ვიზუალური ტესტი: რა დომინირებს თქვენს ხასიათში?

© rawpixel.comპაციენტი ფსიქოლოგთან
პაციენტი ფსიქოლოგთან - Sputnik საქართველო, 1920, 22.10.2024
გამოწერა
ფსიქოლოგები ადამიანის პიროვნული თვისებების გამოსავლენად ვიზუალურ ტესტებს ხშირად იყენებენ, თანაც ძალიან წარმატებით.
მიუხედავად იმისა, რომ შემოთავაზებული ტესტი „მეცნიერული“ არ არის, მან მაინც შეიძლება გითხრათ რაღაც საინტერესო თქვენი ხასიათის შესახებ.
ამისათვის დახედეთ ნახატს და თქვით, რა არის პირველი, რაც თვალში მოგხვდათ?
ვიზუალური ტესტი
ვიზუალური ტესტი - Sputnik საქართველო, 1920, 22.09.2023
ვიზუალური ტესტი

თუ პირველი დაინახეთ:

მელია — შეიძლება ითქვას, რომ ბედის ნებიერა ბრძანდებით, ანუ ძალიან იღბლიანი ხართ. ეს იმიტომ, რომ ღიად უყურებთ სამყაროს, გიყვართ სიცოცხლე და აფასებთ თითოეულ მომენტს.
გიყვართ ურთიერთობები და ახალი ადამიანების გაცნობა. გახსნილი ხართ არა მხოლოდ მეგობრებთან, არამედ იმ ადამიანებთანაც კი, ვისაც თითქმის არ იცნობთ, რაც ხშირად იმედებს გიცრუებთ.
გიყვართ ყველაფერი ახალი: ემოციები, მოგზაურობა, სიყვარული, ურთიერთობები. თუმცა ახლობელ ადამიანებთან ძალიან მჭიდრო კავშირს ინარჩუნებთ. უკანასკნელსაც კი დაუთმობთ მას, ოღონდ ის კარგად იყოს. ძალიან ერთგული ბრძანდებით. გიყვართ ხუმრობა და ყველაფერი გიხარიათ.
ქალი — საკმაოდ პრაგმატული პიროვნება ხართ. ცდილობთ არ გახედოთ ძალიან შორ მომავალს და გრძელვადიანი გეგმები არ დაისახოთ. გიყვართ აქ და ახლა მოქმედება. თქვენთვის სწორედ აწმყოა უმნიშვნელოვანესი.
შეიძლება ითქვას, რომ ერთი დღით ცხოვრობთ. აფასებთ თითოეულ წამს, რომელსაც სარგებელი და სიხარული მოაქვს. სიმშვიდე და მდგრადობა თქვენთვის უპირატესია.
ფრინველები — თავისუფლების მოყვარული პიროვნება ხართ. საკმაოდ ჯიუტი და ეგოისტური ბუნებისა ბრძანდებით. თქვენი გადარწმუნება ძალიან ძნელია, ბოლომდე საკუთარ აზრზე რჩებით. თუ თავში რაღაც ჩაიჭედეთ, ლამის არასდროს ამოშლით.
არასდროს გააკეთებთ იმას, რაც არ გინდათ; ანუ, თუ თქვენთვის სასარგებლო არ იქნება, სხვისთვის თავს არ შეიწუხებთ. უპირველესად საკუთარ თავზე ფიქრობთ, რაც, შესაძლოა, არც ისე ცუდია.
ამასთან გაქვთ ლიდერობის არაჩვეულებრივი უნარი. გიყვართ რაიმე ახლისა და სასარგებლოს შექმნა.
ყველა ახალი ამბავი
0