„არავის გადასცეთ საკუთარი პირადობის მოწმობები" - მდინარაძე ამომრჩეველს მიმართავს

© courtesy of Georgian Dreamმამუკა მდინარაძე
მამუკა მდინარაძე - Sputnik საქართველო, 1920, 22.10.2024
გამოწერა
საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე ისეა ქვეყნის მომავალი დამოკიდებული, როგორც არასდროს, განაცხადა დეპუტატმა
თბილისი, 22 ოქტომბერი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ამომრჩევლებს მოუწოდა არავის გადასცენ პირადობის დამადასტურებელი მოწმობები და 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე გაკეთებულ არჩევანზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღონ.
საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. ძირითადი ბრძოლა გაიმართება მმართველი პარტია „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის, რომელსაც მმართველი პარტიის ლიდერები კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ და „რადიკალურ ოპოზიციას“ უწოდებენ, რომელიც, ხელისუფლების თქმით, ცდილობენ არიონ ვითარება საქართველოში, მოაწყონ რევოლუცია და, ძალაუფლების შეცვლის შემთხვევაში, ქვეყანა ომში ჩაითრიონ.
„რაც შეეხება ამომრჩეველს, მივმართავ ყველას, ნებისმიერი პოლიტიკური გემოვნების მიუხედავად: რაც არ უნდა ხდებოდეს, არავის გადასცეთ თქვენი პირადობის მოწმობა, საკუთარი შეხედულებისამებრ მიიღეთ არჩევნებში მონაწილეობა და ყველას გთხოვთ, აიღოთ პასუხისმგებლობა როგორც მონაწილეობაზე, ისე თქვენს არჩევანზე!", - დაწერა მდინარაძემ სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე ისეა ქვეყნის მომავალი დამოკიდებული, როგორც არასდროს! და თითოეული ხმა გადამწყვეტია. პოლიტიკოსმა ასევე მოუწოდა ამომრჩეველს რომ არავის მისცენ საკუთარ არჩევანში ჩარევის უფლება.
მისი თქმით, სხვისი პირადობის მოწმობების გამოყენების თემა მთავარ „ფეიკ თემად" უნდათ რომ აქციონ.
„ამავე დროს ამოვარდა ინფორმაციები, რომ აგენტურული ოპოზიცია აორგანიზებს მსგავს მავნებლობებს და ცდილობენ გაღმა შედავების პრინციპით იმოქმედონ (ზუგდიდი, თელავი და სხვ. თავად უკეთ მიხვდებიან…), - დაწერა პოლიტიკოსმა.
მდინარაძემ საარჩევნო პროცესებში ჩართულ ყველა პირს, პირველ რიგში „ქართული ოცნების“ აქტივისტებს მიმართა და აღნიშნა, რომ მმართველ პარტიას კანონის ჩარჩოებიდან ოდნავი გადახვევაც არ სჭირდება.
„საერთოდ არაფერში გვჭირდება თუნდაც მცირე გადახვევაც კი კანონის ჩარჩოებიდან. რომც გვჭირდებოდეს, არ ვიკადრებთ! ამიტომ, თუკი ვინმე, ნებისმიერ დონეზე, იტყვის, რომ ან პირადობის მოწმობის გამორთმევა ამომრჩევლისთვის, ან სხვაგვარი კანონდარღვევა უნდა ჩაიდინოს, მიუთითეთ ამ განცხადებაზე და უთხარით, რომ პირიქით, ეს არის მავნებლობა, რომელსაც ზიანის მეტი არაფერი მოაქვს", - დაწერა მდინარაძემ.
გუშინ, მდინარაძემ განაცხადა, რომ ოპოზიციის ნაწილი 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დისკრედიტაციის მიზნით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას აპირებს, მათ შორის, ვერიფიკაციისა და ხმის დამთვლელი აპარატების დაზიანებას, ე.წ. კარუსელების იმიტაციას.
საპარლამენტო არჩევნები, რომელიც განსაზღვრავს თუ ვინ მართავს საქართველოს მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, 26 ოქტომბერს არის დაგეგმილი. ძირითადი ბრძოლა გაიმართება მმართველი პარტია „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის, რომელსაც მმართველი პარტიის ლიდერები კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ და „რადიკალურ ოპოზიციას“ უწოდებენ, რომელიც, ხელისუფლების თქმით, ცდილობენ არიონ ვითარება საქართველოში, მოაწყონ რევოლუცია და, ძალაუფლების შეცვლის შემთხვევაში, ქვეყანა ომში ჩაითრიონ.
ყველა ახალი ამბავი
0