https://sputnik-georgia.com/20241026/aqtiuri-saarchevno-ubnebi-monacemebi-ganaxlda-290588821.html
ყველაზე აქტიური საარჩევნო ოლქები - ბოლო მონაცემები
ყველაზე აქტიური საარჩევნო ოლქები - ბოლო მონაცემები
Sputnik საქართველო
საქართველოს დედაქალაქში ყველაზე მაღალი აქტივობა მთაწმინდის, ვაკისა და საბურთალოს რაიონებში დაფიქსირდა. 26.10.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-10-26T17:28+0400
2024-10-26T17:28+0400
2024-10-26T17:39+0400
საქართველო
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში
პოლიტიკა საქართველოში
ცესკო
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0a/1a/290574123_0:67:1280:787_1920x0_80_0_0_a3d60bbb897174692e33dbc5ef2562d5.jpg
თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. საპარლამენტო არჩევნებზე ყველაზე მაღალი აქტივობა რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო ქართლში დაფიქსირდა, სადაც 15:00 საათისთვის ამომრჩეველთა ნახევარზე მეტმა მისცა ხმა, ნათქვამია ცესკოს მასალებში.საქართველოს მასშტაბით 15:00 საათისთვის არჩევნებში მონაწილეობა, ჯამში, ამომრჩეველთა 41,62%-მა (1 454 837 ამომრჩეველი) მიიღო. მაღალი აქტივობა ასევე შეინიშნება გურიაში, სადაც საკუთარი არჩევანი მოქალაქეების 43,74%-მა გააკეთა, სამცხე-ჯავახეთში - 43,42%, კახეთში - 42,58% და თბილისში - 42,42%.საქართველოს დედაქალაქში ყველაზე მაღალი აქტივობა მთაწმინდის, ვაკისა და საბურთალოს რაიონებში დაფიქსირდა. თბილისისა და რეგიონების მიხედვით პროცენტული განაწილება შემდეგია:დღეს ამომრჩევლები საქართველოს პარლამენტის 150 წევრს პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე აირჩევენ. კენჭისყრა ელექტრონული ტექნოლოგიების - ვერიფიკაციის და ხმების დათვლის აპარატების გამოყენებით იმართება. მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 5%-ს მიიღებენ. პარლამენტის არჩევნებში 18 პოლიტიკური პარტია მონაწილეობს.წლევანდელ საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემას სულ 3.508.294 ამომრჩეველი შეძლებს, აქედან 95.910 უცხოეთში - საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები 42 ქვეყნის 53 ქალაქში 67 საარჩევნო უბანზე მისცემენ ხმას.საქართველოს პარლამენტის არჩევნებთან ერთად ერთად, რომელზეც დამოკიდებულია თუ ვინ მართავს ქვეყანას მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, დღეს ასევე ტარდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს და სამტრედიისა და ჩოხატაურის საკრებულოს შუალედური არჩევნები.ხმის მიცემის პროცესს მონიტორინგს 1700-ზე მეტი საერთაშორისო და 111 ადგილობრივი ორგანიზაციის 23 ათასზე მეტი წარმომადგენელი უწევს. პროცესს აშუქებს 199 მედიასაშუალების 2800-ზე მეტი წარმომადგენელი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0a/1a/290574123_71:0:1210:854_1920x0_80_0_0_750668121b438c504be9d6082641f086.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, პოლიტიკა საქართველოში, ცესკო, ახალი ამბები
საქართველო, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, პოლიტიკა საქართველოში, ცესკო, ახალი ამბები
ყველაზე აქტიური საარჩევნო ოლქები - ბოლო მონაცემები
17:28 26.10.2024 (განახლებულია: 17:39 26.10.2024) საქართველოს დედაქალაქში ყველაზე მაღალი აქტივობა მთაწმინდის, ვაკისა და საბურთალოს რაიონებში დაფიქსირდა.
თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. საპარლამენტო არჩევნებზე ყველაზე მაღალი აქტივობა რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო ქართლში დაფიქსირდა, სადაც 15:00 საათისთვის ამომრჩეველთა ნახევარზე მეტმა მისცა ხმა, ნათქვამია ცესკოს მასალებში.
საქართველოს მასშტაბით 15:00 საათისთვის არჩევნებში მონაწილეობა, ჯამში, ამომრჩეველთა 41,62%-მა (1 454 837 ამომრჩეველი) მიიღო. მაღალი აქტივობა ასევე შეინიშნება გურიაში, სადაც საკუთარი არჩევანი მოქალაქეების 43,74%-მა გააკეთა, სამცხე-ჯავახეთში - 43,42%, კახეთში - 42,58% და თბილისში - 42,42%.
საქართველოს დედაქალაქში ყველაზე მაღალი აქტივობა მთაწმინდის, ვაკისა და საბურთალოს რაიონებში დაფიქსირდა. თბილისისა და რეგიონების მიხედვით პროცენტული განაწილება შემდეგია:
სამეგრელო-ზემო სვანეთი– 40,46% (135 863)
თბილისი – 42,42% (125 558)
კახეთი – 42,58% (125 558)
მცხეთა-მთიანეთი– 42,86% (38 073)
ქვემო ქართლი – 35,64% (142 851)
შიდა ქართლი – 41,72% (98 338)
სამცხე-ჯავახეთი– 43,42% ( 62 339)
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 54,17% (15 765)
იმერეთი – 42,79% (220 771)
დღეს ამომრჩევლები საქართველოს პარლამენტის 150 წევრს პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე აირჩევენ. კენჭისყრა ელექტრონული ტექნოლოგიების - ვერიფიკაციის და ხმების დათვლის აპარატების გამოყენებით იმართება. მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 5%-ს მიიღებენ. პარლამენტის არჩევნებში 18 პოლიტიკური პარტია მონაწილეობს.
წლევანდელ საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემას სულ 3.508.294 ამომრჩეველი შეძლებს, აქედან 95.910 უცხოეთში - საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები 42 ქვეყნის 53 ქალაქში 67 საარჩევნო უბანზე მისცემენ ხმას.
საქართველოს პარლამენტის არჩევნებთან ერთად ერთად, რომელზეც დამოკიდებულია თუ ვინ მართავს ქვეყანას მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, დღეს ასევე ტარდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს და სამტრედიისა და ჩოხატაურის საკრებულოს შუალედური არჩევნები.
ხმის მიცემის პროცესს მონიტორინგს 1700-ზე მეტი საერთაშორისო და 111 ადგილობრივი ორგანიზაციის 23 ათასზე მეტი წარმომადგენელი უწევს. პროცესს აშუქებს 199 მედიასაშუალების 2800-ზე მეტი წარმომადგენელი.