https://sputnik-georgia.com/20241025/saqartvelos-premier-ministrma-evroniuss-interviu-misca-290541147.html
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა Euronews-ს ინტერვიუ მისცა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა Euronews-ს ინტერვიუ მისცა
Sputnik საქართველო
საქართველოს არ შეუძლია ეკონომიკური სანქციებით რუსეთის ეკონომიკისთვის ზიანის მიყენება 25.10.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-10-25T20:56+0400
2024-10-25T20:56+0400
2024-10-25T20:56+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ირაკლი კობახიძე
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
ქართულ–რუსული ურთიერთობები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/08/0c/289412417_0:0:2000:1125_1920x0_80_0_0_b1c6162073da124db8e195a5d1665154.jpg
თბილისი, 25 ოქტომბერი — Sputnik. რუსეთი ვერ შეძლებს არსებითად რაიმე გავლენის მოხდენას საქართველოში დაგეგმილ არჩევნებზე, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ევრონიუსისთვის" მიცემულ ინტერვიუში.პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ინტერვიუს სატელევიზიო ვერსია დღეს ეთერში 23:00 საათზე გავა. პრემიერის ინტერვიუდან ამონარიდები მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა.მე-11 მოწვევის პარლამენტის არჩევნები 26 ოქტომბერს ახალი საარჩევნო სისტემით და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით გაიმართება.როგორც კობახიძემ განაცხადა, საქართველოს წილი რუსეთის მთლიან სავაჭრო ბრუნვაში იმდენად მიზერულია, რომ საქართველო რუსეთის ეკონომიკას რაიმე სანქციებით ვერ დააზარალებს. მისი თქმით, ოპოზიცია დაჟინებით მოითხოვდა საქართველოს ხელისუფლების მიერ სანქციების დაწესებას, თუმცა სხვა გადაწყვეტილება იქნა მიღებული.„საქართველოს წილი რუსეთის მთლიან ვაჭრობაში არის 0.3%. რა თქმა უნდა, საქართველოს არ შეუძლია ეკონომიკური სანქციებით რუსეთის ეკონომიკისთვის ზიანის მიყენება. ამავე დროს, სანქციების შემოღება კონფლიქტის ესკალაციის ტოლფასი იქნებოდა. ამიტომ, ჩვენ გვქონდა ძალიან მყარი საფუძველი, არ დაგვეკმაყოფილებინა ოპოზიციის მოთხოვნა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.პრემიერმა აღნიშნა, რომ ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს, რათა აღიკვეთოს საქართველოს ტერიტორიის გამოყენება სანქციებისგან თავის ასარიდებლად.უკრაინაში კონფლიქტის დაწყებისთანავე საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციებს არ დააწესებდა, რადგან ამით მხოლოდ საქართველო დაზარალდებოდა. საქართველოს ხელისუფლება სისტემატურად აცხადებს, რომ ქვეყანა იცავს საერთაშორისო ანტირუსულ სანქციებს, რომლებიც დაკავშირებულია ფინანსებთან და საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან. დღემდე არცერთი გამოთქმული ბრალდება არ დადასტურებულა.ჟურნალისტის კითხვას, როდის ჰქონდა ბოლო საუბარი კრემლთან, კობახიძემ შეახსენა, რომ საქართველოს არ აქვს დიპლომატიური ურთიერთობები მეზობელ ქვეყანასთან.საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. საქართველომ ის 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სუვერენიტეტის აღიარების შემდეგ გაწყვიტა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/08/0c/289412417_200:0:1979:1334_1920x0_80_0_0_6667ceb864e82136c47f2805a590436c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ქართულ–რუსული ურთიერთობები
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ქართულ–რუსული ურთიერთობები
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა Euronews-ს ინტერვიუ მისცა
საქართველოს არ შეუძლია ეკონომიკური სანქციებით რუსეთის ეკონომიკისთვის ზიანის მიყენება
თბილისი, 25 ოქტომბერი — Sputnik. რუსეთი ვერ შეძლებს არსებითად რაიმე გავლენის მოხდენას საქართველოში დაგეგმილ არჩევნებზე, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ევრონიუსისთვის" მიცემულ ინტერვიუში.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ინტერვიუს სატელევიზიო ვერსია დღეს ეთერში 23:00 საათზე გავა. პრემიერის ინტერვიუდან ამონარიდები მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა.
მე-11 მოწვევის პარლამენტის არჩევნები 26 ოქტომბერს ახალი საარჩევნო სისტემით და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით გაიმართება.
„რუსეთს არ აქვს გავლენა საქართველოში. არ არსებობს პოლიტიკური პარტიები, რომლებითაც ის მოახდენდა გავლენას. ასევე არ არსებობს გავლენა მედიის მხრივ. სწორედ ამიტომ ვერ შეძლებს რუსეთი არსებითად რაიმე გავლენის მოხდენას საქართველოში დაგეგმილ არჩევნებზე“, - განაცხადა პრემიერმა.
როგორც კობახიძემ განაცხადა, საქართველოს წილი რუსეთის მთლიან სავაჭრო ბრუნვაში იმდენად მიზერულია, რომ საქართველო რუსეთის ეკონომიკას რაიმე სანქციებით ვერ დააზარალებს. მისი თქმით, ოპოზიცია დაჟინებით მოითხოვდა საქართველოს ხელისუფლების მიერ სანქციების დაწესებას, თუმცა სხვა გადაწყვეტილება იქნა მიღებული.
„საქართველოს წილი რუსეთის მთლიან ვაჭრობაში არის 0.3%. რა თქმა უნდა, საქართველოს არ შეუძლია ეკონომიკური სანქციებით რუსეთის ეკონომიკისთვის ზიანის მიყენება. ამავე დროს, სანქციების შემოღება კონფლიქტის ესკალაციის ტოლფასი იქნებოდა. ამიტომ, ჩვენ გვქონდა ძალიან მყარი საფუძველი, არ დაგვეკმაყოფილებინა ოპოზიციის მოთხოვნა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერმა აღნიშნა, რომ ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს, რათა აღიკვეთოს საქართველოს ტერიტორიის გამოყენება სანქციებისგან თავის ასარიდებლად.
უკრაინაში კონფლიქტის დაწყებისთანავე საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციებს არ დააწესებდა, რადგან ამით მხოლოდ საქართველო დაზარალდებოდა. საქართველოს ხელისუფლება სისტემატურად აცხადებს, რომ ქვეყანა იცავს საერთაშორისო ანტირუსულ სანქციებს, რომლებიც დაკავშირებულია ფინანსებთან და საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან. დღემდე არცერთი გამოთქმული ბრალდება არ დადასტურებულა.
ჟურნალისტის კითხვას, როდის ჰქონდა ბოლო საუბარი კრემლთან, კობახიძემ შეახსენა, რომ საქართველოს არ აქვს დიპლომატიური ურთიერთობები მეზობელ ქვეყანასთან.
„საქართველო, ალბათ ერთადერთი ქვეყანაა რეგიონში, რომელსაც არ აქვს დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან. ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან ევროპასა და აშშ-ში. ასეთია სურათი, დღეის მდგომარეობით“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. საქართველომ ის 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სუვერენიტეტის აღიარების შემდეგ გაწყვიტა.