https://sputnik-georgia.com/20241022/ruset-ukrainis-konfliqti-290477082.html
ჩრდილოკორეელები უკრაინის კონფლიქტში: ფხენიანმა პირველი კომენტარი გააკეთა
ჩრდილოკორეელები უკრაინის კონფლიქტში: ფხენიანმა პირველი კომენტარი გააკეთა
Sputnik საქართველო
თბილისი, 22 ოქტომბერი – Sputnik. ჩრდილოკორეელი ჯარისკაცების რუსეთში გაგზავნის შესახებ ინფორმაცია უსაფუძვლო განცხადებებია, რაც ქვეყნის გაშავებას ისახავს მიზნად... 22.10.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-10-22T18:25+0400
2024-10-22T18:25+0400
2024-10-22T18:25+0400
მსოფლიო დღეს
მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
უკრაინა
რუსეთი
ჩრდილოეთი კორეა
პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/07/275515599_0:0:3071:1728_1920x0_80_0_0_c12893af4b6d9d0606ed3f5509a1ecea.jpg
თბილისი, 22 ოქტომბერი – Sputnik. ჩრდილოკორეელი ჯარისკაცების რუსეთში გაგზავნის შესახებ ინფორმაცია უსაფუძვლო განცხადებებია, რაც ქვეყნის გაშავებას ისახავს მიზნად, განაცხადა გაეროში ჩრდილოეთ კორეის მისიის წარმომადგენელმა. მისი თქმით, ფხენიანისა და მოსკოვის ურთიერთობა „ლეგალურია და დაფუძნებულია თანამშრომლობაზე“.აღსანიშნავია, რომ ეს ფხენიანის მხრიდან პირველი კომენტარია ჩრდილოკორეელი სამხედროების უკრაინის წინააღმდეგ ომში გაგზავნის თაობაზე. „რაც შეეხება რუსეთთან ეგრეთ წოდებულ სამხედრო თანამშრომლობას, ჩემი დელეგაცია ვერ ხედავს კომენტარის გაკეთების აუცილებლობას უსაფუძვლო სტერეოტიპულ ჭორებზე, რომელთა მიზანი კორეის რესპუბლიკის შეურაცხყოფა და ორ სახელმწიფოს შორის ლეგიტიმური, მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობების შელახვაა“, – თქვა მისიის წარმომადგენელმა განიარაღებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების გენერალური ასამბლეის პირველი კომიტეტის შეხვედრაზე ნიუ-იორკში. მანამდე, სამხრეთ კორეის დაზვერვაზე დაყრდნობით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ 1,5 ათასი ჩრდილოკორეელი ჯარისკაცი უკვე იმყოფება შორეულ აღმოსავლეთში რუსეთის საწვრთნელ ბაზაზე. სამხრეთ კორეული დაზვერვის ვარაუდით, ეს სამხედროები მომავალში შესაძლოა უკრაინის კონფლიქტის ზონაში გაგზავნონ.
უკრაინა
ჩრდილოეთი კორეა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/07/275515599_340:0:3071:2048_1920x0_80_0_0_da2dad2b25c8effe386ba817dba7b1bf.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, უკრაინა , რუსეთი, ჩრდილოეთი კორეა, პოლიტიკა
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, უკრაინა , რუსეთი, ჩრდილოეთი კორეა, პოლიტიკა
თბილისი, 22 ოქტომბერი – Sputnik. ჩრდილოკორეელი ჯარისკაცების რუსეთში გაგზავნის შესახებ ინფორმაცია უსაფუძვლო განცხადებებია, რაც ქვეყნის გაშავებას ისახავს მიზნად, განაცხადა გაეროში ჩრდილოეთ კორეის მისიის წარმომადგენელმა.
მისი თქმით, ფხენიანისა და მოსკოვის ურთიერთობა „ლეგალურია და დაფუძნებულია თანამშრომლობაზე“.
აღსანიშნავია, რომ ეს ფხენიანის მხრიდან პირველი კომენტარია ჩრდილოკორეელი სამხედროების უკრაინის წინააღმდეგ ომში გაგზავნის თაობაზე.
„რაც შეეხება რუსეთთან ეგრეთ წოდებულ სამხედრო თანამშრომლობას, ჩემი დელეგაცია ვერ ხედავს კომენტარის გაკეთების აუცილებლობას უსაფუძვლო სტერეოტიპულ ჭორებზე, რომელთა მიზანი კორეის რესპუბლიკის შეურაცხყოფა და ორ სახელმწიფოს შორის ლეგიტიმური, მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობების შელახვაა“, – თქვა მისიის წარმომადგენელმა განიარაღებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების გენერალური ასამბლეის პირველი კომიტეტის შეხვედრაზე ნიუ-იორკში.
მანამდე, სამხრეთ კორეის დაზვერვაზე დაყრდნობით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ 1,5 ათასი ჩრდილოკორეელი ჯარისკაცი უკვე იმყოფება შორეულ აღმოსავლეთში რუსეთის საწვრთნელ ბაზაზე. სამხრეთ კორეული დაზვერვის ვარაუდით, ეს სამხედროები მომავალში შესაძლოა უკრაინის კონფლიქტის ზონაში გაგზავნონ.