https://sputnik-georgia.com/20241025/erovnulma-bankma-auqcionze-dolari-gayida-290542260.html
ეროვნული ბანკი სავალუტო აუქციონებზე დოლარების გაყიდვას აგრძელებს
ეროვნული ბანკი სავალუტო აუქციონებზე დოლარების გაყიდვას აგრძელებს
Sputnik საქართველო
წელს, მთლიანობაში, ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონებზე 382,1 მლნ დოლარი გაყიდა. 25.10.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-10-25T22:07+0400
2024-10-25T22:07+0400
2024-10-25T22:07+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეროვნული ბანკი
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23406/76/234067671_1:0:1500:843_1920x0_80_0_0_27efbe1b3a5acf667eea8a61a497dff3.jpg
თბილისი, 25 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სამშაბათს სავალუტო აუქციონი ჩაატარა, რომლის შედეგადაც ლარის საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა დოლარის მიმართ 2,7199 GEL/$1 შეადგინა.რეგულატორმა აუქციონზე გასაყიდად 40 მლნ აშშ დოლარი გაიტანა, რომელიც სრული მოცულობით გაიყიდა. წელს, მთლიანობაში, ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონებზე 382,1 მლნ დოლარი გაყიდა.რეგულატორის განცხადებით, სავალუტო ბაზარზე დიდი ტრანზაქციებით გამოწვეული ეფექტი გრძელდება, რაც ლარის კურსზე აისახება.განცხადებაში აღნიშნულია, რომ მცურავი რეჟიმის პირობებში ვალუტის კურსი მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორების საფუძველზე ყალიბდება.ბოლო პერიოდში სავალუტო ბაზარზე დაფიქსირებული რყევები არ ასოცირდება მაკროეკონომიკურ ფაქტორებთან, შესაბამისად, ასეთი რყევები მოკლევადიანი ხასიათისაა.როგორც სებ-ში აღნიშნეს, მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორები ქვეყანაში ჯანსაღია - ბოლო სამი წლის განმავლობაში ფიქსირდება მაღალი ეკონომიკური ზრდა, 2023 წლიდან მოყოლებული ინფლაცია მიზნობრივ 3%-ზე დაბალია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23406/76/234067671_188:0:1312:843_1920x0_80_0_0_7659c0bffb2bc922795d1192951f6eed.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეროვნული ბანკი , ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეროვნული ბანკი , ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა
ეროვნული ბანკი სავალუტო აუქციონებზე დოლარების გაყიდვას აგრძელებს
წელს, მთლიანობაში, ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონებზე 382,1 მლნ დოლარი გაყიდა.
თბილისი, 25 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სამშაბათს სავალუტო აუქციონი ჩაატარა, რომლის შედეგადაც ლარის საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა დოლარის მიმართ 2,7199 GEL/$1 შეადგინა.
რეგულატორმა აუქციონზე გასაყიდად 40 მლნ აშშ დოლარი გაიტანა, რომელიც სრული მოცულობით გაიყიდა. წელს, მთლიანობაში, ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონებზე 382,1 მლნ დოლარი გაყიდა.
რეგულატორის განცხადებით, სავალუტო ბაზარზე დიდი ტრანზაქციებით გამოწვეული ეფექტი გრძელდება, რაც ლარის კურსზე აისახება.
„სავალუტო აუქციონის გამართვის გადაწყვეტილება ეროვნულმა ბანკმა არაფუნდამენტური ფაქტორების ჭარბი გავლენისა და სავალუტო ბაზარზე წინასაარჩევნო პერიოდისთვის ტრადიციულად დამახასიათებელი აჟიოტაჟის პრევენციის მიზნით მიიღო. ეს თავის მხრივ, აგვარიდებს ფასებსა და ფინანსურ სტაბილურობაზე უარყოფით გავლენას და ხელს შეუწყობს სავალუტო ბაზრის სტაბილიზაციას", - ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ მცურავი რეჟიმის პირობებში ვალუტის კურსი მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორების საფუძველზე ყალიბდება.
ბოლო პერიოდში სავალუტო ბაზარზე დაფიქსირებული რყევები არ ასოცირდება მაკროეკონომიკურ ფაქტორებთან, შესაბამისად, ასეთი რყევები მოკლევადიანი ხასიათისაა.
როგორც სებ-ში აღნიშნეს, მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორები ქვეყანაში ჯანსაღია - ბოლო სამი წლის განმავლობაში ფიქსირდება მაღალი ეკონომიკური ზრდა, 2023 წლიდან მოყოლებული ინფლაცია მიზნობრივ 3%-ზე დაბალია.