https://sputnik-georgia.com/20241022/tbilisis-centrshi-transportis-mozraoba-sheizguda-290473494.html
თბილისის ცენტრში ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა
თბილისის ცენტრში ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა
Sputnik საქართველო
23 ოქტომბერს თავისუფლების მოედანზე მმართველი პარტია „ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანიის დასკვნითი ღონისძიებას გამართავს. 22.10.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-10-22T16:19+0400
2024-10-22T16:19+0400
2024-10-22T16:19+0400
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში
ქართული ოცნება
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/09/275624939_0:22:3078:1753_1920x0_80_0_0_0012528d4ae44ca73acad3eaeeed94e3.jpg
თბილისი, 22 ოქტომბერი - Sputnik. 23 ოქტომბერს დაგეგმილი ღონისძიების გამო, რუსთაველის გამზირის ნაწილსა და თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.23 ოქტომბერს, 19:00 საათზე თავისუფლების მოედანზე მმართველი პარტია „ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანიის დასკვნითი ღონისძიება გაიმართება. ხვალ დაგეგმილი ღონისძიების გამო ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდა რუსთაველის გამზირზე, ჭანტურიას ქუჩიდან თავისუფლების მოედნის ჩათვლით. მოძრაობა აკრძალულია კოტე აფხაზისა და შალვა დადიანის ქუჩებიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებითაც.რუსთაველის გამზირზე მოძრაობა დაშვებულია ჭანტურიას ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში. შესაბამისად, გადაადგილება შეზღუდულია ლესია უკრაინკას, ჯორჯაძის, ჭიჭინაძის, 9 აპრილის, ფურცელაძისა და გუდიაშვილის ქუჩებზეც.რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, რუსთაველის გამზირზე მოძრავი ავტობუსები და მიკროავტობუსები ჭანტურიას ქუჩიდან გადაინაცვლებენ ვირსალაძის ქუჩაზე, გაივლიან მტკვრის მარჯვენა სანაპიროს და იმოძრავებენ ბარათაშვილის ხიდთან მდებარე პანდუსამდე; თბილისი-კოჯრის გზატკეცილიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამაღლების ქუჩის N11-თან გაჩერდება და მგზავრებს უკუმიმართულებითაც აღნიშნული მისამართიდან მოემსახურება; ავლაბრის მოედნიდან და გორგასლის ქუჩიდან მოძრავი ტრანსპორტი კი გადაადგილდება ევროპის მოედნამდე და შემდეგ უკან.თბილისის მერია შექმნილი დისკომორტის გამო მოსახლეობას ბოდიშს უხდის.საპარლამენტო არჩევნები, რომელიც განსაზღვრავს თუ ვინ მართავს საქართველოს მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, 26 ოქტომბერს არის დაგეგმილი. საპარლამენტო არჩევნები პირველად მხოლოდ პარტიული სიებით და ხმის მიცემის ელექტრონული სისტემით გაიმართება - გამოყენებული იქნება ახალი ბიულეტენები და სპეციალური დამთვლელი მანქანა. ახალი ტექნოლოგიები საარჩევნო უბნების 90%-ზე იქნება დანერგილი.ამასთან, ეს იქნება პირველი არჩევნები საქართველოში, რომელიც სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება, რაც ნიშნავს, რომ პარლამენტში 150 მანდატი შეივსება პარტიული კენჭისყრის საფუძველზე. ამასთან, პარტია პარლამენტში შესვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ხმების მინიმუმ 5%-ს მიიღებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/09/275624939_347:0:3078:2048_1920x0_80_0_0_5e9b8dc34dbc7d4d6abcecdea6110ab3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, ქართული ოცნება , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, ქართული ოცნება , საზოგადოება, ახალი ამბები
თბილისის ცენტრში ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა
23 ოქტომბერს თავისუფლების მოედანზე მმართველი პარტია „ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანიის დასკვნითი ღონისძიებას გამართავს.
თბილისი, 22 ოქტომბერი - Sputnik. 23 ოქტომბერს დაგეგმილი ღონისძიების გამო, რუსთაველის გამზირის ნაწილსა და თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
23 ოქტომბერს, 19:00 საათზე თავისუფლების მოედანზე მმართველი პარტია „ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანიის დასკვნითი ღონისძიება გაიმართება.
ხვალ დაგეგმილი ღონისძიების გამო ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდა რუსთაველის გამზირზე, ჭანტურიას ქუჩიდან თავისუფლების მოედნის ჩათვლით. მოძრაობა აკრძალულია კოტე აფხაზისა და შალვა დადიანის ქუჩებიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებითაც.
მერიის ცნობით, ტრანსპორტის მოძრაობა შესაძლებელია ბარათაშვილის ხიდთან არსებულ პანდუსამდე და რუსთაველის გამზირის მხრიდან ჭანტურიას ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში. მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროდან თავისუფლების მოედნისკენ მიმავალი ავტომობილებისთვის გადაადგილება შესაძლებელია პუშკინის ქუჩის დასაწყისამდე. ბარათაშვილის ქუჩიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით მოძრაობა კი დასაშვებია თაბუკაშვილის ქუჩის გამოყენებით.
რუსთაველის გამზირზე მოძრაობა დაშვებულია ჭანტურიას ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში. შესაბამისად, გადაადგილება შეზღუდულია ლესია უკრაინკას, ჯორჯაძის, ჭიჭინაძის, 9 აპრილის, ფურცელაძისა და გუდიაშვილის ქუჩებზეც.
რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, რუსთაველის გამზირზე მოძრავი ავტობუსები და მიკროავტობუსები ჭანტურიას ქუჩიდან გადაინაცვლებენ ვირსალაძის ქუჩაზე, გაივლიან მტკვრის მარჯვენა სანაპიროს და იმოძრავებენ ბარათაშვილის ხიდთან მდებარე პანდუსამდე; თბილისი-კოჯრის გზატკეცილიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამაღლების ქუჩის N11-თან გაჩერდება და მგზავრებს უკუმიმართულებითაც აღნიშნული მისამართიდან მოემსახურება; ავლაბრის მოედნიდან და გორგასლის ქუჩიდან მოძრავი ტრანსპორტი კი გადაადგილდება ევროპის მოედნამდე და შემდეგ უკან.
თბილისის მერია შექმნილი დისკომორტის გამო მოსახლეობას ბოდიშს უხდის.
საპარლამენტო არჩევნები, რომელიც განსაზღვრავს თუ ვინ მართავს საქართველოს მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, 26 ოქტომბერს არის დაგეგმილი. საპარლამენტო არჩევნები პირველად მხოლოდ პარტიული სიებით და ხმის მიცემის ელექტრონული სისტემით გაიმართება - გამოყენებული იქნება ახალი ბიულეტენები და სპეციალური დამთვლელი მანქანა. ახალი ტექნოლოგიები საარჩევნო უბნების 90%-ზე იქნება დანერგილი.
ამასთან, ეს იქნება პირველი არჩევნები საქართველოში, რომელიც სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება, რაც ნიშნავს, რომ პარლამენტში 150 მანდატი შეივსება პარტიული კენჭისყრის საფუძველზე. ამასთან, პარტია პარლამენტში შესვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ხმების მინიმუმ 5%-ს მიიღებს.