https://sputnik-georgia.com/20241025/ceskom-26-oqtombris-arcevnebis-sesaxeb-saertasoriso-organizaciebs-informacia-miawoda-290530822.html
ცესკომ 26 ოქტომბრის არჩევნების შესახებ საერთაშორისო ორგანიზაციებს ინფორმაცია მიაწოდა
ცესკომ 26 ოქტომბრის არჩევნების შესახებ საერთაშორისო ორგანიზაციებს ინფორმაცია მიაწოდა
Sputnik საქართველო
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მხოლოდ პარტიული სიებით და ხმის მიცემის ელექტრონული სისტემით გაიმართება. 25.10.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-10-25T14:26+0400
2024-10-25T14:26+0400
2024-10-25T14:26+0400
ახალი ამბები
საქართველო
ცესკო
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/02/260129770_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_ab1857b027eb21cce061a74251c7cd9a.jpg
თბილისი, 25 ოქტომბერი - Sputnik. ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ინფორმაცია მიაწოდა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. ძირითადი ბრძოლა გაიმართება მმართველი პარტია „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის, რომელსაც მმართველი პარტიის ლიდერები კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ და „რადიკალურ ოპოზიციას“ უწოდებენ, რომელიც, ხელისუფლების თქმით, ცდილობენ არიონ ვითარება საქართველოში, მოაწყონ რევოლუცია და, ძალაუფლების შეცვლის შემთხვევაში, ქვეყანა ომში ჩაითრიონ.ცესკოს ინფორმაციით, გიორგი კალანდარიშვილი საერთაშორისო ორგანიზაცია TransparenciaElectoral-ის და ალბანეთის საარჩევნო სისტემების განვითარების ინსტიტუტის წარმომადგენლებს შეხვდა.ცესკოს თავმჯდომარემ შეხვედრის მონაწილეებს საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით განხორციელებული საქმიანობები, ამომრჩეველთა ინფორმირების კუთხით განხორციელებული პროექტები და მნიშვნელოვანი სიახლეები გააცნო.როგორც კალანდარიშვილმა შეხვედრისას აღნიშნა, საარჩევნო ადმინისტრაცია არჩევნებამდე ორი დღით ადრე იყენებს ყველა რესურსს იმისთვის, რომ არჩევნებში ჩართულ მხარეებს მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდოს.უწყების ცნობით, კალანდარიშვილმა შეხვედრაზე სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად დეტალურად ისაუბრა ცესკოს წინაშე არსებული გამოწვევების, საარჩევნო პროცესში დეზინფორმაციის გავლენისა და 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის გამოსაყენებელი ტექნოლოგიური საშუალებების შესაბამისობის აუდიტზე.მისი განცხადებით, ადმინისტრაციამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო აუდიტის განხორციელების თაობაზე, რაც ერთის მხრივ გამჭვირვალობას და საჯაროობას უზრუნველყოფს, პასუხს გასცემს ყველა კითხვას თუ წუხილს და მეორე მხრივ კი, უპასუხებს საერთაშორისო კარგ პრაქტიკასა და სტანდარტებს.საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს არის დანიშნული. პირველად არჩევნები ჩატარდება მხოლოდ პროპორციული სისტემით (პარტიული სიებით) და ელექტრონული ტექნოლოგიების - ვერიფიკაციის და ხმების დათვლის აპარატების გამოყენებით.წყარო - ცესკო
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/02/260129770_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_5ab83ad82033f74c28122278eacca300.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ცესკო, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, ცესკო, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში
ცესკომ 26 ოქტომბრის არჩევნების შესახებ საერთაშორისო ორგანიზაციებს ინფორმაცია მიაწოდა
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მხოლოდ პარტიული სიებით და ხმის მიცემის ელექტრონული სისტემით გაიმართება.
თბილისი, 25 ოქტომბერი - Sputnik. ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ინფორმაცია მიაწოდა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. ძირითადი ბრძოლა გაიმართება მმართველი პარტია „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის, რომელსაც მმართველი პარტიის ლიდერები კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ და „რადიკალურ ოპოზიციას“ უწოდებენ, რომელიც, ხელისუფლების თქმით, ცდილობენ არიონ ვითარება საქართველოში, მოაწყონ რევოლუცია და, ძალაუფლების შეცვლის შემთხვევაში, ქვეყანა ომში ჩაითრიონ.
ცესკოს ინფორმაციით, გიორგი კალანდარიშვილი საერთაშორისო ორგანიზაცია TransparenciaElectoral-ის და ალბანეთის საარჩევნო სისტემების განვითარების ინსტიტუტის წარმომადგენლებს შეხვდა.
ცესკოს თავმჯდომარემ შეხვედრის მონაწილეებს საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით განხორციელებული საქმიანობები, ამომრჩეველთა ინფორმირების კუთხით განხორციელებული პროექტები და მნიშვნელოვანი სიახლეები გააცნო.
როგორც კალანდარიშვილმა შეხვედრისას აღნიშნა, საარჩევნო ადმინისტრაცია არჩევნებამდე ორი დღით ადრე იყენებს ყველა რესურსს იმისთვის, რომ არჩევნებში ჩართულ მხარეებს მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდოს.
„საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების ინტერესის საგანს წარმოადგენს ინსტიტუციის წინაშე არსებული გამოწვევები, ისევე, როგორც კენჭისყრის დღესთან დაკავშირებული რისკები და საფრთხეები და ინსტიტუციის მზაობა ამ მიმართულებით, რასთან დაკავშირებითაც მათ მივაწოდე დეტალური ინფორმაცია“, - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.
უწყების ცნობით, კალანდარიშვილმა შეხვედრაზე სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად დეტალურად ისაუბრა ცესკოს წინაშე არსებული გამოწვევების, საარჩევნო პროცესში დეზინფორმაციის გავლენისა და 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის გამოსაყენებელი ტექნოლოგიური საშუალებების შესაბამისობის აუდიტზე.
მისი განცხადებით, ადმინისტრაციამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო აუდიტის განხორციელების თაობაზე, რაც ერთის მხრივ გამჭვირვალობას და საჯაროობას უზრუნველყოფს, პასუხს გასცემს ყველა კითხვას თუ წუხილს და მეორე მხრივ კი, უპასუხებს საერთაშორისო კარგ პრაქტიკასა და სტანდარტებს.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს არის დანიშნული. პირველად არჩევნები ჩატარდება მხოლოდ პროპორციული სისტემით (პარტიული სიებით) და ელექტრონული ტექნოლოგიების - ვერიფიკაციის და ხმების დათვლის აპარატების გამოყენებით.