https://sputnik-georgia.com/20241024/saqartveloi-gadasenebis-safrtxis-winase-myof-saxeobata-gadarcenis-gegma-damtkicda-290514349.html
საქართველოში გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ სახეობათა გადარჩენის გეგმა დამტკიცდა
საქართველოში გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ სახეობათა გადარჩენის გეგმა დამტკიცდა
Sputnik საქართველო
დოკუმენტი განსაზღვრავს ეროვნულ დონეზე აღსადგენი სახეობების ნუსხას 24.10.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-10-24T11:43+0400
2024-10-24T11:43+0400
2024-10-24T11:43+0400
ახალი ამბები
საქართველო
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/18/249798931_0:112:3243:1936_1920x0_80_0_0_2a5a7249a1998204a7c5d9c5b451cdb5.jpg
თბილისი, 24 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ სახეობათა გადარჩენის პრაქტიკულ ღონისძიებათა წესების შესახებ სახელმძღვანელო - „სახეობათა აღდგენის ეროვნული გეგმა“ დაამტკიცა.უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში მნიშვნელოვანი საფრთხე შეექმნა გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა მრავალ სახეობას. აღნიშნული გამოწვევის საპასუხოდ შემუშავდა სახეობათა აღდგენის ეროვნული გეგმა, რომლის თანახმადაც თითოეული პრიორიტეტული სახეობის აღდგენა უნდა ეფუძნებოდეს ამ სახეობის აღდგენის დეტალურ გეგმას.აღსანიშნავია, რომ დღეისათვის უკვე წარმატებით ხორციელდება ხუთი პრიორიტეტული სახეობის - ქურციკის, ნაკადულის კალმახის, გნოლის, კაკბისა და ხოხბის - პოპულაციების აღდგენის ღონისძიებები. მომავალში დაგეგმილია პროგრამის გაფართოება და დოკუმენტით შემოთავაზებულია დამატებით 61 სახეობის აღდგენა.დოკუმენტი განსაზღვრავს ეროვნულ დონეზე აღსადგენი სახეობების ნუსხას და ამ სახეობებისთვის საკონსერვაციო გეგმების შემუშავების წესებს, მეთოდებს, რეკომენდაციებსა და ვალდებულებას.ნუსხით გათვალისწინებული სახეობების აღდგენის ღონისძიებები განხორციელდება ეტაპობრივად, ამ სახეობების აღდგენის ცალკეული გეგმის შესაბამისად.დოკუმენტი უზრუნველყოფს როგორც სახეობათა აღდგენის დაგეგმვის პროცესის გაუმჯობესებასა და რეინტროდუქციის პროგრამების შექმნას, აგრეთვე, მომავალში პრიორიტეტული სახეობების მდგრადი და სიცოცხლისუნარიანი პოპულაციების ჩამოყალიბებას.უახლოეს მომავალში დაგეგმილია წითელი ნუსხით დაცული ირმის აღდგენის ღონისძიებების განხორციელება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/18/249798931_255:0:2986:2048_1920x0_80_0_0_68d614353ba4b012f0b1ed6b2d146d36.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
ახალი ამბები, საქართველო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
საქართველოში გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ სახეობათა გადარჩენის გეგმა დამტკიცდა
დოკუმენტი განსაზღვრავს ეროვნულ დონეზე აღსადგენი სახეობების ნუსხას
თბილისი, 24 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ სახეობათა გადარჩენის პრაქტიკულ ღონისძიებათა წესების შესახებ სახელმძღვანელო - „სახეობათა აღდგენის ეროვნული გეგმა“ დაამტკიცა.
უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში მნიშვნელოვანი საფრთხე შეექმნა გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა მრავალ სახეობას. აღნიშნული გამოწვევის საპასუხოდ შემუშავდა სახეობათა აღდგენის ეროვნული გეგმა, რომლის თანახმადაც თითოეული პრიორიტეტული სახეობის აღდგენა უნდა ეფუძნებოდეს ამ სახეობის აღდგენის დეტალურ გეგმას.
„სახეობათა აღდგენის ეროვნული გეგმა სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებმა და ექსპერტებმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და შვედეთის მთავრობის ერთობლივი პროგრამის „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო“ ფარგლებში შეიმუშავეს“, - განაცხადეს უწყებაში.
აღსანიშნავია, რომ დღეისათვის უკვე წარმატებით ხორციელდება ხუთი პრიორიტეტული სახეობის - ქურციკის, ნაკადულის კალმახის, გნოლის, კაკბისა და ხოხბის - პოპულაციების აღდგენის ღონისძიებები. მომავალში დაგეგმილია პროგრამის გაფართოება და დოკუმენტით შემოთავაზებულია დამატებით 61 სახეობის აღდგენა.
დოკუმენტი განსაზღვრავს ეროვნულ დონეზე აღსადგენი სახეობების ნუსხას და ამ სახეობებისთვის საკონსერვაციო გეგმების შემუშავების წესებს, მეთოდებს, რეკომენდაციებსა და ვალდებულებას.
ნუსხით გათვალისწინებული სახეობების აღდგენის ღონისძიებები განხორციელდება ეტაპობრივად, ამ სახეობების აღდგენის ცალკეული გეგმის შესაბამისად.
დოკუმენტი უზრუნველყოფს როგორც სახეობათა აღდგენის დაგეგმვის პროცესის გაუმჯობესებასა და რეინტროდუქციის პროგრამების შექმნას, აგრეთვე, მომავალში პრიორიტეტული სახეობების მდგრადი და სიცოცხლისუნარიანი პოპულაციების ჩამოყალიბებას.
უახლოეს მომავალში დაგეგმილია წითელი ნუსხით დაცული ირმის აღდგენის ღონისძიებების განხორციელება.