რიაბკოვი: BRICS-ის ანტიდასავლური გაერთიანება არ არის

© photo: Sputnik / Vitaliy Belousov / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 25.10.2024
გამოწერა
თბილისი, 25 ოქტომბერი – Sputnik. BRICS-ი არ არის ანტიდასავლური გაერთიანება და ღიაა თანამშრომლობისთვის, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვმა პრესკონფერენციაზე, რომელიც Russia Today-ის საერთაშორისო მულტიმედიურ პრესენტრში გაიმართა.
თუმცა იქვე განმარტა, რომ გაერთიანება არავის არასდროს მისცემს უფლებას, რომ მის ინტერესებს ანგარიში არ გაუწიოს და უკარნახოს, როგორ იცხოვრონ მისმა წევრმა ქვეყნებმა.
„BRICS-ი არ არის ანტიდასავლური გაერთიანება. ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ და ყველაფერს თავის სახელს ვარქმევთ. ჩვენ ღია ვართ თანამშრომლობისთვის – ამის შესახებ გუშინ რამდენჯერმე განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმაც, მაგრამ არ დავუშვებთ, რომ ჩვენს ინტერესებს ანგარიში არ გაუწიონ და გაერთიანების წევრებს, რომელიც ორჯწე გაფართოვდა, გაგვიწერონ, როგორ უნდა ვიცხოვროთ და რა უნდა გავაკეთოთ, მათ შორის ეკონომიკის, ფინანსებისა და ვაჭრობის სფეროში“, – განაცხადა რიაბკოვმა.
მანამდე, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა BRICS-ის წევრი ქვეყნების წამყვანი მედიასაშუალებების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ BRICS-ი არასდროს იგებოდა ვინმეს წინააღმდეგ, და რომ ეს არის სახელმწიფოთა გაერთანება, რომლებიც ერთმანეთის ინტერესების გათვალისწინებით მუშაობენ.
BRICS – სახელმწიფოთაშორისი ასოციაცია, რომელიც 2006 წელს შეიქმნა რუსეთის, ჩინეთის, ინდოეთისა და ბრაზილიის მიერ. 2011 წელს გაერთიანებას სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა შეუერთდა, 2024 წლის დასაწყისიდან კი – ეგვიპტე, ეთიოპია, ირანი, არაბთა გაერთიანებული საამიროები და საუდის არაბეთი.
BRICS-ის სამიტი ყაზანში 22-24 ოქტომბერს გაიმართა.
ყველა ახალი ამბავი
0