https://sputnik-georgia.com/20241022/qartulma-ocnebam-organizaciebi-amxila-290482240.html
„ქართულმა ოცნებამ“ არჩევნების წინ სადამკვირვებლო ორგანიზაციები ამხილა
„ქართულმა ოცნებამ“ არჩევნების წინ სადამკვირვებლო ორგანიზაციები ამხილა
Sputnik საქართველო
საპარლამენტო არჩევნებისთვის რეგისტრაცია გაიარა 102-მა ადგილობრივმა სადამკვირვებლო ორგანიზაციამ. 22.10.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-10-22T20:00+0400
2024-10-22T20:00+0400
2024-10-22T20:00+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში
ახალი ამბები
საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0a/09/290270686_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_579bb5cd7713ec5e13ed1c0a41d70fdd.jpg
თბილისი, 22 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დამკვირვებლად დარეგისტრირებულ ყოველ მესამე ორგანიზაციას პოლიტიკურ სუბიექტებთან კავშირი აქვს, ნაწილი კი მმართველი პარტიის კრიტიკით გამოირჩევა, განაცხადა პარლამენტის დეპუტატმა გივი მიქანაძემ.ერთი თვის წინ, ამავე საკითხზე „ქართული ოცნების“ მიერ ჩატარებული შუალედური ბრიფინგის დროს 49 დარეგისტრირებული ორგანიზაციიდან გამოვლინდა ოპოზიციასთან უშუალო კავშირში მყოფი 19 და „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ მოქმედი შვიდი ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია. საბოლოო შედეგების მიხედვით, ცესკოში რეგისტრირებულია 102 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია.გარდა ამისა, შემოწმებული ორგანიზაციების 15%-ზე მეტი ჩართულია მმართველი პარტიის წინააღმდეგ კამპანიაში.„მონიტორინგის ფარგლებში აგრეთვე დადგინდა, რომ 16 ორგანიზაცია ეწევა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგო კამპანიას, რაც დასტურდება მათივე ანგარიშებით და საჯარო აქტივობებით, ანუ რეგისტრირებულთა 16%-ზე გვაქვს საუბარი", - განაცხადა მიქანაძემ. ცესკოს ბოლო მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნებისთვის რეგისტრაცია გაიარა 102-მა ადგილობრივმა სადამკვირვებლო ორგანიზაციამ.მიქანაძის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ მონიტორინგი ღია წყაროებზე დაყრდნობით, პოლიტიკურ სუბიექტებთან ამ ორგანიზაციების კავშირების დასადგენად ჩაატარა.კვლევის მეთოდოლოგიად გამოყენებულ იქნა რეგისტრირებულ ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციათა დამფუძნებლების, გამგეობისა და აღმასრულებელი რგოლის წარმომადგენლების საჯარო კავშირები პოლიტიკურ სუბიექტებთან.მაგალითად, მიქანაძემ მოიყვანა ინფორმაცია კვლევის შედეგად მხილებული რამდენიმე ორგანიზაციის შესახებ, რაც საზოგადოებას, კიდევ ერთხელ დაარწმუნებს, თუ ვის სურს განახორციელოს არჩევნების მონიტორინგი და ვინ აპირებს დასკვნების შედგენას არჩევნებთან დაკავშირებით.- ცესკოს მიერ დარეგისტრირდა სადამკვირვებლო ორგანიზაცია „კრიტიკული მოქალაქე“, რომლის დირექტორია ნუგზარ ხოზრევანიძე, გამგეობის წევრები კი მარად შავაძე, რისმაგი ხოზრევანიძე და ნოდარ ძირკვაძე არიან.ორგანიზაციის დირექტორი ნუგზარ ხოზრევანიძე 2020 წლის 15 დეკემბერს ბათუმში აჭარის უმაღლეს საბჭოსთან დააკავეს პოლიციასთან ინციდენტის დროს, იგი პლაკატებს აკრავდა შენობაზე - „გაყალბებული არჩევნები“. ხოზრევანიძე „ნაციონალური მოძრაობის“ აქტიური მხარდამჭერი და აქტივისტია. 2022 წლის მაისში იგი ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით გამართულ აქციაშიც იღებდა მონაწილეობას.მარად შავაძე დღემდე ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის მოადგილეა, ხოლო რისმაგი ხოზრევანიძე აჭარის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პიარ-მენეჯერია. რაც შეეხება ნოდარ ძირკვაძეს, იგი ხულოს ოლქის მე-19 საარჩევნო უბანზე „სტრატეგია აღმაშენებლის“ მიერ დანიშნული წევრია.- ცესკომ ასევე დაარეგისტრირა სადამკვირვებლო ორგანიზაციად „ახალგაზრდული ინიციატივა მომავალი საქართველოსთვის“. ამ ორგანიზაციის თავმჯდომარე ლაშა ადამია აჭარის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრია და აქტიურად ეწევა პარტიულ საქმიანობას.- ცესკომ ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებად დაარეგისტრირა ორგანიზაცია „ალტერნატივა ენჯეო“ და ორგანიზაცია „საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი ცენტრი“. ალტერნატივა ენჯეოს“ თავმჯდომარე ხათუნა ბერიძეა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის წევრია; ხოლო ორგანიზაციის გამგეობის წევრ ნატო ნაცარაშვილს მიმდინარე წლის 6 სექტემბერს შეწირული აქვს პარტია „ახალისთვის“ 7000 ლარი. რაც შეეხება „საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი ცენტრის“ თავმჯდომარე გივი ნახუცრიშვილს, 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე იგი ბათუმში მაჟორიტარობის კანდიდატად იყო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“. იგი დღემდე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტიური მხარდამჭერია.„საზოგადოების საყურადღებოდ გვინდა აღვნიშნოთ, რომ ზემოხსენებული ოთხი ორგანიზაცია - „კრიტიკული მოქალაქე“, „ახალგაზრდული ინიციატივა მომავალი საქართველოსთვის“, „ალტერნატივა ენჯეო“ და „საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი ცენტრი“ რეალურად ერთიანი სქემის შემადგენელი ნაწილი არიან", - განაცხადა მიქანაძემ.მისი თქმით, აღნიშნულს ადასტურებს ის გარემოება, რომ ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის სტატუსის მოსაპოვებლად ამ ოთხი ორგანიზაციის ამონაწერების მოსამზადებლად, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ოთხივე ორგანიზაციის სახელით ერთი და იგივე მინდობილმა პირმა, უშანგი მიქელაძემ მიმართა. მიქელაძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტიური მხარდამჭერია, რასაც 2022 წელს მის მიერ „ნამოძრაობის“ სასარგებლოდ 3,3 ათასი ლარის შემოწირულობაც ადასტურებს.გარდა ამისა, დამკვირვებელ ორგანიზაციად რეგისტრირებულია ორგანიზაცია „ქართული ორდენი“, რომლის გამგეობის თავმჯდომარე ზურაბ გრიგალაშვილი, პოლონეთში, ქ. ვარშავაში შექმნილ საარჩევნო უბანზე, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დანიშნული საუბნო საარჩევნო კომისიის წევრია.- ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის სტატუსის მოსაპოვებლად, ცესკოში წარსადგენი ამონაწერის მომზადება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ორგანიზაცია A P M Georgia-ს და ორგანიზაცია „სამოქალაქო ერთობის“ სახელით მოითხოვა ერთი და იგივე მინდობილმა პირმა ივანე ბურდულმა.დეპუტატმა საზოგადოებას შეახსენა, რომ 2020 წელს ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა ფარული ჩანაწერი, სადაც ივანე ბურდული ფინანსური სარგებლის სანაცვლოდ ცესკოს თანამდებობის პირისგან სამსახურის დემარშით დატოვებას ითხოვდა.ასევე, ბურდულმა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ 2023-2024 წლებში 11.204 ლარი შესწირა. გარდა ამისა, ორგანიზაცია „სამოქალაქო ერთობის“ ხელმძღვანელ ნესტან დალაქიშვილს 2016 წელს „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის“ სასარგებლოდ 3000 ლარიანი შემოწირულობა უფიქსირდება.„ჩვენს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ 37 მხილებული ორგანიზაცია პირდაპირ კავშირში არის 12 ოპოზიციურ პოლიტიკურ სუბიექტთან", - განაცხადა მიქანაძემ. ამასთან, პოლიტიკოსის თქმით, 2015-2024 წლებში არასამთავრობო ორგანიზაციების 27-მა წარმომადგენელმა ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს ჯამში 800 ათას ლარამდე თანხა შეწირეს. „საინტერესოა, დაინტერესდებიან თუ არა ამ ორგანიზაციების დამფინანსებელი დონორები, კვლევის შედეგად მიღებული შემომწირველების მიერ გადარიცხული თანხები რამდენად არის მათ მიერ გაცემული გრანტებიდან?!", - განაცხადა მიქანაძემ.აშკარაა, რომ კვლევის შედეგად იდენტიფიცირებული ორგანიზაციების მიერ არჩევნებზე წარმოებული მონიტორინგი იქნება მიკერძოებული და არაფერი საერთო ექნება ობიექტურობასთან, დასძინა მიქანაძემ. ამიტომაც „ქართული ოცნება" ამ ორგანიზაციების შესახებ ინფორმაციებს მუდმივად უზიარებს საზოგადოებას და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს. „აქვე, მოვუწოდებთ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია გამოვლენილ ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებზე ასახოს თავის ანგარიშებში და არ გაითვალისწინოს მათგან მიღებული სუბიექტური ინფორმაცია", - განაცხადა მიქანაძემ.საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. საქართველოში საპარლამენტო არჩევნები პირველად მხოლოდ პარტიული სიებით და ხმის მიცემის ელექტრონული სისტემით გაიმართება - გამოყენებული იქნება ახალი ბიულეტენები და სპეციალური დამთვლელი მანქანა. ახალი ტექნოლოგიები საარჩევნო უბნების 90%-ზე იქნება დანერგილი.ამასთან, ეს იქნება პირველი არჩევნები საქართველოში, რომელიც სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება, რაც ნიშნავს, რომ პარლამენტში 150 მანდატი შეივსება პარტიული კენჭისყრის საფუძველზე. ამასთან, პარტია პარლამენტში შესვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ხმების მინიმუმ 5%-ს მიიღებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0a/09/290270686_347:0:3078:2048_1920x0_80_0_0_e2e878ee6385a18624a916faff8c67f3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, ახალი ამბები, საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, ახალი ამბები, საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები
„ქართულმა ოცნებამ“ არჩევნების წინ სადამკვირვებლო ორგანიზაციები ამხილა
საპარლამენტო არჩევნებისთვის რეგისტრაცია გაიარა 102-მა ადგილობრივმა სადამკვირვებლო ორგანიზაციამ.
თბილისი, 22 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დამკვირვებლად დარეგისტრირებულ ყოველ მესამე ორგანიზაციას პოლიტიკურ სუბიექტებთან კავშირი აქვს, ნაწილი კი მმართველი პარტიის კრიტიკით გამოირჩევა, განაცხადა პარლამენტის დეპუტატმა გივი მიქანაძემ.
ერთი თვის წინ, ამავე საკითხზე „ქართული ოცნების“ მიერ ჩატარებული შუალედური ბრიფინგის დროს 49 დარეგისტრირებული ორგანიზაციიდან გამოვლინდა ოპოზიციასთან უშუალო კავშირში მყოფი 19 და „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ მოქმედი შვიდი ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია. საბოლოო შედეგების მიხედვით, ცესკოში რეგისტრირებულია 102 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია.
„კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ ცესკოს მიერ რეგისტრირებული 102 ორგანიზაციიდან 37 ორგანიზაცია პირდაპირ არის დაკავშირებული პოლიტიკურ პარტიებთან, ანუ ყოველი მესამე , 36% არის პირდაპირ აფილირებული პოლიტიკურ პარტიებთან", - განაცხადა მიქანაძემ.
გარდა ამისა, შემოწმებული ორგანიზაციების 15%-ზე მეტი ჩართულია მმართველი პარტიის წინააღმდეგ კამპანიაში.
„მონიტორინგის ფარგლებში აგრეთვე დადგინდა, რომ 16 ორგანიზაცია ეწევა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგო კამპანიას, რაც დასტურდება მათივე ანგარიშებით და საჯარო აქტივობებით, ანუ რეგისტრირებულთა 16%-ზე გვაქვს საუბარი", - განაცხადა მიქანაძემ.
ცესკოს ბოლო მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნებისთვის რეგისტრაცია გაიარა 102-მა ადგილობრივმა სადამკვირვებლო ორგანიზაციამ.
მიქანაძის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ მონიტორინგი ღია წყაროებზე დაყრდნობით, პოლიტიკურ სუბიექტებთან ამ ორგანიზაციების კავშირების დასადგენად ჩაატარა.
კვლევის მეთოდოლოგიად გამოყენებულ იქნა რეგისტრირებულ ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციათა დამფუძნებლების, გამგეობისა და აღმასრულებელი რგოლის წარმომადგენლების საჯარო კავშირები პოლიტიკურ სუბიექტებთან.
მაგალითად, მიქანაძემ მოიყვანა ინფორმაცია კვლევის შედეგად მხილებული რამდენიმე ორგანიზაციის შესახებ, რაც საზოგადოებას, კიდევ ერთხელ დაარწმუნებს, თუ ვის სურს განახორციელოს არჩევნების მონიტორინგი და ვინ აპირებს დასკვნების შედგენას არჩევნებთან დაკავშირებით.
- ცესკოს მიერ დარეგისტრირდა სადამკვირვებლო ორგანიზაცია „კრიტიკული მოქალაქე“, რომლის დირექტორია ნუგზარ ხოზრევანიძე, გამგეობის წევრები კი მარად შავაძე, რისმაგი ხოზრევანიძე და ნოდარ ძირკვაძე არიან.
ორგანიზაციის დირექტორი ნუგზარ ხოზრევანიძე 2020 წლის 15 დეკემბერს ბათუმში აჭარის უმაღლეს საბჭოსთან დააკავეს პოლიციასთან ინციდენტის დროს, იგი პლაკატებს აკრავდა შენობაზე - „გაყალბებული არჩევნები“.
ხოზრევანიძე „ნაციონალური მოძრაობის“ აქტიური მხარდამჭერი და აქტივისტია. 2022 წლის მაისში იგი ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით გამართულ აქციაშიც იღებდა მონაწილეობას.
მარად შავაძე დღემდე ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის მოადგილეა, ხოლო რისმაგი ხოზრევანიძე აჭარის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პიარ-მენეჯერია. რაც შეეხება ნოდარ ძირკვაძეს, იგი ხულოს ოლქის მე-19 საარჩევნო უბანზე „სტრატეგია აღმაშენებლის“ მიერ დანიშნული წევრია.
- ცესკომ ასევე დაარეგისტრირა სადამკვირვებლო ორგანიზაციად „ახალგაზრდული ინიციატივა მომავალი საქართველოსთვის“. ამ ორგანიზაციის თავმჯდომარე ლაშა ადამია აჭარის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრია და აქტიურად ეწევა პარტიულ საქმიანობას.
- ცესკომ ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებად დაარეგისტრირა ორგანიზაცია „ალტერნატივა ენჯეო“ და ორგანიზაცია „საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი ცენტრი“. ალტერნატივა ენჯეოს“ თავმჯდომარე ხათუნა ბერიძეა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის წევრია; ხოლო ორგანიზაციის გამგეობის წევრ ნატო ნაცარაშვილს მიმდინარე წლის 6 სექტემბერს შეწირული აქვს პარტია „ახალისთვის“ 7000 ლარი.
რაც შეეხება „საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი ცენტრის“ თავმჯდომარე გივი ნახუცრიშვილს, 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე იგი ბათუმში მაჟორიტარობის კანდიდატად იყო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“. იგი დღემდე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტიური მხარდამჭერია.
„საზოგადოების საყურადღებოდ გვინდა აღვნიშნოთ, რომ ზემოხსენებული ოთხი ორგანიზაცია - „კრიტიკული მოქალაქე“, „ახალგაზრდული ინიციატივა მომავალი საქართველოსთვის“, „ალტერნატივა ენჯეო“ და „საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი ცენტრი“ რეალურად ერთიანი სქემის შემადგენელი ნაწილი არიან", - განაცხადა მიქანაძემ.
მისი თქმით, აღნიშნულს ადასტურებს ის გარემოება, რომ ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის სტატუსის მოსაპოვებლად ამ ოთხი ორგანიზაციის ამონაწერების მოსამზადებლად, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ოთხივე ორგანიზაციის სახელით ერთი და იგივე მინდობილმა პირმა, უშანგი მიქელაძემ მიმართა. მიქელაძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტიური მხარდამჭერია, რასაც 2022 წელს მის მიერ „ნამოძრაობის“ სასარგებლოდ 3,3 ათასი ლარის შემოწირულობაც ადასტურებს.
გარდა ამისა, დამკვირვებელ ორგანიზაციად რეგისტრირებულია ორგანიზაცია „ქართული ორდენი“, რომლის გამგეობის თავმჯდომარე ზურაბ გრიგალაშვილი, პოლონეთში, ქ. ვარშავაში შექმნილ საარჩევნო უბანზე, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დანიშნული საუბნო საარჩევნო კომისიის წევრია.
- ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის სტატუსის მოსაპოვებლად, ცესკოში წარსადგენი ამონაწერის მომზადება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ორგანიზაცია A P M Georgia-ს და ორგანიზაცია „სამოქალაქო ერთობის“ სახელით მოითხოვა ერთი და იგივე მინდობილმა პირმა ივანე ბურდულმა.
დეპუტატმა საზოგადოებას შეახსენა, რომ 2020 წელს ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა ფარული ჩანაწერი, სადაც ივანე ბურდული ფინანსური სარგებლის სანაცვლოდ ცესკოს თანამდებობის პირისგან სამსახურის დემარშით დატოვებას ითხოვდა.
ასევე, ბურდულმა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ 2023-2024 წლებში 11.204 ლარი შესწირა. გარდა ამისა, ორგანიზაცია „სამოქალაქო ერთობის“ ხელმძღვანელ ნესტან დალაქიშვილს 2016 წელს „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის“ სასარგებლოდ 3000 ლარიანი შემოწირულობა უფიქსირდება.
„ჩვენს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ 37 მხილებული ორგანიზაცია პირდაპირ კავშირში არის 12 ოპოზიციურ პოლიტიკურ სუბიექტთან", - განაცხადა მიქანაძემ.
ამასთან, პოლიტიკოსის თქმით, 2015-2024 წლებში არასამთავრობო ორგანიზაციების 27-მა წარმომადგენელმა ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს ჯამში 800 ათას ლარამდე თანხა შეწირეს.
„საინტერესოა, დაინტერესდებიან თუ არა ამ ორგანიზაციების დამფინანსებელი დონორები, კვლევის შედეგად მიღებული შემომწირველების მიერ გადარიცხული თანხები რამდენად არის მათ მიერ გაცემული გრანტებიდან?!", - განაცხადა მიქანაძემ.
აშკარაა, რომ კვლევის შედეგად იდენტიფიცირებული ორგანიზაციების მიერ არჩევნებზე წარმოებული მონიტორინგი იქნება მიკერძოებული და არაფერი საერთო ექნება ობიექტურობასთან, დასძინა მიქანაძემ. ამიტომაც „ქართული ოცნება" ამ ორგანიზაციების შესახებ ინფორმაციებს მუდმივად უზიარებს საზოგადოებას და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს.
„აქვე, მოვუწოდებთ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია გამოვლენილ ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებზე ასახოს თავის ანგარიშებში და არ გაითვალისწინოს მათგან მიღებული სუბიექტური ინფორმაცია", - განაცხადა მიქანაძემ.
საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. საქართველოში საპარლამენტო არჩევნები პირველად მხოლოდ პარტიული სიებით და ხმის მიცემის ელექტრონული სისტემით გაიმართება - გამოყენებული იქნება ახალი ბიულეტენები და სპეციალური დამთვლელი მანქანა. ახალი ტექნოლოგიები საარჩევნო უბნების 90%-ზე იქნება დანერგილი.
ამასთან, ეს იქნება პირველი არჩევნები საქართველოში, რომელიც სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება, რაც ნიშნავს, რომ პარლამენტში 150 მანდატი შეივსება პარტიული კენჭისყრის საფუძველზე. ამასთან, პარტია პარლამენტში შესვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ხმების მინიმუმ 5%-ს მიიღებს.