https://sputnik-georgia.com/20241026/cesko-saparlamento-arcevnebsi-monawileoba-58-procentze-metma-amomrcevelma-miiro-290601049.html
ცესკო: საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა 58 პროცენტზე მეტმა ამომრჩეველმა მიიღო
ცესკო: საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა 58 პროცენტზე მეტმა ამომრჩეველმა მიიღო
Sputnik საქართველო
ეს არაა საბოლოო შედეგი, ვინაიდან მაღალმთიანი რეგიონების 5 უბნიდან ჯერ ვერ მოხერხდა ინფორმაციის მიღება, აცხადებენ ცესკოში. 26.10.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-10-26T22:16+0400
2024-10-26T22:16+0400
2024-10-26T22:16+0400
ახალი ამბები
საქართველო
ცესკო
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0a/1a/290573882_0:67:1280:787_1920x0_80_0_0_868599989d9c3ed50826f4fe742066c9.jpg
თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში საპარლამენტო არჩევნების დღემ ძირითადად მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩაიარა, განაცხადა ბრიფინგზე ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა.მისი თქმით, ცალკეულ შემხვევებში დაფიქსირდა ინცინდენტები და ტექნიკური ხარვეზები, თუმცა ყველა შემთხვევაში საარჩევნო ადმინისტრაციამ კანონის შესაბამისად დროული რეაგირება მოახდინა.ამომრჩეველთა აქტივობამ ამ დროის მონაცემებით საქართველოს მასშტაბით შეადგინა 2.060.412, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 58,94 %-ს შეადგენს.საარჩევნო უბნებზე მიმდინარეობს ხმების დათვლის პროცესი და ამ დროისთვის ცესკოს ვებგვერდზე უკვე ატვირთულია ხმის მთვლელი აპარატებიდან ამობეჭდილი 1000-ზე მეტი კენჭისყრის წინასწარი შედეგების ანგარიში, ე.წ. ქვითარი.რას შეეხება დარღვევებს, იოსელიანის თქმით, ამ დროისთვის საოლქო საარჩევნო კომისიებში შესულია 337 საჩივარი, რომლებიც ძირითადად ეხება ფარულობის დარღვევას და მარკირების წესის დარღვევას, უბნის გარეთ მომხდარ ფაქტებს, აგიტაციის წესის დარღვევას, დამკვირვებლის, წარმომადგენლის უფლებების დარღვევას.ცესკოს პირველადი მონაცემებით, მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ თითქმის 53%-ით იმარჯვებს.საქართველოში 26 ოქტომბერს პირველად ჩატარდა არჩევნები პროპორციული სისტემით (პარტიული სიებით) და ელექტრონული ტექნოლოგიების - ვერიფიკაციის და ხმების დათვლის აპარატების გამოყენებით.არჩევნებში მონაწილეობდა სულ 18 პარტია, აქედან ხუთმა თავის პარტიულ სიებში კოალიციის პარტნიორთა პარტიული სიები შეიყვანეს.ამომრჩევლები საქართველოს პარლამენტის 150 წევრს პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე ირჩევდნენ (საპარლამენტო უმრავლესობის მოსაპოვებლად პარტიას პარლამენტში სულ მცირე 113 დეპუტატის გაყვანა სჭირდება). მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 5%-ს მიიღებენ.წლევანდელ საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემის უფლება სულ 3.508.294 ამომრჩეველს ჰქონდა, აქედან 95.910 უცხოეთში - საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები 42 ქვეყნის 53 ქალაქში 67 საარჩევნო უბანზე აძლევდნენ ხმას.საქართველოს პარლამენტის არჩევნებთან ერთად ერთად, რომელზეც დამოკიდებულია თუ ვინ მართავს ქვეყანას მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, დღეს ასევე ტარდებოდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს და სამტრედიისა და ჩოხატაურის საკრებულოს შუალედური არჩევნები.ხმის მიცემის პროცესს მონიტორინგს 1700-ზე მეტი საერთაშორისო და 111 ადგილობრივი ორგანიზაციის 23 ათასზე მეტი წარმომადგენელი უწევს. პროცესს აშუქებს 199 მედიასაშუალების 2800-ზე მეტი წარმომადგენელი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0a/1a/290573882_71:0:1210:854_1920x0_80_0_0_5fa67f0e1485bb72d0375c119299aadd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ცესკო, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, ცესკო, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში
ცესკო: საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა 58 პროცენტზე მეტმა ამომრჩეველმა მიიღო
ეს არაა საბოლოო შედეგი, ვინაიდან მაღალმთიანი რეგიონების 5 უბნიდან ჯერ ვერ მოხერხდა ინფორმაციის მიღება, აცხადებენ ცესკოში.
თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში საპარლამენტო არჩევნების დღემ ძირითადად მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩაიარა, განაცხადა ბრიფინგზე ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა.
მისი თქმით, ცალკეულ შემხვევებში დაფიქსირდა ინცინდენტები და ტექნიკური ხარვეზები, თუმცა ყველა შემთხვევაში საარჩევნო ადმინისტრაციამ კანონის შესაბამისად დროული რეაგირება მოახდინა.
ამომრჩეველთა აქტივობამ ამ დროის მონაცემებით საქართველოს მასშტაბით შეადგინა 2.060.412, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 58,94 %-ს შეადგენს.
„ეს არაა საბოლოო შედეგი, ვინაიდან მაღალმთიანი რეგიონების 5 უბნიდან ჯერ ვერ მოხერხდა ინფორმაციის მიღება”, - განაცხადა იოსელიანმა.
საარჩევნო უბნებზე მიმდინარეობს ხმების დათვლის პროცესი და ამ დროისთვის ცესკოს ვებგვერდზე უკვე ატვირთულია ხმის მთვლელი აპარატებიდან ამობეჭდილი 1000-ზე მეტი კენჭისყრის წინასწარი შედეგების ანგარიში, ე.წ. ქვითარი.
„მინდა მადლობა გადავუხადო ამომრჩევლებს აქტიურობისთვის. როგორც პროცესმა აჩვენა, ისინი მარტივად ადაპტირდნენ ახალ ტექნოლოგიებთან. ასევე მადლობა ჩართულ მხარეებს, დამკვირვებლებს და მედიას”, - განაცხადა იოსელიანმა.
რას შეეხება დარღვევებს, იოსელიანის თქმით, ამ დროისთვის საოლქო საარჩევნო კომისიებში შესულია 337 საჩივარი, რომლებიც ძირითადად ეხება ფარულობის დარღვევას და მარკირების წესის დარღვევას, უბნის გარეთ მომხდარ ფაქტებს, აგიტაციის წესის დარღვევას, დამკვირვებლის, წარმომადგენლის უფლებების დარღვევას.
ცესკოს პირველადი მონაცემებით, მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ თითქმის 53%-ით იმარჯვებს.
"ქართული ოცნება" - 52,94%
"კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა" - 11,9%
"ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა" - 9,79%
"ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის" - 9,05%
"გახარია საქართველოსთვის" - 8,26%
საქართველოში 26 ოქტომბერს პირველად ჩატარდა არჩევნები პროპორციული სისტემით (პარტიული სიებით) და ელექტრონული ტექნოლოგიების - ვერიფიკაციის და ხმების დათვლის აპარატების გამოყენებით.
არჩევნებში მონაწილეობდა სულ 18 პარტია, აქედან ხუთმა თავის პარტიულ სიებში კოალიციის პარტნიორთა პარტიული სიები შეიყვანეს.
ამომრჩევლები საქართველოს პარლამენტის 150 წევრს პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე ირჩევდნენ (საპარლამენტო უმრავლესობის მოსაპოვებლად პარტიას პარლამენტში სულ მცირე 113 დეპუტატის გაყვანა სჭირდება). მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 5%-ს მიიღებენ.
წლევანდელ საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემის უფლება სულ 3.508.294 ამომრჩეველს ჰქონდა, აქედან 95.910 უცხოეთში - საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები 42 ქვეყნის 53 ქალაქში 67 საარჩევნო უბანზე აძლევდნენ ხმას.
საქართველოს პარლამენტის არჩევნებთან ერთად ერთად, რომელზეც დამოკიდებულია თუ ვინ მართავს ქვეყანას მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, დღეს ასევე ტარდებოდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს და სამტრედიისა და ჩოხატაურის საკრებულოს შუალედური არჩევნები.
ხმის მიცემის პროცესს მონიტორინგს 1700-ზე მეტი საერთაშორისო და 111 ადგილობრივი ორგანიზაციის 23 ათასზე მეტი წარმომადგენელი უწევს. პროცესს აშუქებს 199 მედიასაშუალების 2800-ზე მეტი წარმომადგენელი.