https://sputnik-georgia.com/20241022/sazgvris-ukanonod-gadmokvetis-paqtze-ori-piri-daakaves-290473347.html
საზღვრის ჯგუფურად უკანონოდ გადმოკვეთის ფაქტზე ორი პირი დააკავეს
საზღვრის ჯგუფურად უკანონოდ გადმოკვეთის ფაქტზე ორი პირი დააკავეს
Sputnik საქართველო
დანაშაული ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 22.10.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-10-22T15:49+0400
2024-10-22T15:49+0400
2024-10-22T15:49+0400
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/16/261408327_0:110:1632:1028_1920x0_80_0_0_8527018a8be15c5888dc3430d93895bf.jpg
თბილისი, 22 ოქტომბერი - Sputnik. სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა ახალციხის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ „ჭარალის“ დასაცავ მონაკვეთებზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.ბრალდებულებს, რომელთა ასაკი 20-დან 23 წლამდეა, საგამოძიებო უწყება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად, უკანონოდ გადმოკვეთას ედავება.გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოს მიმართულებით უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.გამოძიება საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად უკანონოდ გადმოკვეთას გულისხმობს. დანაშაული ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/16/261408327_58:0:1575:1138_1920x0_80_0_0_cebbc46847194be8f1e7f8e0599cdfdd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, შემთხვევები საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, შემთხვევები საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საზღვრის ჯგუფურად უკანონოდ გადმოკვეთის ფაქტზე ორი პირი დააკავეს
დანაშაული ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 22 ოქტომბერი - Sputnik. სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა ახალციხის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ „ჭარალის“ დასაცავ მონაკვეთებზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ბრალდებულებს, რომელთა ასაკი 20-დან 23 წლამდეა, საგამოძიებო უწყება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად, უკანონოდ გადმოკვეთას ედავება.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოს მიმართულებით უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად უკანონოდ გადმოკვეთას გულისხმობს. დანაშაული ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.