https://sputnik-georgia.com/20241022/qartuli-ocneba-masshtabur-aqcias-chaatarebs-290473151.html
„ქართული ოცნება" წინასაარჩევნო კამპანიას თბილისში მასშტაბური აქციით დაასრულებს
„ქართული ოცნება" წინასაარჩევნო კამპანიას თბილისში მასშტაბური აქციით დაასრულებს
Sputnik საქართველო
საპარლამენტო არჩევნებ8ი 26 ოქტომბერს გაიმართება 22.10.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-10-22T15:00+0400
2024-10-22T15:00+0400
2024-10-22T15:00+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში
ქართული ოცნება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0a/09/290281993_0:159:3078:1890_1920x0_80_0_0_5085ed9a2debdff8ab86bd122c56a1ae.jpg
თბილისი, 22 ოქტომბერი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანიის დასკვნითი ღონისძიება თავისუფლების მოედანზე 23 ოქტომბერს, 19:00 საათზე გაიმართება, განაცხადეს პარტიის პრეს-სამსახურში.საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. მთავრობამ, ცესკოს მიმართვის საფუძველზე, 25 ოქტომბერი არასამუშაო დღედ გამოაცხადა. მმართველმა პარტიამ საარჩევნო კამპანია 17 ივლისს, ორთაჭალაში პარტიის ახალი ოფისის გახსნით დაიწყო.მანამდე, 20 ოქტომბერს, თავისუფლების მოედანზე ოპოზიციის აქცია „საქართველო ირჩევს ევროპას“ გაიმართა.ძალთა გადანაწილებასაპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ და ოპოზიციური პარტია „ხალხის ძალა“ ერთიანი სიით მიიღებენ მონაწილეობას.წინასაარჩევნოდ ახალი პოლიტიკური პლატფორმა ყოფილმა მმართველმა პარტია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისი ყოფილი წევრების მიერ დაარსებულმა პარტიებმა „სტრატეგია აღმაშენებელმა“ და „ევროპულმა საქართველომ" შექმნეს.არჩევნებზე ერთიანი სიით გასვლა გადაწყვიტა სამმა ოპოზიციურმა პარტიამ: „გირჩი - მეტი თავისუფლება“, „დროა“ და „ახალი“. აღნიშნული პარტიები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა წევრებმა დააფუძნეს.საარჩევნოდ გაერთიანდა „ლელო საქართველოსთვის", „ხალხისთვის" და ახალი პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლების მოედანი".28 პარტიამ და მოძრაობამ, რომლებიც კონსერვატიულ შეხედულებებს იცავენ და რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების მომხრენი არიან, საარჩევნოდ ძალების გაერთიანება გადაწყვიტეს.მათ შორისაა პარტიები „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი", „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფო", „ქართული იდეა", „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა", „მონარქისტული პარტია" და სხვები. ივნისში მათ „საქართველოს პატრიოტთა ერთობის დეკლარაციას" მოაწერეს ხელი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0a/09/290281993_174:0:2905:2048_1920x0_80_0_0_e074e329976fb60f6e0e5e363e2429d2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, ქართული ოცნება , ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, ქართული ოცნება , ახალი ამბები
„ქართული ოცნება" წინასაარჩევნო კამპანიას თბილისში მასშტაბური აქციით დაასრულებს
საპარლამენტო არჩევნებ8ი 26 ოქტომბერს გაიმართება
თბილისი, 22 ოქტომბერი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანიის დასკვნითი ღონისძიება თავისუფლების მოედანზე 23 ოქტომბერს, 19:00 საათზე გაიმართება, განაცხადეს პარტიის პრეს-სამსახურში.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. მთავრობამ, ცესკოს მიმართვის საფუძველზე, 25 ოქტომბერი არასამუშაო დღედ გამოაცხადა. მმართველმა პარტიამ საარჩევნო კამპანია 17 ივლისს, ორთაჭალაში პარტიის ახალი ოფისის გახსნით დაიწყო.
მანამდე, 20 ოქტომბერს, თავისუფლების მოედანზე ოპოზიციის აქცია „საქართველო ირჩევს ევროპას“ გაიმართა.
საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ და ოპოზიციური პარტია „ხალხის ძალა“ ერთიანი სიით მიიღებენ მონაწილეობას.
წინასაარჩევნოდ ახალი პოლიტიკური პლატფორმა ყოფილმა მმართველმა პარტია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისი ყოფილი წევრების მიერ დაარსებულმა პარტიებმა „სტრატეგია აღმაშენებელმა“ და „ევროპულმა საქართველომ" შექმნეს.
არჩევნებზე ერთიანი სიით გასვლა გადაწყვიტა სამმა ოპოზიციურმა პარტიამ: „გირჩი - მეტი თავისუფლება“, „დროა“ და „ახალი“. აღნიშნული პარტიები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა წევრებმა დააფუძნეს.
საარჩევნოდ გაერთიანდა „ლელო საქართველოსთვის", „ხალხისთვის" და ახალი პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლების მოედანი".
28 პარტიამ და მოძრაობამ, რომლებიც კონსერვატიულ შეხედულებებს იცავენ და რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების მომხრენი არიან, საარჩევნოდ ძალების გაერთიანება გადაწყვიტეს.
მათ შორისაა პარტიები „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი", „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფო", „ქართული იდეა", „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა", „მონარქისტული პარტია" და სხვები. ივნისში მათ „საქართველოს პატრიოტთა ერთობის დეკლარაციას" მოაწერეს ხელი.