https://sputnik-georgia.com/20241024/energo-pro-saarcevno-ubnebze-eleqtroenergiis-seuferxebel-miwodebas-uzrunvelyofs-290515139.html
„ენერგო-პრო“ საარჩევნო უბნებზე ელექტროენერგიის შეუფერხებელ მიწოდებას უზრუნველყოფს
„ენერგო-პრო“ საარჩევნო უბნებზე ელექტროენერგიის შეუფერხებელ მიწოდებას უზრუნველყოფს
Sputnik საქართველო
წელს პირველად საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება მხოლოდ პროპორციული სისტემით (პარტიული სიებით) და ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით 24.10.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-10-24T15:48+0400
2024-10-24T15:48+0400
2024-10-24T15:48+0400
ახალი ამბები
საქართველო
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში
საქართველოს ენერგეტიკა
ენერგეტიკა
ცესკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/02/260113960_0:120:1280:840_1920x0_80_0_0_1af0d6a9313fb5b6e2cb439801a40105.jpg
თბილისი, 24 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს საპარლამენტო არჩევნების დღეს, 26 ოქტომბერს ენერგოგამანაწილებელი კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტექნიკური სამსახური საგანგებო რეჟიმში იმუშავებს, რათა უზრუნველყოს საარჩევნო უბნების ელექტროენერგიით მომარაგება, განაცხადეს კომპანიაში.პირველად ისტორიაში საპარლამენტო არჩევნები საქართველოში ჩატარდება მხოლოდ პროპორციული სისტემით (პარტიული სიებით) და ელექტრონული ტექნოლოგიების - ვერიფიკაციის და ხმების დათვლის აპარატების გამოყენებით. ყველა მუნიციპალიტეტში 24 საათის განმავლობაში იმუშავებენ საგანგებოდ დანიშნული მორიგე ჯგუფები. ასევე მობილიზებული იქნება ტექნიკაც.სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის, გრიგოლ მამისეიშვილის თქმით, კომპანია თავისი კომპეტენციის ფარგლებში ყველანაირად შეეცდება, რომ საარჩევნო პროცესმა ენერგომომარაგების მხრივ უმტკივნეულოდ ჩაიაროს.მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ შენობებში, სადაც საარჩევნო უბნები იქნება განთავსებული, ელექტროენერგიის შიდა ქსელი იყოს მოწესრიგებული, გამხოლოებული და ადგილებზე იმყოფებოდნენ ელექტროგაყვანილობაზე პასუხისმგებელი პირებიც.კომპანიის მორიგე, პასუხისმგებელი პირების სია უკვე გადაეგზავნა ცენტრალურ საარჩევნო კამპანიას. ცესკოს წარმომადგენელს პირდაპირი კონტაქტი ექნება კომპანიის მთავარ დისპეტჩერთანაც.„ენერგო-პრო ჯორჯიამ“ აღნიშნულ საკითხებზე საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან თანამშრომლობა ჯერ კიდევ 2023 წლის მაისში დაიწყო. ამის შემდეგ გაიმართა რამდენიმე საქმიანი შეხვედრა კომისიის თავმჯდომარესთან და წევრებთან, სადაც დეტალურად განიხილეს საქართველოში საპარლამენტო არჩევნების დღეს საარჩევნო უბნების სტაბილური ენერგომომარაგების საკითხები.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/02/260113960_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_c9b98550fdef1f22d8780dfa535b39dc.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, საქართველოს ენერგეტიკა, ენერგეტიკა, ცესკო
ახალი ამბები, საქართველო, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, საქართველოს ენერგეტიკა, ენერგეტიკა, ცესკო
„ენერგო-პრო“ საარჩევნო უბნებზე ელექტროენერგიის შეუფერხებელ მიწოდებას უზრუნველყოფს
წელს პირველად საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება მხოლოდ პროპორციული სისტემით (პარტიული სიებით) და ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით
თბილისი, 24 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს საპარლამენტო არჩევნების დღეს, 26 ოქტომბერს ენერგოგამანაწილებელი კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტექნიკური სამსახური საგანგებო რეჟიმში იმუშავებს, რათა უზრუნველყოს საარჩევნო უბნების ელექტროენერგიით მომარაგება, განაცხადეს კომპანიაში.
პირველად ისტორიაში საპარლამენტო არჩევნები საქართველოში ჩატარდება მხოლოდ პროპორციული სისტემით (პარტიული სიებით) და ელექტრონული ტექნოლოგიების - ვერიფიკაციის და ხმების დათვლის აპარატების გამოყენებით. ყველა მუნიციპალიტეტში 24 საათის განმავლობაში იმუშავებენ საგანგებოდ დანიშნული მორიგე ჯგუფები. ასევე მობილიზებული იქნება ტექნიკაც.
სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის, გრიგოლ მამისეიშვილის თქმით, კომპანია თავისი კომპეტენციის ფარგლებში ყველანაირად შეეცდება, რომ საარჩევნო პროცესმა ენერგომომარაგების მხრივ უმტკივნეულოდ ჩაიაროს.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ შენობებში, სადაც საარჩევნო უბნები იქნება განთავსებული, ელექტროენერგიის შიდა ქსელი იყოს მოწესრიგებული, გამხოლოებული და ადგილებზე იმყოფებოდნენ ელექტროგაყვანილობაზე პასუხისმგებელი პირებიც.
„ელექტროენერგიის მიწოდება თუ შეუწყდება საარჩევნო უბანს, ვერიფიკაციის და ხმის მთვლელი აპარატები დენის წყაროს გარეშე შეუფერხებელ მუშაობას რამდენიმე საათის განმავლობაში შეძლებენ, შესაბამისად საარჩევნო პროცესი არ შეფერხდება“, - განაცხადა მამისეიშვილმა.
კომპანიის მორიგე, პასუხისმგებელი პირების სია უკვე გადაეგზავნა ცენტრალურ საარჩევნო კამპანიას. ცესკოს წარმომადგენელს პირდაპირი კონტაქტი ექნება კომპანიის მთავარ დისპეტჩერთანაც.
„ენერგო-პრო ჯორჯიამ“ აღნიშნულ საკითხებზე საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან თანამშრომლობა ჯერ კიდევ 2023 წლის მაისში დაიწყო. ამის შემდეგ გაიმართა რამდენიმე საქმიანი შეხვედრა კომისიის თავმჯდომარესთან და წევრებთან, სადაც დეტალურად განიხილეს საქართველოში საპარლამენტო არჩევნების დღეს საარჩევნო უბნების სტაბილური ენერგომომარაგების საკითხები.