https://sputnik-georgia.com/20241025/opozicia-tarlituri-gzit-nasovni-fulit-finansdeba-kalaze-290531869.html
ოპოზიცია თაღლითური გზით ნაშოვნი ფულით ფინანსდება: კალაძის კომენტარი „ქოლცენტრების“ საქმეზე
ოპოზიცია თაღლითური გზით ნაშოვნი ფულით ფინანსდება: კალაძის კომენტარი „ქოლცენტრების“ საქმეზე
Sputnik საქართველო
გუშინ სამ სავარაუდო კრიმინალურ „ქოლცენტრში“ ჩხრეკა ჩატარდა. 25.10.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-10-25T16:05+0400
2024-10-25T16:05+0400
2024-10-25T16:05+0400
ახალი ამბები
საქართველო
კახა კალაძე
ქართული ოცნება
გახმაურებული სასამართლო პროცესები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/01/286042771_0:52:1280:773_1920x0_80_0_0_30a713d70f84c14c00bd44eafc661a97.jpg
თბილისი, 25 ოქტომბერი — Sputnik. დაუსწრებლად გასამართლებული თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი ერთ-ერთი შემქმნელია იმ თაღლითური სქემის, რომლის მეშვეობითაც „შავი ფულით“ ოპოზიციური პარტიები და მედიები ფინანსდებიან, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ გენმდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ.გუშინ, მასშტაბური სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში სამ სავარაუდო „ქოლცენტრში“ ჩხრეკა ჩატარდა. საქართველოში დანაშაულებრივი ქოლ-ცენტრების წინააღმდეგ ბრძოლა 2021 წლიდან დაიწყო. მაშინვე ქვეყნის იმ დროინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ტრანსნაციონალური დანაშაულის უკან დგას კეზერაშვილი, რომელიც ახლა ისრაელის მოქალაქეა. უკვე 2023 წელს ამ დასკვნამდე მივიდა BBC-ც, რომელმაც ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარა.ქოლცენტრების საქმე: სამართალდამცველებმა სამი ობიექტი გაჩხრიკეს>>ამას წერტილი უნდა დაესვას და ყველა დამნაშავემ პასუხი უნდა აგოს, განაცხადა კალაძემ.მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ საქართველოში „რადიკალურ ოპოზიციას" თავდაცვის ყოფილი მინისტრი და ოპოზიციური ტელეკომპანია „ფორმულას“ დამფუძნებელი აფინანსებს. „ოცნების“ წევრები კეზერაშვილს ოლიგარქს უწოდებენ, რომელიც ქვეყნის მთავარ ოპოზიციურ პარტიას, „ნაციონალურ მოძრაობას“ კულისებიდან მართავს.რაც შეეხება 24 ოქტომბერს ჩატარებულ ჩხრეკას, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ქოლ-ცენტრების საქმიანობა დაკავშირებულია იმავე ტიპის დანაშაულთან, რომლის გამოძიებაც მიმდინარეობს და საუბარია „გაცილებით უფრო დიდი მასშტაბის“ ფინანსებზე.ამავდროულად, ზოგიერთი თანამშრომელი შემხებლობაშია ადრე გამოვლენილ კრიმინალურ ქოლცენტრებთან, აღნიშნეს უწყებაში. დასაქმებულთა მნიშვნელოვანი ნაწილი რუსეთის მოქალაქეა, იტყობინება ტელეკომპანია „იმედი“.მედიის ცნობით, საგამოძიებო მოქმედებები თბილისსა და ქუთაისში გაიმართა. ჩხრეკა ჩატარდა ამერიკული საბროკერო კომპანია Concentrix-ში და ამერიკული კვლევითი ცენტრის Atlantic Council-ის თანამშრომლებთან, რომლებიც დეზინფორმაციის კვლევებით არის დაკავებული.ერთ-ერთი ობიექტი, რომელიც საგამოძიებო სამსახურმა შეამოწმა, ეკუთვნის კეზერაშვილის უახლოესი გარემოცვის წარმომადგენელს, ალექსანდრე ნინუას, იუწყება მედია. ის სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის უფროსი იყო იმ პერიოდში, როცა კეზერაშვილი თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობდა და რამდენიმე სისხლის სამართლის საქმის ფიგურანტიცაა.ჩხრეკა ასევე ჩატარდა ოპოზიციური ტელეკომპანია „ტვ პირველის“ გადაცემის მსახიობის სანდრო ცხადაძისა და მისი ძმის, ონისე ცხადაძის, ასევე ბიზნესმენ ვალერი ტყეშელაშვილის სახლებში.თავად ის ადამიანები, ვისთანაც ჩხრეკა ჩატარდა, უარყოფენ ჩართულობას თაღლითური ქოლ-ცენტრების საქმიანობაში. ხოლო Atlantic Council-ში დარწმუნებული არიან, რომ საქართველოს ხელისუფლება მეტ სინათლეს მოჰფენს საკუთარ ქმედებებს, უზრუნველყოფს მათი თანამშრომლების უსაფრთხოებას, დაუბრუნებს მათ ქონებას და „საშუალებას მისცემენ გააგრძელონ საქართველოს დემოკრატიაში მათი წვლილის შეტანა“.იმ პირთა ადვოკატების განცხადებით, რომელთა სახლებშიც ჩატარდა ჩხრეკა, სისხლის სამართლის საქმე სამი მუხლით მიმდინარეობს - ესაა თაღლითობა, ფულის გათეთრება, გადასახადებისგან თავის არიდება.გაჩხრეკილი სახლებიდან ამოღებულია კომპიუტერები, პლანშეტები და ტელეფონები.ოპოზიციამ კომპანიების ჩხრეკას წინასაარჩევნო რეპრესიები უწოდა და საქმის ფიგურანტებს სოლიდარობა გამოუცხადა.საქმის ახალი ფიგურანტები და დეტალებიჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ კომპანია „მორგან ლიმიტედი“ უკრაინის მოქალაქემ დააფუძნა, რომლის ბაზაზეც საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ ჩამოყალიბდა დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელიც საქართველოში 2019-2021 წლებში ფუნქციონირებდა.ამჯერად დააკავეს შპს Morgan Limited-ის სამი წარმომადგენელი, რომლებიც პასუხისმგებელნი იყვნენ უსაფრთხოების და გერმანულ-ინგლისურ მიმართულებებზე.დადგენილია, რომ სამივე დაკავებული უშუალოდ უძღვებოდა და აკონტროლებდა მათ დაქვემდებარებაში მყოფი პირების დანაშაულებრივ საქმიანობას, მათ შორის ანაწილებდნენ როლებს და ქმნიდნენ სათანადო პირობებს დანაშაულებრივი საქმიანობის ეფექტურად წარმართვისთვის.თავის მხრივ, სპეციალურად შერჩეული უცხო ენის მცოდნე პირები, სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით, უკავშირდებოდნენ ევროპის ქვეყნების მოქალაქეებს და მოტყუებით იყოლიებდნენ თითქოსდა მომგებიანი ინვესტიციის განხორციელებაზე.დაზარალებულებისგან მიღებულ აქტივებს ისინი რიცხავდნენ კრიმინალური ორგანიზაციის კონტროლირებად ელექტრონულ საფულეებზე. დაზარალებულთა მხრიდან დაბანდებული თანხისა და მოგების დაბრუნების მოთხოვნის შემთხვევაში, წყვეტდნენ მათთან ყოველგვარ კომუნიკაციას.უკანონოდ მოპოვებული შემოსავლის ლეგალიზაციის მიზნით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ფულს თავიანთ საბანკო ანგარიშებზე ათავსებდნენ და უშვებდნენ მიმოქცევაში, მათ შორის იძენდნენ მოძრავ და უძრავ ქონებას.სისხლის სამართლის პასუხისმგებაში საქართველოს კიდევ ორი მოქალაქე - ელდარ ბინიაშვილი და დავით თოდუა არის მიცემული. პროკურატურის ცნობით, ისინი არაოფიციალურად ფლობდნენ წილებს კრიმინალურ ქოლ ცენტრში და სხვა პირებთან ერთად იყვნენ ფაქტობრივი მფლობელები.გამოძიების ინფორმაციით, ბინიაშვილი და თოდუა უშუალოდ უძღვებოდნენ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის საქმიანობას, ანაწილებდნენ ფუნქციებს ჯგუფის სხვა წევრებს შორის და იღებდნენ ყველა იმ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, რაც აუცილებელი იყო დანაშაულებრივი ჯგუფის ყოველდღიური საქმიანობისთვის.ვინაიდან აღნიშნულ პირებს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი დატოვებული აქვთ, მათ მიმართ დაუსწრებლად დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა და მათი დაკავებისა და ქართული მართლმსაჯულების წინაშე წარდგენის მიზნით დაუყონებლივ გამოცხადდება საერთაშორისო ძებნა.საქმის ხუთივე ფიგურანტს 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება განსაკუთრებით დიდი ოდენობით თაღლითობისათვის და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისთვის.აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია ასევე 7 პირის, მათ შორის 1 იურიდიული პირის მიმართ.კერძოდ, ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით თაღლითობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დაკავებულია და ბრალი წარედგინა ქოლ-ცენტრების საქმიანობაში ჩართულ 4 პირს, ასევე დაუსწრებლად წარედგინა ბრალი ორ ფიზიკურ პირს და ერთ იურიდიულ პირს.ВВС-ს სკანდალური გამოძიებაბრიტანულმა სამაუწყებლო კომპანია ВВС-მ 12 აპრილს გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიების შედეგები, რომლის თანახმად, საერთაშორისო თაღლითური სქემის უკან ისრაელის მოქალაქე, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი დგას.გამოძიების მონაცემებით, საუბარია დაახლოებით ერთ მილიარდ დოლარზე მეტი თანხის მითვისებაზე.BBC-ს ცნობით, თაღლითურ სქემაში ფიგურირებს 152 კომპანია, მათ შორის საქართველოში მოქმედი კრიპტოვალუტით მოვაჭრე ფირმა Solo Capitals, რომელიც, სავარაუდოდ, არის საერთაშორისო დანაშაულებრივი ქსელის ნაწილი. ეს ქსელი პოლიციისთვის ცნობილია, როგორც „მილტონის ჯგუფი".BBC-ს მონაცემებით, იმ კომპანიებს შორის კავშირების კვლევისას, რომლებიც, სავარაუდოდ, ქოლ-ცენტრების მეშვეობით თაღლითობით იყვნენ დაკავებული, მუდმივად ფიგურირებდა ხუთი სახელი – დავით თოდუა, რატი ჭელიძე, გურამ გოგეშვილი, იოსებ მგელაძე და მაიკლ ბენიმინი. ისინი მითითებული იყვნენ სავაჭრო პლატფორმა „მილტონის ჯგუფის" ან ტექნოლოგიური კომპანიების მხარდამჭერი დირექტორების სახით.„პანამის დოკუმენტების" თანახმად (კონფიდენციალური დოკუმენტების გაჟონვა ახლანდელი და ყოფილი მსოფლიო ლიდერების ფარული საკუთრების არსებობის შესახებ), ჭელიძე, გოგეშვილი, მგელაძე და ბენიმინი არიან დირექტორები ან მაღალი თანამდებობის პირები ოფშორულ კომპანიებში ან შვილობილ კომპანიებში, რომლებიც „მილტონის ჯგუფში" შედიან.BBC ამტკიცებს, რომ ეს კომპანიები „მილტონის ჯგუფამდე" არსებობდნენ და მათ კვალს კეზერაშვილამდე მივყავართ.იქვე ნათქვამია, რომ არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ კეზერაშვილს რაიმე სახის პირდაპირი ფინანსური ინტერესი აქვს „მილტონის ჯგუფის" მიმართ. მაგრამ ამ ჯგუფთან დაკავშირებული კომპანიების რამდენიმე ყოფილმა თანამშრომელმა განაცხადა, რომ მათ პირდაპირი ურთიერთობა ჰქონდათ კეზერაშვილთან და მათ იცოდნენ, რომ მას ჯგუფთან კავშირი აქვს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/01/286042771_97:0:1236:854_1920x0_80_0_0_a386af6684d4b7ad01d8d0b82a3c3d27.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, კახა კალაძე , ქართული ოცნება , გახმაურებული სასამართლო პროცესები
ახალი ამბები, საქართველო, კახა კალაძე , ქართული ოცნება , გახმაურებული სასამართლო პროცესები
ოპოზიცია თაღლითური გზით ნაშოვნი ფულით ფინანსდება: კალაძის კომენტარი „ქოლცენტრების“ საქმეზე
გუშინ სამ სავარაუდო კრიმინალურ „ქოლცენტრში“ ჩხრეკა ჩატარდა.
თბილისი, 25 ოქტომბერი — Sputnik. დაუსწრებლად გასამართლებული თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი ერთ-ერთი შემქმნელია იმ თაღლითური სქემის, რომლის მეშვეობითაც „შავი ფულით“ ოპოზიციური პარტიები და მედიები ფინანსდებიან, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ გენმდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ.
გუშინ, მასშტაბური სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში სამ სავარაუდო „ქოლცენტრში“ ჩხრეკა ჩატარდა. საქართველოში დანაშაულებრივი ქოლ-ცენტრების წინააღმდეგ ბრძოლა 2021 წლიდან დაიწყო. მაშინვე ქვეყნის იმ დროინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ტრანსნაციონალური დანაშაულის უკან დგას კეზერაშვილი, რომელიც ახლა ისრაელის მოქალაქეა. უკვე 2023 წელს ამ დასკვნამდე მივიდა BBC-ც, რომელმაც ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარა.
„ეს არის თაღლითური სქემა და ამაზე ევროპული ქვეყნებიც საუბრობენ. კონკრეტული სახელ-გვარებით ვიცით, ვინ არიან დამნაშავეები. ამ ბოროტების ერთ-ერთი შემოქმედი არის კეზერაშვილი, მიღებული თანხები შავად შემოდის საქართველოში, რომელიც ხმარდება კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებს, ტელევიზიებს“, - აღნიშნა კალაძემ.
ამას წერტილი უნდა დაესვას და ყველა დამნაშავემ პასუხი უნდა აგოს, განაცხადა კალაძემ.
მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ საქართველოში „რადიკალურ ოპოზიციას" თავდაცვის ყოფილი მინისტრი და ოპოზიციური ტელეკომპანია „ფორმულას“ დამფუძნებელი აფინანსებს. „ოცნების“ წევრები კეზერაშვილს ოლიგარქს უწოდებენ, რომელიც ქვეყნის მთავარ ოპოზიციურ პარტიას, „ნაციონალურ მოძრაობას“ კულისებიდან მართავს.
რაც შეეხება 24 ოქტომბერს ჩატარებულ ჩხრეკას, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ქოლ-ცენტრების საქმიანობა დაკავშირებულია იმავე ტიპის დანაშაულთან, რომლის გამოძიებაც მიმდინარეობს და საუბარია „გაცილებით უფრო დიდი მასშტაბის“ ფინანსებზე.
ამავდროულად, ზოგიერთი თანამშრომელი შემხებლობაშია ადრე გამოვლენილ კრიმინალურ ქოლცენტრებთან, აღნიშნეს უწყებაში. დასაქმებულთა მნიშვნელოვანი ნაწილი რუსეთის მოქალაქეა, იტყობინება ტელეკომპანია „იმედი“.
მედიის ცნობით, საგამოძიებო მოქმედებები თბილისსა და ქუთაისში გაიმართა. ჩხრეკა ჩატარდა ამერიკული საბროკერო კომპანია Concentrix-ში და ამერიკული კვლევითი ცენტრის Atlantic Council-ის თანამშრომლებთან, რომლებიც დეზინფორმაციის კვლევებით არის დაკავებული.
ერთ-ერთი ობიექტი, რომელიც საგამოძიებო სამსახურმა შეამოწმა, ეკუთვნის კეზერაშვილის უახლოესი გარემოცვის წარმომადგენელს, ალექსანდრე ნინუას, იუწყება მედია. ის სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის უფროსი იყო იმ პერიოდში, როცა კეზერაშვილი თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობდა და რამდენიმე სისხლის სამართლის საქმის ფიგურანტიცაა.
ჩხრეკა ასევე ჩატარდა ოპოზიციური ტელეკომპანია „ტვ პირველის“ გადაცემის მსახიობის სანდრო ცხადაძისა და მისი ძმის, ონისე ცხადაძის, ასევე ბიზნესმენ ვალერი ტყეშელაშვილის სახლებში.
თავად ის ადამიანები, ვისთანაც ჩხრეკა ჩატარდა, უარყოფენ ჩართულობას თაღლითური ქოლ-ცენტრების საქმიანობაში. ხოლო Atlantic Council-ში დარწმუნებული არიან, რომ საქართველოს ხელისუფლება მეტ სინათლეს მოჰფენს საკუთარ ქმედებებს, უზრუნველყოფს მათი თანამშრომლების უსაფრთხოებას, დაუბრუნებს მათ ქონებას და „საშუალებას მისცემენ გააგრძელონ საქართველოს დემოკრატიაში მათი წვლილის შეტანა“.
იმ პირთა ადვოკატების განცხადებით, რომელთა სახლებშიც ჩატარდა ჩხრეკა, სისხლის სამართლის საქმე სამი მუხლით მიმდინარეობს - ესაა თაღლითობა, ფულის გათეთრება, გადასახადებისგან თავის არიდება.
გაჩხრეკილი სახლებიდან ამოღებულია კომპიუტერები, პლანშეტები და ტელეფონები.
ოპოზიციამ კომპანიების ჩხრეკას წინასაარჩევნო რეპრესიები უწოდა და საქმის ფიგურანტებს სოლიდარობა გამოუცხადა.
საქმის ახალი ფიგურანტები და დეტალები
ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ კომპანია „მორგან ლიმიტედი“ უკრაინის მოქალაქემ დააფუძნა, რომლის ბაზაზეც საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ ჩამოყალიბდა დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელიც საქართველოში 2019-2021 წლებში ფუნქციონირებდა.
ამჯერად დააკავეს შპს Morgan Limited-ის სამი წარმომადგენელი, რომლებიც პასუხისმგებელნი იყვნენ უსაფრთხოების და გერმანულ-ინგლისურ მიმართულებებზე.
დადგენილია, რომ სამივე დაკავებული უშუალოდ უძღვებოდა და აკონტროლებდა მათ დაქვემდებარებაში მყოფი პირების დანაშაულებრივ საქმიანობას, მათ შორის ანაწილებდნენ როლებს და ქმნიდნენ სათანადო პირობებს დანაშაულებრივი საქმიანობის ეფექტურად წარმართვისთვის.
თავის მხრივ, სპეციალურად შერჩეული უცხო ენის მცოდნე პირები, სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით, უკავშირდებოდნენ ევროპის ქვეყნების მოქალაქეებს და მოტყუებით იყოლიებდნენ თითქოსდა მომგებიანი ინვესტიციის განხორციელებაზე.
დაზარალებულებისგან მიღებულ აქტივებს ისინი რიცხავდნენ კრიმინალური ორგანიზაციის კონტროლირებად ელექტრონულ საფულეებზე. დაზარალებულთა მხრიდან დაბანდებული თანხისა და მოგების დაბრუნების მოთხოვნის შემთხვევაში, წყვეტდნენ მათთან ყოველგვარ კომუნიკაციას.
უკანონოდ მოპოვებული შემოსავლის ლეგალიზაციის მიზნით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ფულს თავიანთ საბანკო ანგარიშებზე ათავსებდნენ და უშვებდნენ მიმოქცევაში, მათ შორის იძენდნენ მოძრავ და უძრავ ქონებას.
სისხლის სამართლის პასუხისმგებაში საქართველოს კიდევ ორი მოქალაქე - ელდარ ბინიაშვილი და დავით თოდუა არის მიცემული. პროკურატურის ცნობით, ისინი არაოფიციალურად ფლობდნენ წილებს კრიმინალურ ქოლ ცენტრში და სხვა პირებთან ერთად იყვნენ ფაქტობრივი მფლობელები.
გამოძიების ინფორმაციით, ბინიაშვილი და თოდუა უშუალოდ უძღვებოდნენ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის საქმიანობას, ანაწილებდნენ ფუნქციებს ჯგუფის სხვა წევრებს შორის და იღებდნენ ყველა იმ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, რაც აუცილებელი იყო დანაშაულებრივი ჯგუფის ყოველდღიური საქმიანობისთვის.
ვინაიდან აღნიშნულ პირებს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი დატოვებული აქვთ, მათ მიმართ დაუსწრებლად დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა და მათი დაკავებისა და ქართული მართლმსაჯულების წინაშე წარდგენის მიზნით დაუყონებლივ გამოცხადდება საერთაშორისო ძებნა.
საქმის ხუთივე ფიგურანტს 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება განსაკუთრებით დიდი ოდენობით თაღლითობისათვის და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისთვის.
აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია ასევე 7 პირის, მათ შორის 1 იურიდიული პირის მიმართ.
კერძოდ, ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით თაღლითობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დაკავებულია და ბრალი წარედგინა ქოლ-ცენტრების საქმიანობაში ჩართულ 4 პირს, ასევე დაუსწრებლად წარედგინა ბრალი ორ ფიზიკურ პირს და ერთ იურიდიულ პირს.
ВВС-ს სკანდალური გამოძიება
ბრიტანულმა სამაუწყებლო კომპანია ВВС-მ 12 აპრილს გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიების შედეგები, რომლის თანახმად, საერთაშორისო თაღლითური სქემის უკან ისრაელის მოქალაქე, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი დგას.
გამოძიების მონაცემებით, საუბარია დაახლოებით ერთ მილიარდ დოლარზე მეტი თანხის მითვისებაზე.
BBC-ს ცნობით, თაღლითურ სქემაში ფიგურირებს 152 კომპანია, მათ შორის საქართველოში მოქმედი კრიპტოვალუტით მოვაჭრე ფირმა Solo Capitals, რომელიც, სავარაუდოდ, არის საერთაშორისო დანაშაულებრივი ქსელის ნაწილი. ეს ქსელი პოლიციისთვის ცნობილია, როგორც „მილტონის ჯგუფი".
BBC-ს მონაცემებით, იმ კომპანიებს შორის კავშირების კვლევისას, რომლებიც, სავარაუდოდ, ქოლ-ცენტრების მეშვეობით თაღლითობით იყვნენ დაკავებული, მუდმივად ფიგურირებდა ხუთი სახელი – დავით თოდუა, რატი ჭელიძე, გურამ გოგეშვილი, იოსებ მგელაძე და მაიკლ ბენიმინი. ისინი მითითებული იყვნენ სავაჭრო პლატფორმა „მილტონის ჯგუფის" ან ტექნოლოგიური კომპანიების მხარდამჭერი დირექტორების სახით.
„პანამის დოკუმენტების" თანახმად (კონფიდენციალური დოკუმენტების გაჟონვა ახლანდელი და ყოფილი მსოფლიო ლიდერების ფარული საკუთრების არსებობის შესახებ), ჭელიძე, გოგეშვილი, მგელაძე და ბენიმინი არიან დირექტორები ან მაღალი თანამდებობის პირები ოფშორულ კომპანიებში ან შვილობილ კომპანიებში, რომლებიც „მილტონის ჯგუფში" შედიან.
BBC ამტკიცებს, რომ ეს კომპანიები „მილტონის ჯგუფამდე" არსებობდნენ და მათ კვალს კეზერაშვილამდე მივყავართ.
იქვე ნათქვამია, რომ არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ კეზერაშვილს რაიმე სახის პირდაპირი ფინანსური ინტერესი აქვს „მილტონის ჯგუფის" მიმართ. მაგრამ ამ ჯგუფთან დაკავშირებული კომპანიების რამდენიმე ყოფილმა თანამშრომელმა განაცხადა, რომ მათ პირდაპირი ურთიერთობა ჰქონდათ კეზერაშვილთან და მათ იცოდნენ, რომ მას ჯგუფთან კავშირი აქვს.