https://sputnik-georgia.com/20241026/cesko-saolqo-komisiebshi-50-sachivari-shevida-290570265.html
ცესკო: საოლქო საარჩევნო კომისიებში 50 საჩივარი შევიდა
ცესკო: საოლქო საარჩევნო კომისიებში 50 საჩივარი შევიდა
Sputnik საქართველო
მოსახლეობას მოუწოდა, რეაგირება არ მოახდინონ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ დეზინფორმაციაზე. 26.10.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-10-26T16:16+0400
2024-10-26T16:16+0400
2024-10-26T16:16+0400
საქართველო
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში
ცესკო
საზოგადოება
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0a/1a/290556122_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_86a16cd0fa395bb59822792de12898e8.jpg
თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს საოლქო საარჩევნო კომისიებში, 13:00 საათის მდგომარეობით, 50 საჩივარი შევიდა, განაცხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეს-სპიკერმა ნათია იოსელიანმა.საოლქო საარჩევნო კომისიებში საჩივარი შედის იმ შემთხვევაში, თუ თუ საუბნო კომისიის თავმჯდომარეები უგულებელყოფენ საჩივრებში წარდგენილ პრეტენზიებს. საჩივრის შეტანა შეუძლიათ პარტიების ან სადამკვირვებლო ორგანიზაციების დამკვირვებლებს.ცესკოს პრესსპიკერმა ასევე წარმოადგინა ინფორმაცია საარჩევნო ტექნოლოგიებთან დაკავშირებული ტექნიკური ხარვეზების შესახებ.„სულ მწყობრიდან გამოვიდა ვერიფიკაციის 3 აპარატი და ხმის მთვლელი 7 აპარატი. თუმცა ამ უბნებზე პროცესი არ შეჩერებულა და კენჭისყრა სხვა აპარატებით გრძელდება“, - განაცხადა იოსელიანმა.მან მოსახლეობას მოუწოდა, რეაგირება არ მოახდინონ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ დეზინფორმაციაზე.„სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ თითქოს საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველს აძლევენ წინასწარ მონიშნულ ბიულეტენს. ამომრჩეველს ბიულეტენის აღებისთანავე აქვს შესაძლებლობა გადაამოწმოს ის, შესაბამისად, ეს ინფორმაცია არის მანიპულაციური და ემსახურება კენჭისყრის პროცესის დაზიანებას", - განაცხადა იოსელიანმა.მისი თქმით, ასევე ვრცელდება ცრუ ინფორმაცია მარკირების სითხესთან დაკავშირებითაც. დაინტერესებული მხარეები ირწმუნებიან, რომ მარკირების სითხის ნაცვლად ამომრჩეველს წყალს ასხამენ. აღნიშნული ინფორმაცია არის სიცრუე, დასძინა პრეს-სპიკერმა.დღეს ამომრჩევლები საქართველოს პარლამენტის 150 წევრს პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე აირჩევენ. კენჭისყრა ელექტრონული ტექნოლოგიების - ვერიფიკაციის და ხმების დათვლის აპარატების გამოყენებით იმართება. მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 5%-ს მიიღებენ. პარლამენტის არჩევნებში 18 პოლიტიკური პარტია მონაწილეობს.წლევანდელ საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემას სულ 3.508.294 ამომრჩეველი შეძლებს, აქედან 95.910 უცხოეთში - საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები 42 ქვეყნის 53 ქალაქში 67 საარჩევნო უბანზე მისცემენ ხმას.საქართველოს პარლამენტის არჩევნებთან ერთად ერთად, რომელზეც დამოკიდებულია თუ ვინ მართავს ქვეყანას მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, დღეს ასევე ტარდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს და სამტრედიისა და ჩოხატაურის საკრებულოს შუალედური არჩევნები.ხმის მიცემის პროცესს მონიტორინგს 1700-ზე მეტი საერთაშორისო და 111 ადგილობრივი ორგანიზაციის 23 ათასზე მეტი წარმომადგენელი უწევს. პროცესს აშუქებს 199 მედიასაშუალების 2800-ზე მეტი წარმომადგენელი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0a/1a/290556122_347:0:3078:2048_1920x0_80_0_0_2d1cb3b6ad0ea432899fb57aaef1f8dd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, ცესკო, საზოგადოება, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, ცესკო, საზოგადოება, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
ცესკო: საოლქო საარჩევნო კომისიებში 50 საჩივარი შევიდა
მოსახლეობას მოუწოდა, რეაგირება არ მოახდინონ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ დეზინფორმაციაზე.
თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს საოლქო საარჩევნო კომისიებში, 13:00 საათის მდგომარეობით, 50 საჩივარი შევიდა, განაცხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეს-სპიკერმა ნათია იოსელიანმა.
საოლქო საარჩევნო კომისიებში საჩივარი შედის იმ შემთხვევაში, თუ თუ საუბნო კომისიის თავმჯდომარეები უგულებელყოფენ საჩივრებში წარდგენილ პრეტენზიებს. საჩივრის შეტანა შეუძლიათ პარტიების ან სადამკვირვებლო ორგანიზაციების დამკვირვებლებს.
„საჩივრები ძირითადად შეეხება შემდეგ საკითხებს: ფარულობის დარღვევა; მარკირების წესის დარღვევა; უბნის გარეთ მომხდარი ფაქტი; აგიტაცია; უბნიდან გაძევება და დამკვირვებლის/წარმომადგენლის უფლებების დარღვევა", - განაცხადა იოსელიანმა.
ცესკოს პრესსპიკერმა ასევე წარმოადგინა ინფორმაცია საარჩევნო ტექნოლოგიებთან დაკავშირებული ტექნიკური ხარვეზების შესახებ.
„სულ მწყობრიდან გამოვიდა ვერიფიკაციის 3 აპარატი და ხმის მთვლელი 7 აპარატი. თუმცა ამ უბნებზე პროცესი არ შეჩერებულა და კენჭისყრა სხვა აპარატებით გრძელდება“, - განაცხადა იოსელიანმა.
მან მოსახლეობას მოუწოდა, რეაგირება არ მოახდინონ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ დეზინფორმაციაზე.
„სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ თითქოს საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველს აძლევენ წინასწარ მონიშნულ ბიულეტენს. ამომრჩეველს ბიულეტენის აღებისთანავე აქვს შესაძლებლობა გადაამოწმოს ის, შესაბამისად, ეს ინფორმაცია არის მანიპულაციური და ემსახურება კენჭისყრის პროცესის დაზიანებას", - განაცხადა იოსელიანმა.
მისი თქმით, ასევე ვრცელდება ცრუ ინფორმაცია მარკირების სითხესთან დაკავშირებითაც. დაინტერესებული მხარეები ირწმუნებიან, რომ მარკირების სითხის ნაცვლად ამომრჩეველს წყალს ასხამენ. აღნიშნული ინფორმაცია არის სიცრუე, დასძინა პრეს-სპიკერმა.
დღეს ამომრჩევლები საქართველოს პარლამენტის 150 წევრს პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე აირჩევენ. კენჭისყრა ელექტრონული ტექნოლოგიების - ვერიფიკაციის და ხმების დათვლის აპარატების გამოყენებით იმართება. მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 5%-ს მიიღებენ. პარლამენტის არჩევნებში 18 პოლიტიკური პარტია მონაწილეობს.
წლევანდელ საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემას სულ 3.508.294 ამომრჩეველი შეძლებს, აქედან 95.910 უცხოეთში - საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები 42 ქვეყნის 53 ქალაქში 67 საარჩევნო უბანზე მისცემენ ხმას.
საქართველოს პარლამენტის არჩევნებთან ერთად ერთად, რომელზეც დამოკიდებულია თუ ვინ მართავს ქვეყანას მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, დღეს ასევე ტარდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს და სამტრედიისა და ჩოხატაურის საკრებულოს შუალედური არჩევნები.
ხმის მიცემის პროცესს მონიტორინგს 1700-ზე მეტი საერთაშორისო და 111 ადგილობრივი ორგანიზაციის 23 ათასზე მეტი წარმომადგენელი უწევს. პროცესს აშუქებს 199 მედიასაშუალების 2800-ზე მეტი წარმომადგენელი.