BRICS-პლუს/აუტრიჩი: მსოფლიო ლიდერების მთავარი გზავნილბი

© photo: Sputnik / Alexander Kazakov / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 24.10.2024
გამოწერა
თბილისი, 24 ოქტომბერი – Sputnik. ყაზანში BRICS-ის სამიტის პლენარულ სხდომაზე, რომელიც BRICS-პლუს/აუტრიჩის ფორმატში გაიმართა, მთავარ თემებად ახლო აღმოსავლეთის, უკრაინის, სამართლიანი მსოფლმოწყობისა და ტერორიზმთან ბრძოლის საკითხები იქცა.
სხდომაზე სიტყვით გამოვიდნენ მონაწილე ქვეყნების ლიდერები და მინისტრები. ზოგი მათგანის მთავარი გზავნილები და განცხადებები ასეთი იყო:

ჩინეთის ლიდერ სი ძინპინი

BRICS-მა მტკიცედ უნდა დაიცვას მშვიდობა და მიაღწიოს საერთო უსაფრთხოებას, კერძოდ, „ხელი შეუწყოს უკრაინაში კრიზისული სიტუაციის დეესკალაციას და გზა გაუხსნას პოლიტიკურ დარეგულირებას“;
ხელი უნდა შეუწყოს ყოვლისმომცველი ცეცხლის შეწყვეტას ღაზის სექტორში;
ღკვეთოს ლიბანში ომის გავრცელება;
BRICS-ი სათავეში უნდა ჩაუდგეს ეკონომიკური მართვის გლობალური სისტემის რეფორმას;
როგორც უნდა შეიცვალოს საერთაშორისო ვითარება, ჩინეთი ყოველთვის იზრუნებს გლობალურ სამხრეთზე.

ირანის პრეზიდენტი მასუდ პეზეშკიანი

BRICS-ის დახმარებით უფრო სამართლიანი სისტემა შექმნება;
ქვეყნებმა უნდა ააგონ „სანქციების, ომებისა და გენოციდის“ გარეშე სამყარო;
გაერო-ს არ გააჩნია ახლო აღმოსავლეთში ომის ხანძრის ჩაქრობის ინსტრუმენტები;
ეროვნული ვალუტების გამოყენება და განვითარების ახალი ბანკის გაძლიერება მსოფლიოს ყველასთვის გააუმჯობესებს;
BRICS-ის ქვეყნებმა ახალი ტექნოლოგიები და პროექტები ერთმანეთს უნდა გაუზიარონ, რათა არ იყვნენ დამოკიდებული დასავლეთზე.

ბელორუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო

BRICS-ი მომავლის თანამეგობრობაა, რომელსაც შეუძლია დააჩქაროს დასავლური დომინირების დასასრული;
ბელორუსია სრულად იზიარებს BRICS-ის ფილოსოფიას;
მინსკი მზად არის BRICS-ის სრული წევრობისთვის და ორგანიზაციას უერთდება კონკრეტული პროექტებით.

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი

ანკარაში მომხდარმა ტერაქტმა კიდევ უფრო გააძლიერა თურქეთის სიმტკიცე ტერორიზმთან ბრძოლაში;
თურქეთს სჯერა BRICS-ის მიზნებისა, შექმნას სამართლიანი მსოფლიო წესრიგი და სავაჭრო ურთიერთობები;
თურქეთს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, განავითაროს დიალოგი „BRICS-ის ოჯახთან";
მოუწოდა ქვეყნებს, მხარი დაუჭირონ ისრაელისთვის იარაღის მიწოდების აკრძალვას.

პალესტინის პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი

იმედოვნებს, რომ პალესტინას BRICS-ში უახლოეს მომავალში მიიღებენ;
დაადანაშაულა ისრაელი ღაზის სექტორში გენოციდსა და ეთნიკურ წმენდაში;
ქვეყნებს მოუწოდა, დაგმონ აღმოსავლეთ იერუსალიმში UNRWA-ს ოფისის დახურვა და აიძულონ ისრაელის ხელისუფლება, გააუქმოს ეს გადაწყვეტილება;
მოუწოდა საერთაშორისო თანამეგობრობას, აიძულოს ისრაელი, დატოვოს ოკუპირებული ტერიტორიები ერთი წლის განმავლობაში, წინააღმდეგ შემთხვევაში დაუწესდეს სანქციები.
ყველა ახალი ამბავი
0