არჩევნები-2024: ცესკომ პირველადი შედეგები გამოაქვეყნა

© photo: Sputnik / Stringerცესკო
ცესკო - Sputnik საქართველო, 1920, 26.10.2024
გამოწერა
ამ დროისთვის ხმები დათვლილია 70% უბანზე
თბილისი, 26 ოქტომბერი – Sputnik. ცესკომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა.
ცესკოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემებით, 3111 საარჩევნო უბნიდან დათვლილია 2176 უბნის მონაცემები (69,945%).
ამ მომენტისთვის პირველი ხუთეული ასე გამოიყურება:
„ქართული ოცნება“ - 52,988% (921.067 ხმა)
„კოალიცია ცვლილებებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა“ - 11,199% (194.662 ხმა)
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ - 9,805% (170.442 ხმა)
„ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ - 9,04% (157.143 ხმა)
„გახარია საქართველოსთვის“ - 8,243% (143.289 ხმა)
რაც შეეხება საარჩევნო სუბიექტებს, რომლებმაც ამომრჩეველთა ხმების 2%-ზე მეტი მოიპოვეს, ესენი არიან:
„გირჩი“ - 3,229% (56.980 ხმა)
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ - 2,533% (44.689 ხმა)
საქართველოში 26 ოქტომბერს პირველად ჩატარდა არჩევნები პროპორციული სისტემით (პარტიული სიებით) და ელექტრონული ტექნოლოგიების - ვერიფიკაციის და ხმების დათვლის აპარატების გამოყენებით.
არჩევნებში მონაწილეობდა სულ 18 პარტია, აქედან ხუთმა თავის პარტიულ სიებში კოალიციის პარტნიორთა პარტიული სიები შეიყვანეს.
ამომრჩევლები საქართველოს პარლამენტის 150 წევრს პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე ირჩევდნენ (საპარლამენტო უმრავლესობის მოსაპოვებლად პარტიას პარლამენტში სულ მცირე 113 დეპუტატის გაყვანა სჭირდება). მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 5%-ს მიიღებენ.
წლევანდელ საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემის უფლება სულ 3.508.294 ამომრჩეველს ჰქონდა, აქედან 95.910 უცხოეთში - საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები 42 ქვეყნის 53 ქალაქში 67 საარჩევნო უბანზე აძლევდნენ ხმას.
საქართველოს პარლამენტის არჩევნებთან ერთად ერთად, რომელზეც დამოკიდებულია თუ ვინ მართავს ქვეყანას მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, დღეს ასევე ტარდებოდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს და სამტრედიისა და ჩოხატაურის საკრებულოს შუალედური არჩევნები.
ხმის მიცემის პროცესს მონიტორინგს 1700-ზე მეტი საერთაშორისო და 111 ადგილობრივი ორგანიზაციის 23 ათასზე მეტი წარმომადგენელი უწევს. პროცესს აშუქებს 199 მედიასაშუალების 2800-ზე მეტი წარმომადგენელი.
ყველა ახალი ამბავი
0