https://sputnik-georgia.com/20241026/aqtiuri-saarchevno-ubnebi-monacemebi-ganaxlda-290590300.html
ყველაზე აქტიური საარჩევნო ოლქები - 17 საათის მონაცემები
ყველაზე აქტიური საარჩევნო ოლქები - 17 საათის მონაცემები
Sputnik საქართველო
17:00 საათისთვის ქვეყანაში ხმა მისცა ამომრჩეველთა 50,6%-მა 26.10.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-10-26T18:26+0400
2024-10-26T18:26+0400
2024-10-26T18:26+0400
ახალი ამბები
საქართველო
ცესკო
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0a/1a/290573970_0:67:1280:787_1920x0_80_0_0_282613c652d5b9152d96bf8373af26da.jpg
თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. საპარლამენტო არჩევნებზე ყველაზე მაღალი აქტივობა რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო ქართლში დაფიქსირდა, სადაც 17:00 საათისთვის ამომრჩეველთა 60%-ზე მეტმა მისცა ხმა, ნათქვამია ცესკოს მასალებში.საქართველოს მასშტაბით 17:00 საათისთვის არჩევნებში მონაწილეობა, ჯამში, ამომრჩეველთა 50,6%-მა მიიღო. მაღალი აქტივობა ასევე შეინიშნება გურიაში, სადაც საკუთარი არჩევანი მოქალაქეების 53,74%-მა გააკეთა, აჭარაში - 53,05% და თბილისში - 52,42%.საქართველოს დედაქალაქში ყველაზე მაღალი აქტივობა მთაწმინდის, ვაკისა და საბურთალოს რაიონებში დაფიქსირდა. ვაკეში 17:00 საათისთვის არჩევანი გააკეთა რაიონის ამომრჩეველთა 59,58%-მა.აქტივობა რეგიონების მიხედვით 17:00 საათის მდგომარეობით:დღეს ამომრჩევლები საქართველოს პარლამენტის 150 წევრს პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე აირჩევენ. კენჭისყრა ელექტრონული ტექნოლოგიების - ვერიფიკაციის და ხმების დათვლის აპარატების გამოყენებით იმართება. მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 5%-ს მიიღებენ. პარლამენტის არჩევნებში 18 პოლიტიკური პარტია მონაწილეობს.წლევანდელ საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემას სულ 3.508.294 ამომრჩეველი შეძლებს, აქედან 95.910 უცხოეთში - საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები 42 ქვეყნის 53 ქალაქში 67 საარჩევნო უბანზე მისცემენ ხმას.საქართველოს პარლამენტის არჩევნებთან ერთად ერთად, რომელზეც დამოკიდებულია თუ ვინ მართავს ქვეყანას მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, დღეს ასევე ტარდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს და სამტრედიისა და ჩოხატაურის საკრებულოს შუალედური არჩევნები.ხმის მიცემის პროცესს მონიტორინგს 1700-ზე მეტი საერთაშორისო და 111 ადგილობრივი ორგანიზაციის 23 ათასზე მეტი წარმომადგენელი უწევს. პროცესს აშუქებს 199 მედიასაშუალების 2800-ზე მეტი წარმომადგენელი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0a/1a/290573970_71:0:1210:854_1920x0_80_0_0_44a704754dd493554153f520cfc980d1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ცესკო, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, ცესკო, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში
ყველაზე აქტიური საარჩევნო ოლქები - 17 საათის მონაცემები
17:00 საათისთვის ქვეყანაში ხმა მისცა ამომრჩეველთა 50,6%-მა
თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. საპარლამენტო არჩევნებზე ყველაზე მაღალი აქტივობა რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო ქართლში დაფიქსირდა, სადაც 17:00 საათისთვის ამომრჩეველთა 60%-ზე მეტმა მისცა ხმა, ნათქვამია ცესკოს მასალებში.
საქართველოს მასშტაბით 17:00 საათისთვის არჩევნებში მონაწილეობა, ჯამში, ამომრჩეველთა 50,6%-მა მიიღო. მაღალი აქტივობა ასევე შეინიშნება გურიაში, სადაც საკუთარი არჩევანი მოქალაქეების 53,74%-მა გააკეთა, აჭარაში - 53,05% და თბილისში - 52,42%.
საქართველოს დედაქალაქში ყველაზე მაღალი აქტივობა მთაწმინდის, ვაკისა და საბურთალოს რაიონებში დაფიქსირდა. ვაკეში 17:00 საათისთვის არჩევანი გააკეთა რაიონის ამომრჩეველთა 59,58%-მა.
აქტივობა რეგიონების მიხედვით 17:00 საათის მდგომარეობით:
სამეგრელო-ზემო სვანეთი – 47,84% (160 651)
თბილისი – 52,42% (540 549)
კახეთი – 51,33% (151 339)
მცხეთა-მთიანეთი – 51,93% (46 132)
ქვემო ქართლი – 42,29% (169 472 )
შიდა ქართლი – 50,67% (119 444)
სამცხე-ჯავახეთი – 52,38% (75 207)
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სცანეთი – 61,81% (17 989)
იმერეთი – 51,26% ( 264 496)
დღეს ამომრჩევლები საქართველოს პარლამენტის 150 წევრს პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე აირჩევენ. კენჭისყრა ელექტრონული ტექნოლოგიების - ვერიფიკაციის და ხმების დათვლის აპარატების გამოყენებით იმართება. მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 5%-ს მიიღებენ. პარლამენტის არჩევნებში 18 პოლიტიკური პარტია მონაწილეობს.
წლევანდელ საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემას სულ 3.508.294 ამომრჩეველი შეძლებს, აქედან 95.910 უცხოეთში - საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები 42 ქვეყნის 53 ქალაქში 67 საარჩევნო უბანზე მისცემენ ხმას.
საქართველოს პარლამენტის არჩევნებთან ერთად ერთად, რომელზეც დამოკიდებულია თუ ვინ მართავს ქვეყანას მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, დღეს ასევე ტარდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს და სამტრედიისა და ჩოხატაურის საკრებულოს შუალედური არჩევნები.
ხმის მიცემის პროცესს მონიტორინგს 1700-ზე მეტი საერთაშორისო და 111 ადგილობრივი ორგანიზაციის 23 ათასზე მეტი წარმომადგენელი უწევს. პროცესს აშუქებს 199 მედიასაშუალების 2800-ზე მეტი წარმომადგენელი.