო სუბიექტი მონაწილეობს. 26.10.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-10-26T14:36+0400
2024-10-26T14:36+0400
2024-10-26T14:36+0400
საქართველო
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0a/1a/290553773_0:120:1280:840_1920x0_80_0_0_e319428c25f48914f9ddd9d7d8c360b9.jpg
თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. დაგვიანებით გახსნილი საარჩევნო უბნები, დროებით მწყობრიდან გამოსული აპარატები და ერთის ნაცვლად ორი ბიულეტენი — ამ დროისთვის მსგავსი დარღვევების შესახებ აცხადებენ ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები.საქართველოში საპარლამენტო არჩევნებში 18 საარჩევნო სუბიექტი მონაწილეობს. არჩევნები პირველად ტარდება მხოლოდ პროპორციული სისტემით (პარტიული სიებით) და ელექტრონული ტექნოლოგიების - ვერიფიკაციის და ხმების დათვლის აპარატების გამოყენებით.არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“, სადამკვირვებლო მისია „ჩემი ხმის“ და არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო საზოგადოება სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლებმა განაცხადეს, რომ საარჩევნო უბნების გახსნა დაგვიანდა.არასამთავრობო ორგანიზაციებმა ასევე განცხადება გააკეთეს ვერიფიკაციისა და ხმის დამთვლელი აპარატების გაუმართაობასთან დაკავშირებით.ამასთან, დამკვირვებლების თქმით, ყველა დაფიქსირებული პრობლემა გარკვეული პერიოდის შემდეგ აღმოიფხვრა, რის შემდეგაც ხმის მიცემის პროცესი ყველა უბანზე განახლდა.ასევე, სამივე სადამკვირვებლო ორგანიზაცია საუბრობს ორი საარჩევნო ბიულეტენის ერთ ამომრჩეველზე გადაცემის ფაქტებზე. ასეთი ფაქტების რაოდენობა სამიდან ხუთამდე მერყეობს. საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ამ დროისთვის მხოლოდ ერთი ასეთი ფაქტი დაადასტურა, ადგილის დაზუსტების გარეშე.„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" რუსთავში ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე დარღვევებს შორის დააფიქსირა, რომ კომისიის წევრმა ამომრჩეველს მიუთითა თუ ვისთვის მიეცა ხმა. სადამკვირვებლო მისია „ჩემი ხმა“ აღნიშნავს, რომ მომრჩევლებს ხმის მიცემაში ეხმარებიან თანმხლები ნათესავები, მაშინ, როცა საარჩევნო კაბინაში მხოლოდ ერთი ამომრჩეველი უნდა იმყოფებოდესდღეს ამომრჩევლები საქართველოს პარლამენტის 150 წევრს პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე აირჩევენ. კენჭისყრა ელექტრონული ტექნოლოგიების - ვერიფიკაციის და ხმების დათვლის აპარატების გამოყენებით იმართება. მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 5%-ს მიიღებენ. პარლამენტის არჩევნებში 18 პოლიტიკური პარტია მონაწილეობს.წლევანდელ საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემას სულ 3.508.294 ამომრჩეველი შეძლებს, აქედან 95.910 უცხოეთში - საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები 42 ქვეყნის 53 ქალაქში 67 საარჩევნო უბანზე მისცემენ ხმას.საქართველოს პარლამენტის არჩევნებთან ერთად ერთად, რომელზეც დამოკიდებულია თუ ვინ მართავს ქვეყანას მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, დღეს ასევე ტარდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს და სამტრედიისა და ჩოხატაურის საკრებულოს შუალედური არჩევნები.ხმის მიცემის პროცესს მონიტორინგს 1700-ზე მეტი საერთაშორისო და 111 ადგილობრივი ორგანიზაციის 23 ათასზე მეტი წარმომადგენელი უწევს. პროცესს აშუქებს 199 მედიასაშუალების 2800-ზე მეტი წარმომადგენელი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0a/1a/290553773_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_fff4dee3f06a5a8ca12a03b21f4c9f13.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები
საქართველო, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები
საპარლამენტო არჩევნები 2024: დამკვირვებლებმა პირველი დარღვევები დააფიქსირეს
საქართველოში საპარლამენტო არჩევნებში 18 საარჩევნო სუბიექტი მონაწილეობს.
თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. დაგვიანებით გახსნილი საარჩევნო უბნები, დროებით მწყობრიდან გამოსული აპარატები და ერთის ნაცვლად ორი ბიულეტენი — ამ დროისთვის მსგავსი დარღვევების შესახებ აცხადებენ ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნებში 18 საარჩევნო სუბიექტი მონაწილეობს. არჩევნები პირველად ტარდება მხოლოდ პროპორციული სისტემით (პარტიული სიებით) და ელექტრონული ტექნოლოგიების - ვერიფიკაციის და ხმების დათვლის აპარატების გამოყენებით.
არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“, სადამკვირვებლო მისია „ჩემი ხმის“ და არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო საზოგადოება სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლებმა განაცხადეს, რომ საარჩევნო უბნების გახსნა დაგვიანდა.
არასამთავრობო ორგანიზაციებმა ასევე განცხადება გააკეთეს ვერიფიკაციისა და ხმის დამთვლელი აპარატების გაუმართაობასთან დაკავშირებით.
ამასთან, დამკვირვებლების თქმით, ყველა დაფიქსირებული პრობლემა გარკვეული პერიოდის შემდეგ აღმოიფხვრა, რის შემდეგაც ხმის მიცემის პროცესი ყველა უბანზე განახლდა.
ასევე, სამივე სადამკვირვებლო ორგანიზაცია საუბრობს ორი საარჩევნო ბიულეტენის ერთ ამომრჩეველზე გადაცემის ფაქტებზე. ასეთი ფაქტების რაოდენობა სამიდან ხუთამდე მერყეობს.
საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ამ დროისთვის მხოლოდ ერთი ასეთი ფაქტი დაადასტურა, ადგილის დაზუსტების გარეშე.
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" რუსთავში ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე დარღვევებს შორის დააფიქსირა, რომ კომისიის წევრმა ამომრჩეველს მიუთითა თუ ვისთვის მიეცა ხმა.
სადამკვირვებლო მისია „ჩემი ხმა“ აღნიშნავს, რომ მომრჩევლებს ხმის მიცემაში ეხმარებიან თანმხლები ნათესავები, მაშინ, როცა საარჩევნო კაბინაში მხოლოდ ერთი ამომრჩეველი უნდა იმყოფებოდეს
დღეს ამომრჩევლები საქართველოს პარლამენტის 150 წევრს პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე აირჩევენ. კენჭისყრა ელექტრონული ტექნოლოგიების - ვერიფიკაციის და ხმების დათვლის აპარატების გამოყენებით იმართება. მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 5%-ს მიიღებენ. პარლამენტის არჩევნებში 18 პოლიტიკური პარტია მონაწილეობს.
წლევანდელ საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემას სულ 3.508.294 ამომრჩეველი შეძლებს, აქედან 95.910 უცხოეთში - საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები 42 ქვეყნის 53 ქალაქში 67 საარჩევნო უბანზე მისცემენ ხმას.
საქართველოს პარლამენტის არჩევნებთან ერთად ერთად, რომელზეც დამოკიდებულია თუ ვინ მართავს ქვეყანას მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, დღეს ასევე ტარდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს და სამტრედიისა და ჩოხატაურის საკრებულოს შუალედური არჩევნები.
ხმის მიცემის პროცესს მონიტორინგს 1700-ზე მეტი საერთაშორისო და 111 ადგილობრივი ორგანიზაციის 23 ათასზე მეტი წარმომადგენელი უწევს. პროცესს აშუქებს 199 მედიასაშუალების 2800-ზე მეტი წარმომადგენელი.