https://sputnik-georgia.com/20241026/ceskom-bripingi-gamarta-290552180.html
საარჩევნო უბნები გაიხსნა, კენჭისყრა დაწყებულია: ცესკომ პირველი ბრიფინგი გამართა
საარჩევნო უბნები გაიხსნა, კენჭისყრა დაწყებულია: ცესკომ პირველი ბრიფინგი გამართა
Sputnik საქართველო
დღეს ამომრჩევლები საქართველოს პარლამენტის 150 წევრს პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე აირჩევენ. 26.10.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-10-26T09:33+0400
2024-10-26T09:33+0400
2024-10-26T09:33+0400
საქართველო
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში
ცესკო
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0a/1a/290551839_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_19b555c5c83c4c9df4388c434d0ad772.jpg
თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. საარჩევნო უბნები გაიხსნა და საქართველოს პარლამენტის, ასევე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს და სამტრედიისა და ჩოხატაურის საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე კენჭისყრა დაიწყო, განაცხადა ცესკოს პრეს-სპიკერმა ნათია იოსელიანმა პირველ ბრიფინგზე.მისი თქმით, ამომრჩეველთა თითქმის 90% ხმას თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მისცემს - ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევნები საქართველოში გახსნილი 3.044 საარჩევნო უბნიდან 2.263-ში ტარდება.დანარჩენ საარჩევნო უბნებზე, მათ შორის საზღვარგარეთ, ხმის მიცემა ტრადიციული ტექნოლოგიით მიმდინარეობს.დღეს ამომრჩევლები საქართველოს პარლამენტის 150 წევრს პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე აირჩევენ. მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 5%-ს მიიღებენ. პარლამენტის არჩევნებში 18 პოლიტიკური პარტია მონაწილეობს.აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის 11 საარჩევნო სუბიექტი დარეგისტრირდა. სამტრედიისა და ჩოხატაურის საკრებულოებში ადგილების მოპოვებისთვის სამი საარჩევნო სუბიექტის ხუთი კანდიდატი იბრძვის.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0a/1a/290551839_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_765de026c8fee07b5c6ea7c41f2bcae2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, ცესკო, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, ცესკო, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საარჩევნო უბნები გაიხსნა, კენჭისყრა დაწყებულია: ცესკომ პირველი ბრიფინგი გამართა
დღეს ამომრჩევლები საქართველოს პარლამენტის 150 წევრს პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე აირჩევენ.
თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. საარჩევნო უბნები გაიხსნა და საქართველოს პარლამენტის, ასევე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს და სამტრედიისა და ჩოხატაურის საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე კენჭისყრა დაიწყო, განაცხადა ცესკოს პრეს-სპიკერმა ნათია იოსელიანმა პირველ ბრიფინგზე.
„საარჩევნო უბნები გაიხსნა, კენჭისყრა დაწყებულია. საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის კანონმდებლობის სრული დაცვით, გამჭვირვალედ და მაღალ პროფესიულ დონეზე გაუწიოს ადმინისტრირება პირველ ფართომასშტაბიან მოდერნიზებულ არჩევნებს", - განაცხადა იოსელიანმა.
მისი თქმით, ამომრჩეველთა თითქმის 90% ხმას თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მისცემს - ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევნები საქართველოში გახსნილი 3.044 საარჩევნო უბნიდან 2.263-ში ტარდება.
დანარჩენ საარჩევნო უბნებზე, მათ შორის საზღვარგარეთ, ხმის მიცემა ტრადიციული ტექნოლოგიით მიმდინარეობს.
დღეს ამომრჩევლები საქართველოს პარლამენტის 150 წევრს პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე აირჩევენ. მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 5%-ს მიიღებენ. პარლამენტის არჩევნებში 18 პოლიტიკური პარტია მონაწილეობს.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის 11 საარჩევნო სუბიექტი დარეგისტრირდა.
სამტრედიისა და ჩოხატაურის საკრებულოებში ადგილების მოპოვებისთვის სამი საარჩევნო სუბიექტის ხუთი კანდიდატი იბრძვის.