https://sputnik-georgia.com/20241026/bizina-ivanisvili-cven-aucileblad-davafasebt-am-ndobas-290598280.html
ბიძინა ივანიშვილი: „ჩვენი გუნდი აუცილებლად დააფასებს ამ ნდობას“
ბიძინა ივანიშვილი: „ჩვენი გუნდი აუცილებლად დააფასებს ამ ნდობას“
Sputnik საქართველო
მმართველი პარტია „ქართული ოცნება” საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ზეიმობს. „იმედის” დაკვეთით მომზადებული ეგზიტპოლებით მათ 56 პროცენტი აქვთ. 26.10.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-10-26T20:43+0400
2024-10-26T20:43+0400
2024-10-26T20:44+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში
ბიძინა ივანიშვილი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0a/1a/290598926_0:67:1280:787_1920x0_80_0_0_9369a0a534c4b9a13134cb74dfb670e5.jpg
თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. იშვიათია ასეთი რამე მთელს მსოფლიოში, რომ ერთი და იგივე პარტია 12 წელი, ასეთ რთულ სიტუაციაში აღწევდეს ასეთ შედეგებს, განაცხადა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა.დღეს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა, რომლის შედეგზეც დამოკიდებულია ვინ მართავს ქვეყანას შემდეგი 4 წლის განმავლობაში.ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით, „გორბის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების შედეგებით მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“, 18:30 საათის მონაცემებით 56,1 % მიიღო. ცდომილების ზღვარი +- 2.5 პროცენტია.„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა ამომრჩეველს და აღნიშნა, რომ საქართველო უახლოეს 4 წელში გახდება ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა.ამ წუთებში „ქართული ოცნების“ ცენტრალური ოფისის წინ მოწყობილ სპეციალურ სცენაზე სიტყვით გამოდიან პარტიის ლიდერები. ისინი ეგზიტპოლების შედეგებს ზეიმობენ.დღეს ამომრჩევლები საქართველოს პარლამენტის 150 წევრს პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე ირჩევდნენ (საპარლამენტო უმრავლესობის მოსაპოვებლად პარტიას პარლამენტში სულ მცირე 113 დეპუტატის გაყვანა სჭირდება). კენჭისყრა ელექტრონული ტექნოლოგიების - ვერიფიკაციის და ხმების დათვლის აპარატების გამოყენებით გაიმართა. მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 5%-ს მიიღებენ. პარლამენტის არჩევნებში 18 პოლიტიკური პარტია მონაწილეობდა.წლევანდელ საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემის უფლება სულ 3.508.294 ამომრჩეველს ჰქონდა, აქედან 95.910 უცხოეთში - საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები 42 ქვეყნის 53 ქალაქში 67 საარჩევნო უბანზე აძლევდნენ ხმას.საქართველოს პარლამენტის არჩევნებთან ერთად ერთად, რომელზეც დამოკიდებულია თუ ვინ მართავს ქვეყანას მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, დღეს ასევე ტარდებოდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს და სამტრედიისა და ჩოხატაურის საკრებულოს შუალედური არჩევნები.ხმის მიცემის პროცესს მონიტორინგს 1700-ზე მეტი საერთაშორისო და 111 ადგილობრივი ორგანიზაციის 23 ათასზე მეტი წარმომადგენელი უწევს. პროცესს აშუქებს 199 მედიასაშუალების 2800-ზე მეტი წარმომადგენელი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0a/1a/290598926_71:0:1210:854_1920x0_80_0_0_4ca2f9fd7d67acc1925d97e70e074ddd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, ბიძინა ივანიშვილი
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, ბიძინა ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილი: „ჩვენი გუნდი აუცილებლად დააფასებს ამ ნდობას“
20:43 26.10.2024 (განახლებულია: 20:44 26.10.2024) მმართველი პარტია „ქართული ოცნება” საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ზეიმობს. „იმედის” დაკვეთით მომზადებული ეგზიტპოლებით მათ 56 პროცენტი აქვთ.
თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. იშვიათია ასეთი რამე მთელს მსოფლიოში, რომ ერთი და იგივე პარტია 12 წელი, ასეთ რთულ სიტუაციაში აღწევდეს ასეთ შედეგებს, განაცხადა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა.
დღეს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა, რომლის შედეგზეც დამოკიდებულია ვინ მართავს ქვეყანას შემდეგი 4 წლის განმავლობაში.
ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით, „გორბის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების შედეგებით მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“, 18:30 საათის მონაცემებით 56,1 % მიიღო. ცდომილების ზღვარი +- 2.5 პროცენტია.
„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა ამომრჩეველს და აღნიშნა, რომ საქართველო უახლოეს 4 წელში გახდება ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა.
„გასაგებია, რომ ჩვენზე მდიდარი ქვეყნები არსებობენ, ჩვენზე დიდი ხნის დემოკრატია აქვთ, მაგრამ ჩვენი საზოგადოება არ არის არც ერთ მდიდარ ქვეყანაზე ნაკლები საზოგადოება... გარწმუნებთ, რომ უახლოეს 4 წელიწადში ჩვენ გავაკეთებთ ძალიან ბევრს და შემდეგ ოთხ წელიწადში საქართველო იქნება ყველაზე წარმატებული ქვეყნების რიგში. ჩვენი გუნდი აუცილებლად დავაფასებთ ამ ნდობას. გუნდი, რომელიც წარმოდგენილია, მე ვფიქრობ, ჩვენი საზოგადოების საუკეთესო ნაწილია“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ამ წუთებში „ქართული ოცნების“ ცენტრალური ოფისის წინ მოწყობილ სპეციალურ სცენაზე სიტყვით გამოდიან პარტიის ლიდერები. ისინი ეგზიტპოლების შედეგებს ზეიმობენ.
დღეს ამომრჩევლები საქართველოს პარლამენტის 150 წევრს პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე ირჩევდნენ (საპარლამენტო უმრავლესობის მოსაპოვებლად პარტიას პარლამენტში სულ მცირე 113 დეპუტატის გაყვანა სჭირდება). კენჭისყრა ელექტრონული ტექნოლოგიების - ვერიფიკაციის და ხმების დათვლის აპარატების გამოყენებით გაიმართა. მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 5%-ს მიიღებენ. პარლამენტის არჩევნებში 18 პოლიტიკური პარტია მონაწილეობდა.
წლევანდელ საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემის უფლება სულ 3.508.294 ამომრჩეველს ჰქონდა, აქედან 95.910 უცხოეთში - საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები 42 ქვეყნის 53 ქალაქში 67 საარჩევნო უბანზე აძლევდნენ ხმას.
საქართველოს პარლამენტის არჩევნებთან ერთად ერთად, რომელზეც დამოკიდებულია თუ ვინ მართავს ქვეყანას მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, დღეს ასევე ტარდებოდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს და სამტრედიისა და ჩოხატაურის საკრებულოს შუალედური არჩევნები.
ხმის მიცემის პროცესს მონიტორინგს 1700-ზე მეტი საერთაშორისო და 111 ადგილობრივი ორგანიზაციის 23 ათასზე მეტი წარმომადგენელი უწევს. პროცესს აშუქებს 199 მედიასაშუალების 2800-ზე მეტი წარმომადგენელი.