https://sputnik-georgia.com/20241025/ruset-ukrainis-konfliqti-290538599.html
მიმოხილვა: რუსეთის შეტევა კურახოვოზე
მიმოხილვა: რუსეთის შეტევა კურახოვოზე
Sputnik საქართველო
რუსეთის არმია, უგლედარის გათავისუფლების შემდეგ, აგრძელებს უკრაინის „მაჟინოს ხაზის“ გარღვევას დონბასში. უკრაინის შეიარაღებული ძალების ძირითადი გამაგრებული... 25.10.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-10-25T18:26+0400
2024-10-25T18:26+0400
2024-10-25T18:26+0400
ანალიტიკა
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0a/19/290538429_0:161:3071:1888_1920x0_80_0_0_9efaa80b177bc5441b0afa2c4e54e75e.jpg
რუსეთის არმია, უგლედარის გათავისუფლების შემდეგ, აგრძელებს უკრაინის „მაჟინოს ხაზის“ გარღვევას დონბასში. უკრაინის შეიარაღებული ძალების ძირითადი გამაგრებული პოზიციები განლაგებულია ქალაქებში კურახოვო, სელიდოვო, პოკროვსკი. „სამხრეთის“ ჯარის დამრტყმელი დანაყოფები დევნიან მტერს კურახოვოს აღმოსავლეთ საზღვრებიდან და ბრძოლებით მიიწევენ დასავლეთისკენ.რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აღნიშნავს სამხრეთის ჯარის აქტიურ შეტევით მოქმედებებს დონბასში. გასული დღის განმავლობაში მტრის ცხრა ბრიგადის (სადესანტო-მოიერიშე, აერომობილური და საზღვაო ქვეითი ბრიგადები) ნაწილები განადგურდა სემენოვკას, ზვანოვკას, ვასიუკოვკას, ჩასოვ იარისა და კურახოვოს რაიონებში. 22 ოქტომბერს, რუსულმა დანაყოფებმა კურახოვოს შტურმი დაიწყეს. უკრაინის ჯარებმა მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადეს და დატოვეს პოზიციები ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში.უკრაინის შეიარაღებული ძალების 46-ე აერომობილური ბრიგადის ხელმძღვანელობა ვარაუდობს, რომ რუსული ჯარები კურახოვოში გამოიყენებენ „ავდეევკო-უგლედარის“ ტაქტიკას: მტრის დაჯგუფების ოპერატიულ ალყაში მოქცევას და უკრაინული დანაყოფების განადგურებას არტილერიისა და ავიაციის მასობრივი ცეცხლის გამოყენებით.ესპანური გაზეთი El País თავის რეპორტაჟში კურახოვოდან აღნიშნავს, რომ უკრაინის მთავარი პრობლემა ცოცხალი ძალის სიმცირეა, ხოლო რუსული ჯარები „უკეთ არის აღჭურვილი, მომზადებული და ადაპტირებული ამ ომისთვის.“ მანამდე ბრიტანელმა ანალიტიკოსმა ალექსანდრ მერკურისმა განაცხადა, რომ უკრაინული ბრიგადები უგლედარის დაკარგვის შემდეგ დემორალიზებულია და აჯანყებებს აწყობენ, რაც სულ უფრო ხშირად ხდება.უკრაინის ჯარის რეზერვები იწურება. ამერიკელი პოლიტიკოსები ზეწოლას ახდენენ კიევზე, რათა დაიწიოს გაწვევის ასაკი და მეტი 18-25 წლის ახალწვეული გაიწვიონ. ამავდროულად, გაეროს მოსახლეობის ფონდი აცხადებს, რომ 2014 წლიდან უკრაინის მოსახლეობა 10 მილიონით შემცირდა.ამავე დროს, რუსეთის არმია ბრძოლებს აწარმოებს გორნიაკის ცენტრში, რომელიც კურახოვოდან ჩრდილო-აღმოსავლეთით შვიდ კილომეტრშია. „ცენტრის“ ჯარებმა დაიწყეს სელიდოვოს შტურმი, ხოლო უკრაინული გარნიზონი ალყაში აღმოჩნდა. რუსული არმიის შეტევის ტემპი იზრდება სხვა მიმართულებებითაც.ამასთან, რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალები ახორციელებენ დარტყმებს უკრაინის ობიექტებზე ღრმა ზურგში, მათ შორის საწარმოებზე, აეროდრომებზე და საკომუნიკაციო ცენტრებზე. კიევისთვის კაპიტულაცია ერთადერთი გამოსავალია.უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში შესვლის საკითხები ყოველთვის ამერიკული „შოკოლადი“ იყო უკრაინელი ხალხის თვითმკვლელ ომში მობილიზაციისთვის. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ დასავლეთისთვის უკრაინის დახმარების შესაძლებლობები იწურება. ამავდროულად, „ცხელდება“ ახლო აღმოსავლეთი და ტაივანი.გამოცემა Foreign Affairs ადასტურებს: კოლექტიურმა დასავლეთმა ვერ შეძლო კიევის რეჟიმისთვის საჭირო რაოდენობის იარაღისა და საბრძოლო მასალის მიწოდება –ორმოცდაათზე მეტი ქვეყნის სამხედრო წარმოების სიმძლავრეები არ აღმოჩნდა საკმარისი. სტატისტიკა შემაშფოთებელია. სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ განადგურდა: 646 თვითმფრინავი, 283 ვერტმფრენი, 34,173 უპილოტო საფრენი აპარატი, 583 საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი, 18,769 ტანკი და სხვა საბრძოლო ჯავშანტექნიკა, 1,478 მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა (RSZO), 16,607 საარტილერიო იარაღი და ნაღმმტყორცნები,თუ არ ჩავთვლით ცოცხალ ძალის უზარმაზარ დანაკარგებს.მეორეს მხრივ, რუსეთის შეიარაღებული ძალების საბრძოლო ძალა და სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის საწარმოო პოტენციალი მუდმივად იზრდება. შვეიცარიის დაზვერვის მთავარი დასკვნა ასეთია: დასავლეთი და უკრაინა უკვე დამარცხდნენ, ხოლო მსოფლიოს წინ გარდაქმნა ელოდება, რომელიც დასავლეთის ქვეყნებისთვის ნაკლებად მომგებიანი იქნება. ვაშინგტონს კი მართებს ყურის დაგდება, რათა თავიდან აიცილოს შემდგომი ტექნოლოგიური დამცირება და გეოპოლიტიკური სირცხვილი.რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0a/19/290538429_171:0:2900:2047_1920x0_80_0_0_f803eee937003191e9322f85ce3c5a6e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ანალიტიკა, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
ანალიტიკა, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
რუსეთის არმია, უგლედარის გათავისუფლების შემდეგ, აგრძელებს უკრაინის „მაჟინოს ხაზის“ გარღვევას დონბასში. უკრაინის შეიარაღებული ძალების ძირითადი გამაგრებული პოზიციები განლაგებულია ქალაქებში კურახოვო, სელიდოვო, პოკროვსკი. „სამხრეთის“ ჯარის დამრტყმელი დანაყოფები დევნიან მტერს კურახოვოს აღმოსავლეთ საზღვრებიდან და ბრძოლებით მიიწევენ დასავლეთისკენ.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აღნიშნავს სამხრეთის ჯარის აქტიურ შეტევით მოქმედებებს დონბასში. გასული დღის განმავლობაში მტრის ცხრა ბრიგადის (სადესანტო-მოიერიშე, აერომობილური და საზღვაო ქვეითი ბრიგადები) ნაწილები განადგურდა სემენოვკას, ზვანოვკას, ვასიუკოვკას, ჩასოვ იარისა და კურახოვოს რაიონებში. 22 ოქტომბერს, რუსულმა დანაყოფებმა კურახოვოს შტურმი დაიწყეს. უკრაინის ჯარებმა მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადეს და დატოვეს პოზიციები ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში.
უკრაინის შეიარაღებული ძალების 46-ე აერომობილური ბრიგადის ხელმძღვანელობა ვარაუდობს, რომ რუსული ჯარები კურახოვოში გამოიყენებენ „ავდეევკო-უგლედარის“ ტაქტიკას: მტრის დაჯგუფების ოპერატიულ ალყაში მოქცევას და უკრაინული დანაყოფების განადგურებას არტილერიისა და ავიაციის მასობრივი ცეცხლის გამოყენებით.
ესპანური გაზეთი El País თავის რეპორტაჟში კურახოვოდან აღნიშნავს, რომ უკრაინის მთავარი პრობლემა ცოცხალი ძალის სიმცირეა, ხოლო რუსული ჯარები „უკეთ არის აღჭურვილი, მომზადებული და ადაპტირებული ამ ომისთვის.“ მანამდე ბრიტანელმა ანალიტიკოსმა ალექსანდრ მერკურისმა განაცხადა, რომ უკრაინული ბრიგადები უგლედარის დაკარგვის შემდეგ დემორალიზებულია და აჯანყებებს აწყობენ, რაც სულ უფრო ხშირად ხდება.
უკრაინის ჯარის რეზერვები იწურება. ამერიკელი პოლიტიკოსები ზეწოლას ახდენენ კიევზე, რათა დაიწიოს გაწვევის ასაკი და მეტი 18-25 წლის ახალწვეული გაიწვიონ. ამავდროულად, გაეროს მოსახლეობის ფონდი აცხადებს, რომ 2014 წლიდან უკრაინის მოსახლეობა 10 მილიონით შემცირდა.
ამავე დროს, რუსეთის არმია ბრძოლებს აწარმოებს გორნიაკის ცენტრში, რომელიც კურახოვოდან ჩრდილო-აღმოსავლეთით შვიდ კილომეტრშია. „ცენტრის“ ჯარებმა დაიწყეს სელიდოვოს შტურმი, ხოლო უკრაინული გარნიზონი ალყაში აღმოჩნდა. რუსული არმიის შეტევის ტემპი იზრდება სხვა მიმართულებებითაც.
ამასთან, რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალები ახორციელებენ დარტყმებს უკრაინის ობიექტებზე ღრმა ზურგში, მათ შორის საწარმოებზე, აეროდრომებზე და საკომუნიკაციო ცენტრებზე. კიევისთვის კაპიტულაცია ერთადერთი გამოსავალია.
უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში შესვლის საკითხები ყოველთვის ამერიკული „შოკოლადი“ იყო უკრაინელი ხალხის თვითმკვლელ ომში მობილიზაციისთვის. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ დასავლეთისთვის უკრაინის დახმარების შესაძლებლობები იწურება. ამავდროულად, „ცხელდება“ ახლო აღმოსავლეთი და ტაივანი.
გამოცემა Foreign Affairs ადასტურებს: კოლექტიურმა დასავლეთმა ვერ შეძლო კიევის რეჟიმისთვის საჭირო რაოდენობის იარაღისა და საბრძოლო მასალის მიწოდება –ორმოცდაათზე მეტი ქვეყნის სამხედრო წარმოების სიმძლავრეები არ აღმოჩნდა საკმარისი. სტატისტიკა შემაშფოთებელია. სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ განადგურდა: 646 თვითმფრინავი, 283 ვერტმფრენი, 34,173 უპილოტო საფრენი აპარატი, 583 საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი, 18,769 ტანკი და სხვა საბრძოლო ჯავშანტექნიკა, 1,478 მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა (RSZO), 16,607 საარტილერიო იარაღი და ნაღმმტყორცნები,თუ არ ჩავთვლით ცოცხალ ძალის უზარმაზარ დანაკარგებს.
მეორეს მხრივ, რუსეთის შეიარაღებული ძალების საბრძოლო ძალა და სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის საწარმოო პოტენციალი მუდმივად იზრდება. შვეიცარიის დაზვერვის მთავარი დასკვნა ასეთია: დასავლეთი და უკრაინა უკვე დამარცხდნენ, ხოლო მსოფლიოს წინ გარდაქმნა ელოდება, რომელიც დასავლეთის ქვეყნებისთვის ნაკლებად მომგებიანი იქნება. ვაშინგტონს კი მართებს ყურის დაგდება, რათა თავიდან აიცილოს შემდგომი ტექნოლოგიური დამცირება და გეოპოლიტიკური სირცხვილი.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე