https://sputnik-georgia.com/20241022/uaqcizo-sigarettan-brzola-monacemebi-ganaxlda-290476901.html
უაქციზო სიგარეტთან ბრძოლა - მონაცემები განახლდა
უაქციზო სიგარეტთან ბრძოლა - მონაცემები განახლდა
Sputnik საქართველო
9 თვის მანძილზე მებაჟეებმა მთლიანობაში ამოიღეს 85.402 კოლოფი უაქციზო სიგარეტი. 22.10.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-10-22T19:49+0400
2024-10-22T19:49+0400
2024-10-22T19:49+0400
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
შემოსავლების სამსახური
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/08/0b/249187344_0:13:2049:1165_1920x0_80_0_0_b092d440d8aed830451788cff0bb8a0c.jpg
თბილისი, 22 ოქტომბერი — Sputnik. 2024 წლის სამ კვარტალში მებაჟეებმა უაქციზო თამბაქოს ნაწარმის შემოტანის 751 შემთხვევა გამოავლინეს, ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.კერძოდ, მიმდინარე წლის 1-ელი ივლისიდან 30 სექტემბრის ჩათვლით ქვეყნის მასშტაბით გატარებული მიმდინარე კონტროლის პროცედურების შედეგად აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული სხვადასხვა სახეობის თამბაქოს აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის 260 ფაქტი გამოვლინდა. კონტრაბანდული თამბაქოს ნაწარმის საერთო რაოდენობამ 38.509 კოლოფი სიგარეტი შეადგინა.9 თვის მანძილზე მებაჟეებმა მთლიანობაში ამოიღეს 85.402 კოლოფი უაქციზო სიგარეტი.საქართველოში სიგარეტისა და თამბაქოს სხვა ნაწარმის იმპორტი აქციზს ექვემდებარება. ქვეყანაში თამბაქოს საწინააღმდეგო კამპანიის ფარგლებში აქციზის ღირებულება გაიზარდა, რამაც გამოიწვია საქართველოში ალტერნატიული უაქციზო სიგარეტების აქტიური შემოდინება, რომლებიც მოთხოვნადია დაბალი ფასების გამო.თამბაქოს მოხმარების საწინააღმდეგო კანონმდებლობა საქართველოში 2017 წელს ამოქმედდა, რაც მწეველთა რაოდენობის შემცირებას ისახავდა მიზნად. ამჟამად მოწევა აკრძალულია პრაქტიკულად ყველა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე, გამონაკლისია კაზინოები და სასწავლო და სამედიცინო დაწესებულებებთან სპეციალურად გამოყოფილი ადგილები. ასევე შეუძლიათ მოწევა მსახიობებს სპექტაკლის დროს, თუ ამას რეჟისორის ჩანაფიქრი მოითხოვს.სიგარეტის კონტრაბანდა საქართველოში ერთ-ერთ მთავარ პრობლემად 2019 წლის შემდეგ იქცა. მაშინ ქვეყანაში თამბაქოს საწინააღმდეგო კანონმდებლობის გამო მკვეთრად გაიზარდა ფასები სიგარეტსა და თუთუნზე. მას შემდეგ შემოსავლების სამსახური ქვეყანაში უაქციზო თამბაქოს ნაწარმის შემოტანა–რეალიზაციაზე განსაკუთრებულ კონტროლს ახორციელებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/08/0b/249187344_238:0:1809:1178_1920x0_80_0_0_fcb63df73eb573fd18da6325c4d278b1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემოსავლების სამსახური , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემოსავლების სამსახური , საზოგადოება, ახალი ამბები
უაქციზო სიგარეტთან ბრძოლა - მონაცემები განახლდა
9 თვის მანძილზე მებაჟეებმა მთლიანობაში ამოიღეს 85.402 კოლოფი უაქციზო სიგარეტი.
თბილისი, 22 ოქტომბერი — Sputnik. 2024 წლის სამ კვარტალში მებაჟეებმა უაქციზო თამბაქოს ნაწარმის შემოტანის 751 შემთხვევა გამოავლინეს, ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.
კერძოდ, მიმდინარე წლის 1-ელი ივლისიდან 30 სექტემბრის ჩათვლით ქვეყნის მასშტაბით გატარებული მიმდინარე კონტროლის პროცედურების შედეგად აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული სხვადასხვა სახეობის თამბაქოს აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის 260 ფაქტი გამოვლინდა. კონტრაბანდული თამბაქოს ნაწარმის საერთო რაოდენობამ 38.509 კოლოფი სიგარეტი შეადგინა.
9 თვის მანძილზე მებაჟეებმა მთლიანობაში ამოიღეს 85.402 კოლოფი უაქციზო სიგარეტი.
საქართველოში სიგარეტისა და თამბაქოს სხვა ნაწარმის იმპორტი აქციზს ექვემდებარება. ქვეყანაში თამბაქოს საწინააღმდეგო კამპანიის ფარგლებში აქციზის ღირებულება გაიზარდა, რამაც გამოიწვია საქართველოში ალტერნატიული უაქციზო სიგარეტების აქტიური შემოდინება, რომლებიც მოთხოვნადია დაბალი ფასების გამო.
თამბაქოს მოხმარების საწინააღმდეგო კანონმდებლობა საქართველოში 2017 წელს ამოქმედდა, რაც მწეველთა რაოდენობის შემცირებას ისახავდა მიზნად. ამჟამად მოწევა აკრძალულია პრაქტიკულად ყველა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე, გამონაკლისია კაზინოები და სასწავლო და სამედიცინო დაწესებულებებთან სპეციალურად გამოყოფილი ადგილები. ასევე შეუძლიათ მოწევა მსახიობებს სპექტაკლის დროს, თუ ამას რეჟისორის ჩანაფიქრი მოითხოვს.
სიგარეტის კონტრაბანდა საქართველოში ერთ-ერთ მთავარ პრობლემად 2019 წლის შემდეგ იქცა. მაშინ ქვეყანაში თამბაქოს საწინააღმდეგო კანონმდებლობის გამო მკვეთრად გაიზარდა ფასები სიგარეტსა და თუთუნზე. მას შემდეგ შემოსავლების სამსახური ქვეყანაში უაქციზო თამბაქოს ნაწარმის შემოტანა–რეალიზაციაზე განსაკუთრებულ კონტროლს ახორციელებს.