https://sputnik-georgia.com/20241026/archevnebis-aqtivoba-gaizarda-290589709.html
ცესკო: ამომრჩეველთა აქტივობამ 17:00 საათისთვის 50,06% შეადგინა
ცესკო: ამომრჩეველთა აქტივობამ 17:00 საათისთვის 50,06% შეადგინა
Sputnik საქართველო
ხმის მიცემის პროცესს მონიტორინგს 1700-ზე მეტი საერთაშორისო და 111 ადგილობრივი ორგანიზაციის 23 ათასზე მეტი წარმომადგენელი უწევს. 26.10.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-10-26T17:55+0400
2024-10-26T17:55+0400
2024-10-26T17:58+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0a/1a/290574063_0:67:1280:787_1920x0_80_0_0_efbabdb4671ee96f4fb8bcb6b2c443a6.jpg
თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში საპარლამენტი არჩევნებზე 17:00 საათისათვის 1.768.816-მა ადამიანმა მისცა ხმა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 50,06%-ია, ნათქვამია ცესკოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშიდღეს ამომრჩევლები საქართველოს პარლამენტის 150 წევრს პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე აირჩევენ. კენჭისყრა ელექტრონული ტექნოლოგიების - ვერიფიკაციის და ხმების დათვლის აპარატების გამოყენებით იმართება. მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 5%-ს მიიღებენ. პარლამენტის არჩევნებში 18 პოლიტიკური პარტია მონაწილეობს.არჩევნები ჩაითვლება შემდგარად ნებისმიერი აქტივობის შემთხვევაში.წლევანდელ საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემას სულ 3.508.294 ამომრჩეველი შეძლებს, აქედან 95.910 უცხოეთში - საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები 42 ქვეყნის 53 ქალაქში 67 საარჩევნო უბანზე მისცემენ ხმას.საქართველოს პარლამენტის არჩევნებთან ერთად ერთად, რომელზეც დამოკიდებულია თუ ვინ მართავს ქვეყანას მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, დღეს ასევე ტარდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს და სამტრედიისა და ჩოხატაურის საკრებულოს შუალედური არჩევნები.ხმის მიცემის პროცესს მონიტორინგს 1700-ზე მეტი საერთაშორისო და 111 ადგილობრივი ორგანიზაციის 23 ათასზე მეტი წარმომადგენელი უწევს. პროცესს აშუქებს 199 მედიასაშუალების 2800-ზე მეტი წარმომადგენელი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0a/1a/290574063_71:0:1210:854_1920x0_80_0_0_b9ac04127e40c11e2f3323e71b4071df.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში
ცესკო: ამომრჩეველთა აქტივობამ 17:00 საათისთვის 50,06% შეადგინა
17:55 26.10.2024 (განახლებულია: 17:58 26.10.2024) ხმის მიცემის პროცესს მონიტორინგს 1700-ზე მეტი საერთაშორისო და 111 ადგილობრივი ორგანიზაციის 23 ათასზე მეტი წარმომადგენელი უწევს.
თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში საპარლამენტი არჩევნებზე 17:00 საათისათვის 1.768.816-მა ადამიანმა მისცა ხმა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 50,06%-ია, ნათქვამია ცესკოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში
დღეს ამომრჩევლები საქართველოს პარლამენტის 150 წევრს პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე აირჩევენ. კენჭისყრა ელექტრონული ტექნოლოგიების - ვერიფიკაციის და ხმების დათვლის აპარატების გამოყენებით იმართება. მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 5%-ს მიიღებენ. პარლამენტის არჩევნებში 18 პოლიტიკური პარტია მონაწილეობს.
არჩევნები ჩაითვლება შემდგარად ნებისმიერი აქტივობის შემთხვევაში.
წლევანდელ საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემას სულ 3.508.294 ამომრჩეველი შეძლებს, აქედან 95.910 უცხოეთში - საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები 42 ქვეყნის 53 ქალაქში 67 საარჩევნო უბანზე მისცემენ ხმას.
საქართველოს პარლამენტის არჩევნებთან ერთად ერთად, რომელზეც დამოკიდებულია თუ ვინ მართავს ქვეყანას მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, დღეს ასევე ტარდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს და სამტრედიისა და ჩოხატაურის საკრებულოს შუალედური არჩევნები.
ხმის მიცემის პროცესს მონიტორინგს 1700-ზე მეტი საერთაშორისო და 111 ადგილობრივი ორგანიზაციის 23 ათასზე მეტი წარმომადგენელი უწევს. პროცესს აშუქებს 199 მედიასაშუალების 2800-ზე მეტი წარმომადგენელი.