მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

შეწყვიტეთ სხვა ქვეყნებისთვის ლექციების კითხვა: შარლ მიშელის მოწოდება ევროკავშირისადმი

© AFP 2024 / Georgia's President Press service
  - Sputnik საქართველო, 1920, 25.10.2024
გამოწერა
თბილისი, 25 ოქტომბერი — Sputnik. ევროპის საბჭოს ხელმძღვანელმა შარლ მიშელმა, რომელიც თანამდებობას ნოემბრის ბოლოს ტოვებს, ყაზანში BRICS-ის სამიტის შემდეგ, Financial Times-თან ინტერვიუში, მოუწოდა ევროკავშირს, შეწყვიტოს „ლექციების კითხვა“ მსოფლიოს სხვა ქვეყნებისთვის.

„ევროკავშირის პარტნიორი ქვეყნების მონაწილეობა რუსეთში გამართულ სამიტში, რომელიც ვლადიმირ პუტინის მიერაა ორგანიზებული, არის გზავნილი ბრიუსელისთვის, შეწყვიტოს ლექციების წაკითხვა მსოფლიოს სხვა ნაწილებისთვის“, - თქვა მიშელმა.

მისი თქმით, ევროკავშირმა მეტი პატივისცემა უნდა გამოიჩინოს განვითარებადი ქვეყნების მიმართ, რომლებთანაც ხელი აქვს მოწერილი შეთანხმებებზე სტრატეგიული, სავაჭრო და პოლიტიკური თანამშრომლობის შესახებ, თუ ბლოკს სურს, წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთისა და ჩინეთის გავლენების გაფართოებას.
„დარწმუნებულები ვართ, რომ ვიცით, რა არის სწორი და რა — არასწორი. და არ ვცდილობთ, გავიგოთ, რატომ ფიქრობენ [სხვა ქვეყნები] განსხვავებულად“, — განაცხადა მიშელმა და ურჩია ევროკავშირს, ახალი მიდგომა აირჩიოს ასეთ ქვეყნებთან ურთიერთობისთვის.
BRICS – სახელმწიფოთაშორისი ასოციაცია, რომელიც 2006 წელს შეიქმნა რუსეთის, ჩინეთის, ინდოეთისა და ბრაზილიის მიერ. 2011 წელს გაერთიანებას სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა შეუერთდა, 2024 წლის დასაწყისიდან კი – ეგვიპტე, ეთიოპია, ირანი, არაბთა გაერთიანებული საამიროები და საუდის არაბეთი.
BRICS-ის სამიტი ყაზანში 22-24 ოქტომბერს გაიმართა.
ყველა ახალი ამბავი
0